საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185667.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

534

ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდას გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია 2017-10-25 22:30:00

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მომხდარზე ოფიციალური განცხადება და ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა

შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

„მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებენ შსს-ში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
მანჰეტენზე შვიდი ადამიანი ველობილიკზე ავტომობილის შევარდნას ემსხვერპლა
მანჰეტენზე შვიდი ადამიანი ველობილიკზე ავტომობილის შევარდნას ემსხვერპლა
მანჰეტენის სამხრეთით ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომ
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
მთავარი პროკურატურა ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს
მთავარი პროკურატურა ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს
მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იძიებს. უწყება, 34 წლის პავლე პავლიაშვილის გარდაცვალების დრო
წაკითხვა
თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგომარეობა
თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგომარეობა
შემთხვევა მარნეულში გვიან ღამით მოხდა. ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს
წაკითხვა