| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185852.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იურიდიული დახმარების სამსახური ლაშა კვირკვიას და გიორგი მდინარაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებსლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 11:45:00
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ლაშა კვირკვიას და გიორგი მდინარაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 8 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, გიორგი მდინარაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომლებმა (მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ლაშა კვირკვაიამ) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ, დაადეს ხელბორკილები და ამ მდგომაროებაში მყოფზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. "გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება მხოლოდ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. 2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ, გამოიტანა განაჩენი ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას მიმართ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის 1–ლ ნაწილზე, ბრალდებიდან ამორიცხა ძალადობა, ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. იურიდიული დახმარების საბჭო და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შეშფოთებას გამოვთქვავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ცუდი პრეცედენტი იქნება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში. ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება ხელს შეუწყობს ადვოკატთა კორპუსის, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი ერთ–ერთი უმთავრესი რგოლის, ინსტიტუციურ დაკნინებას. სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებები გააჩენს დაუსჯელობის განცდას და წაახალისებს პოლიციელთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ პოლიციის უფროსის მხრიდან ადვოკატზე განხორციელებული ძალადობის მთავარი მიზეზი გახდა ადვოკატის და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ შერჩეული დაცვის პოზიცია, რომელიც გამოიხატებოდა კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიის, დუმილის უფლების, გამოყენებაში. აღნიშნული კი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოში ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმა, მიღებული იქნა ახალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება არის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი ლეგიტიმური კითხვები, გაურკვეველია: რატომ ამოირიცხა ლაშა კვირკვაიას მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ძალადობა, რაში გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მაშინ, როდესაც გიორგი მდინარაძეს აშკარად ეტყობოდა დაზიანებები და ძალადობის კვალი; რატომ არ მოხდა ლაშა კვირკვაიასთან ერთად სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მით უმეტეს რომ გიორგი მდინარაძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ლაშა კვირკვაიასთან ერთად სხვა პოლიციელებსაც ადანაშაულებდა; იურიდიული დახმარების საბჭო და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოვითხოვთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებას, შესაბამისად, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებასა და ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაში ბრალდებული ლაშა კვირკვაიას სათანადოდ დასჯას", - აღნიშნულია განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლაშა
წაკითხვა
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე, მოსამართლემ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე,
წაკითხვა
2005 წლიდან საქართველოში უფასო საადვოკატო მომსახურება 75 ათასზე მეტმა პირმა მიიღო
2005 წლიდან საქართველოში უფასო საადვოკატო მომსახურება 75 ათასზე მეტმა პირმა მიიღო. იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავ
წაკითხვა
ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილ უფროს ლაშა კვირკვაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წაკითხვა
საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს
საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
წაკითხვა
ადვოკატი გიორგი მდინარაძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ხვდება
ადვოკატი გიორგი მდინარაძე უკვე რამდენიმე საათია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ხვდება. პოლიციის უფრ
წაკითხვა
სახალხო დამცველი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველი ადვოკატ გიორგი მდინარაძი
წაკითხვა
სახალხო დამცველი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის გამოძიებას, კიდევ ერთხელ ითხოვს
სახალხო დამცველი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის გამოძიებას, კიდევ ერთხელ ითხოვს. უჩა ნანუაშვილი დღეს დაზარალებულს პირადად შეხვდა და მისგა
წაკითხვა
|