| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185959.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კენედის მკვლელობის საქმე - რა წერია საიდუმლო დოკუმენტებშისალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 20:44:00
1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის მკვლელობამდე 25 წუთით ადრე, ბრიტანულ გამოცემა კემბრიჯ ნიუსში ანონიმური ზარი განხორციელდა, რომელიც კორესპონდენტს შტატებში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, ლონდონში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევდა. მაშინ ამ ზარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. სულ რამდენიმე წუთში კი დალასში, პრეზიდენტ ჯონ კენედის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. ბურუსით მოცული მკვლელობის დეტალები ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოხსნა და მათი დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ვინ არის ჰარვი ოსვალდი 24 წლის საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი დღემდე ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში ერთადერთ ფიგურანტად რჩება. თუმცა, ჩანაწერების გასაჯაროების მომენტიდან, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდასხმამდე ორი თვით ადრე, ის მეხიკოში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში, დიპლომატ ვალერი კოსტიკოვთან სატელეფონო კონტაქტზე იმყოფებოდა. კოსტიკოვი, ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ. КГБ-ის თანამშრომელიც იყო, რომელიც საბოტაჟებისა და მკვლელობების საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. საყურადღებოა, რომ 1975 წლის ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც CIA-ის დირექტორისთვის დასმულ კითხვაზე, შეთქმულების რაიმე ფორმით არის თუ არა დაკავშირებული CIA პრეზიდენტის მკვლელობასთან და იყო თუ არა ჰარვი ოსვალდი მათი აგენტი, ჩანაწერი წყდება. შესაძლოა, მისი გაგრძელება იმ დოკუმენტებს შორის მოხვდა, რომელსაც გრიფით საიდუმლო სტატუსი ჯერ კიდევ არ გაუქმებია. გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ჰარვი ოსვალდს კუბასა და საბჭოთა კავშირთან კონტაქტის გამო, თავდასხმამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე უთვალთვალებდნენ.
ოსვალდის მკვლელობა ჰარვი ოსვალდი კენედის გარდაცვალებიდან საათნახევარში დააკავეს, თუმცა ის 24 ნოემბერს საპატიმროში გადაყვანის დროს, ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, პრეზიდენტის მკვლელობისთვის ჩაცხრილა. FBI-ის ჩანაწერებში დალასის ოფისში ფიქსირდება ანონიმური სატელეფონო ზარი, სადაც ოსვალდის ლიკვიდაციის გეგმებზეა საუბარი. უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, სამართალდამცველებმა მისი დაცვა ვერ შეძლეს. საბჭოთა კავშირი FBI-ის დირექტორი ჰუვერის ჩანაწერებში კენედის მკვლელობის შესახებ, საბჭოთა კავშირის რეაქციებზეც არის საუბარი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს მიაჩნდათ, რომ კენედის მკვლელობა ულტრამემარჯვენე ძალების მიერ, კარგად ორგანიზებული შეთქმულება იყო და არა ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი მკვლელობა. ამ შეთქმულებაში ვიცე-პრეზიდენტ ჯონსონის მონაწილეობაც არ იყო გამორიცხული. წყაროები აღნიშნავდნენ, რომ КГБ-ის ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტ ჯონსონის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. 1964 წლის მაისის ჩანაწერებში კი აღნიშნულია, რომ ლინდონ ჯონსონი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში კუ-კლუქს-კლანის წევრი იყო.
კუბა გასაჯაროებულ დოკუმენტებში წარმოდგენილია, როკფელერის კომისიის 1975 წლის მასალებიც, აშშ-ის პრეზიდენტის კომისიის, რომელიც აშშ-ში CIA-ის ქმედებებს იკვლევს. მასში საუბარია CIA-ის მიერ კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის გეგმებზე. კერძოდ, CIA- ამერიკაში მცხოვრები სიცილიელი წარმოშობის განგსტერ, სემ ჯიანკანას საშუალებით, ცდილობდა დაექირავებინა მკვლელი ფიდელ და რაულ კასტროებისა და ჩე გევარას ლიკვიდაციის მიზნით, რის სანაცვლოდაც 150 ათას დოლარს იხდიდა. დოკუმენტებში ასევე ნახსენებია, რომ CIA მოგვიანებით კვლავ იყო დაინტერესებული მაფიის გამოყენებით კასტრო მოეწამლათ. სამთავრობო არქივში დაცულ 2800-მდე დოკუმენტს, რომელიც 1960-1970-იანი წლების მოვლენებს მოიცავს, აშშ-ის ადმინისტრაციამ გრიფი ხუთშაბათს მოხსნა. თუმცა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, არ გასაჯაროვდება კიდევ 300-მდე ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. აღნიშნულ დოკუმენტაციას გრიფის მოხსნამდე, ზემოთ ხსენებული უწყებები 180 დღის ვადაში შეისწავლიან, რის შემდეგაც ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
უკრაინაში ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ინციდენტი მოსკოვის
წაკითხვა
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორი უწოდა
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორი უწოდა. ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, სახელმწიფომ მომხდარს
წაკითხვა
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელთა
წაკითხვა
კენედის მკვლელობის დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ეს მკვლელობა აშშ-სთან ომს გამოიწვევდა
საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ აშშ-ის პრეზი
წაკითხვა
აშშ-ში ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა - აეხდება თუ არა ფარდა მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ ტერაქტს
მე-20 საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ მკვლელობას ნელ-ნელა ფარდა ეხდება. ამერიკის შეერთებული
წაკითხვა
კენედის საქმე - რა ინფორმაცია გასაჯაროვდა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობისთვის გასამართლებული ლი ჰარვი ოსვალდის შესახებ
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენ
წაკითხვა
|