| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186037.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 როგორ უნდა გახდეთ დიდი მწერალი - რჩევები სტივენ კინგისგანთეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-28 19:20:00
ცნობილი მწერალი სტივენ კინგი თავის მემუარებში „წერის შესახებ“, საუბრობს თავის გამოცდილებაზე და დამწყებ მწერლებს აძლევს რჩევებს, როგორ გახდნენ უკეთესი მწერლები. „ვერ მოგატყუებთ, რომ ცუდი მწერლები არ არსებობენ. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი მწერალია“, - ამბობს სტივენ კინგი. ამიტომ თუ არ გსურთ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ, წაიკითხეთ სტივენ კინგის რჩევები მისივე მემუარებიდან, როგორ გახდეთ კარგი მწერალი. 1. შეწყვიტეთ ტელევიზორის ყურება. ამის ნაცვლად, იკითხეთ, რაც შეიძლება ბევრი თუ დამწყები მწერალი ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ტელევიზორის ყურება, ვინაიდან ის „წამლავს შემოქმედებითობას“. მწერალს სჭირდება, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და მიმართოს წარმოსახვას. ამისათვის კი აუცილებელია, იკითხოს, რაც შეიძლება ბევრი. როგორც ცნობილია, სტივენ კინგი წიგნს ყველგან თან ატარებს და ჭამის დროსაც კითხულობს. „თუ გსურს მწერალი გახდე, ორი რამ უნდა აკეთო: იკითხო ბევრი და წერო ბევრი“, - ამბობს სტივენ კინგი. 2. მზად იყავი იმაზე მეტი წარუმატებლობისა და კრიტიკისთვის, ვიდრე წარმოგიდგენია, რომ შეიძლება წინ გელოდეს სტივენ კინგი დამწყებ მწერლებს ურჩევს, რომ, ხშირშემთხვევაში, იმ დროსაც კი განაგრძონ წერა, თუ ნაწერი არ მოსწონთ. „წერის შეწყვეტა მხოლოდ იმის გამო, რომ წერის გაგრძელება რთულად ან ზედმეტად ემოციურად გეჩვენებათ, ძალიან ცუდი იდეაა“, - ამბობს კინგი და გირჩევთ, წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. „ოპტიმიზმი წარუმატებლობის ყველაზე ლეგიტიმური და საუკეთესო პასუხია“. 3. არ დახარჯოთ დრო იმის მცდელობაში, რომ ხალხს ასიამოვნოთ კინგის მიხედვით, უხეშობა საქმის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს. „თუ დაიჟინებთ, რომ უფრო მეტად სიმართლე წეროთ, მაშინ თქვენი, როგორც თავაზიანი საზოგადოების რიგითი წევრის დღეები, დათვლილია“, - წერს სტივენ კინგი. მწერალი ამბობს, რომ მას აქამდე ყოველთვის რცხვენოდა იმის, რასაც წერდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იღებდა გაბრაზებული მკითხველის წერილებს, რომლებიც მას ჰომოფობიასა და ფსიქოპათობაში ადანაშაულებდნენ. 40 წლის ასაკში კი მან გააცნობიერა, რომ შეუძლებელია, დააკმაყოფილო თითოეული მკითხველი, ამიტომ კინგი ყველა დამწყებ მწერალს ურჩევს, ამაზე ნერვიულობა შეწყვიტოს. 4. თავდაპირველად, სჯობს საკუთარი თავისთვის წერო უნდა წერო იმიტომ, რომ ამან ბედნიერებითა და სიამოვნებით აგავსოს და თუ წერა გართობისა და განტვირთვის საშუალებაც იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმის კეთებას მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შეძლებ. 5. შეეჭიდე ისეთ თემებს, რომელზე წერაც ძალიან რთულია ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე რთული თემებია - ამბობს კინგი. ის აღნიშნავს, რომ თუ მწერალი რთულ საკითხებს ეჭიდება, უნდა დარწმუნდეს, რომ ძალიან სიღრმისეულად წერს. „მწერალი არქეოლოგივით უნდა იქცეოდეს, ამბავი რაც შეიძლება ღრმად უნდა გამოთხაროს. ამბები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ნივთებს ჰგავს... ის ნარჩენებია, ჯერაღმოუჩენელი სამყაროს, წინა ცხოვრების ნაწილები“ - ამბობს კინგი. 6. როდესაც წერ, გაწყვიტე კავშირი მთელს სამყაროსთან წერა მთლიანად ინტიმური აქტივობაა. დადგი საწერი მაგიდა ოთახის კუთხეში და თავი დაიზღვიე ყველა შესაძლო ხელის შემშლელი ფაქტორისა და ხმაურისგან - ტელეფონიდან დაწყებული ღია ფანჯრით დამთავრებული. „წერე დახურულ კარს მიღმა. გადაწერე ღია კარში“. შენსა და შენს შემოქმედებით ნაშრომს შორის სრული პრივატულობა უნდა იყოს. შავი ვერსიის დაწერა უნდა ჰგავდეს იმ ქმედებებს, რომელთაც თავისუფლად ჩაიდენ დახურულ კარს მიღმა“. 7. ნუ იქნები პრეტენზიული „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება წერის დროს გააკეთო არის ის, რომ ლექსიკონში დაიწყო გრძელი სიტყვების ძებნა, ვინაიდან გრცხვენია შენ მიერ დაწერილი მოკლე სიტყვების“, - ამბობს კინგი. მისივე თქმით, დაუშვებელია სიმბოლიზმის გამოყენება, თუ ამის საჭიროება არ არის. „სიმბოლიზმი არსებობს ამბის გასამდიდრებლად და გასალამაზებლად და არა მისთვის სიღრმისეულობის ხელოვნური და მოჩვენებითი ელფერის მისანიჭებლად“, - წერს კინგი. 8. თავიდან აიცილეთ ზმნიზედები და გრძელი აბზაცები როგორც კინგი თავის მემუარებში არაერთხელ აღნიშნავს, „ზმნიზედა შენი მეგობარი არ არის“. ის დარწმუნებულია, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა ზმნიზედებით არის მოკირწყლული. გარდა ამისა, კინგი დამწყებ მწერლებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აბზაცებს. „აბზაცები მნიშვნელოვანია როგორც შინაარსის, ასევე გარეგნული თვალსაზრისით, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის მოცულობას“. 9. ნუ შეგიპყრობს გრამატიკა კინგის მიხედვით, წერის დროს მნიშვნელოვანია ცდუნება და არა სიზუსტე. „ენას ყოველთვის არ სჭირდება ჰალსტუხის შებმა და მაქმანებიანი ფეხსაცმლის ტარება“, წერს კინგი. „ნაწარმოებში მთავარი არ არის გრამატიკული სიზუსტე, არამედ - მისალმება და ამბის თხრობა“. 10. მაგისტრი აღწერის ხელოვნებაში „აღწერა უნდა დაიწყოს მწერლის წარმოდგენაში, მაგრამ დასრულდეს მკითხველის წარმოდგენაში“. მთავარი არ არის ის, თუ რამდენს წერ, მთავარია, სათქმელს ლიმიტი დაუწესო. მოახდინე ყველაფრის ვიზუალიზაცია, რაც გინდა, რომ მკითხველმა წარმოიდგინოს და კარგად აღიქვას, შემდეგ კი შენს გონებაში დაბადებული აზრები ფურცელზე სიტყვებად გადმოეცი. სიტუაციების კარგად აღწერის მთავარი გასაღები არის მკაფიოობა. გამოიყენე მარტივი სიტყვები, რათა არ გადაღალო მკითხველი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"დემოკრატიული საგიჟეთი" - ქეთი იმერლიშვილის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მწერლისა და ჟურნალისტის ქეთი იმერლიშვილის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი სა
წაკითხვა
თბილისში მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენი
წაკითხვა
საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა
საფრანგეთმა საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი გადესცა. ცერემონია ფრანკფურტში ფრანგი და ქართ
წაკითხვა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა „რუსული ოკუპაცია“ გააპროტესტეს (ფოტოები)
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს და საქართველო
წაკითხვა
საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, ყოველწლიურ წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს
საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, ყოველწლიურ წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს.
წაკითხვა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ოფიციალურად გახსნეს
2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გერმ
წაკითხვა
ქალები, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან - "ემის" ტრიუმფატორი სერიალები
წაკითხვა
„ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღი“- დავით მაღრაძის პოეზიის ახალ კრებულს სანკტ-პეტერბურგში გაეცნენ
დავით მაღრაძის პოეზიის ახალ კრებულს ამჯერად სანკტ-პეტერბურგში გაეცნენ.
წაკითხვა
|