| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186318.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კერსტი კალიულაიდი - რუსეთი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ახორციელებს დარტყმებს და ეს დაიწყო 2008 წელს
გამოქვეყნებულია 2017-10-31 08:01:00
2008 წელს დასავლურმა სამყარომ დაუშვა შეცდომა, დასავლეთმა სწორი შეფასება ვერ მისცა იმ ვითარებას, რასაც ადგილი ჰქონდა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოში გამომგზავრებამდე, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანებაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია აქვთ. „რუსეთი არის არაპროგნოზირებადი ქვეყანა. სხვა ქვეყნებში პოლიტიკოსებთან და ხალხთან საუბრისას ძალიან ხშირად ვამბობ, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ახორციელებს დარტყმებს და ეს დაიწყო 2008 წელს. რუსეთმა ანალოგიური დარტყმა განახორციელა 2014 წელს უკრაინაზე. ამ პროცესში პოზიტიური არის ის, რომ 2014 წელს დასავლეთმა უკვე კარგად გაანალიზა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში მომხდარი ამბავი. ეს არის რუსეთის ამბიცია, რომ ევროპის ღირებულებებზე დამყარებული არქიტექტურა შეარყიოს და ეს იქნება საქართველო, ესტონეთი თუ ევროპა, ამ ჭრილში და ამ პერსპექტივიდან უნდა განვიხილოთ. ევროპულმა დემოკრატიებმა მომხდარი გააანალიზეს, სანქციებზე შეთანხმდნენ. ყველანი ვფიქრობთ, რომ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამდე, ვიდრე რუსეთი არ შეიცვლება და არ დაიწყებს საერთაშორისო შეთანხმებებზე საკუთარი ხელმოწერის პატივისცემას. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების და ევროკავშირის პოლიტიკის მიზანი. სანქციებს აუცილებლად ექნება შედეგი. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოთმინება. სანქციებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გვაქვს. განსხვავებულ პოზიციებზე საუბრობენ ჟურნალისტები და არა პოლიტიკოსები. ჩვენი სანქციების გაგრძელებაზე პოლიტიკური დებატებიც კი არ გამართულა და სანქციები ავტომატურად გავაგრძელეთ“, - აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, 2008 წელს დასავლეთმა სწორი შეფასება ვერ მისცა რუსეთის ქმედებებს და ეს გაკვეთილად იქცა. „2008 წელს დასავლურმა სამყარომ დაუშვა შეცდომა. არ მიფიქრია, თუ რა იყო ამ შეცდომის მიზეზი, მაგრამ ცხადია, რომ დასავლეთმა სწორი შეფასება ვერ მისცა იმ ვითარებას, რასაც ადგილი ჰქონდა. ძალიან მალე, რუსეთთან გააგრძელა ისეთი ურთიერთობები, როგორიც საქართველოში ომამდე ჰქონდა და ეს იქცა გაკვეთილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ სურათს ახლა უკეთ ვუყურებთ. ჩვენ უსაფრთხოების საკითხებზე ნოემბერში ვისაუბრებთ. ევროკავშირი არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ან ყირიმის ანექსიას. ორგანიზაცია აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ეს პოზიცია უცვლელია 2017 წლის ნოემბერში, მომავალი წლის ნოემბერში და ა.შ“, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა. ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად დღეს ესტუმრება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
|