| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186364.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მიხეილ ჯანელიძე - ესტონეთის პრეზიდენტისა და დელეგაციის ვიზიტი სწორედ ასახავს იმ მასშტაბს ჩვენი ურთიერთობებისა, რაც გვაქვს ესტონეთთანმარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 12:55:00
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის ძალიან დიდი წარმომადგენლობითი დელეგაციით, ეს სწორედ ასახავს იმ მასშტაბს ჩვენი ურთიერთობებისა, რაც გვაქვს ესტონეთთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, საქართველო და ესტონეთი სხვადსხვა სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. "ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. ჩვენ გვაქვს მუდმივად ძალიან პოზიტიური მაჩვენებლები სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, იზრდება ვაჭრობა, იზრდება ტურიზმი, იზრდება ინვესტიციები. ჩვენ ვხედავთ ესტონურ ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცა უძრავი ქონება, ასევე სასტუმრო და მოსასვენებელი ბიზნესი, ჰიდროელექტროსადგურები და სხვა მიმართულებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვანვითარებთ სექტორალურ თანამშრომლობას - ჩვენი თანმშრომლობა იგივე თავდაცვის, განათლების სფეროში. 250 სტიპენდიაა გამოყოფილი ესტონეთის მთავრობის მხრიდან, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ახალგაზრდობა. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კულტურის სფეროში. მოგეხსენებათ წარმატებული პროექტები განხორციელდა კინოინდუსტრიაში",- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვანია. ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
|