| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186418.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 16:52:00
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაში კერძოდ აღნიშნულია: მიესალმნენ რა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას, პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ მათ სურთ ხელი შეუწყონ ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებს. ესტონეთი განაგრძობს წვლილის შეტანას ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის დადასტურებაა. პრეზიდენტები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორებთან ევროკავშირის აქტიურ თანამშრომლობას და სურვილი გამოთქვეს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საერთო წარმატებად იქცევა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ისინი პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრირების მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ესტონეთი განაგრძობს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პოლიტიკის მხარდაჭერას და ხაზგასმით აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. საქართველო უმაღლეს შეფასებას აძლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის მიერ შეტანილ წვლილს. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
წაკითხვა
|