| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186674.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი გოგაძე - მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობათეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 10:58:00
მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. გიორგი გოგაძის განცხადებით, ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა შესაბამისი მოთხოვნა უკვე არსებობს. „მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეა დაკავებული. ცნობილია დამნაშავედ მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ექსტრადაციის ვადებზე შეუძლებელია წინასწარ გათვლა, თუ როდის მოხდება მისი ექსტრადირება. დაველოდებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უკრიანულ მხარესთან, რომ არამხოლოდ მეგის ქარდავა, არამედ ყველა წარდგეს ქართული მართლსამჯულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი,
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდე გაგრძელდეს, -
წაკითხვა
|