| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186729.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გამოქვეყნებულია 2017-11-02 15:20:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის (სამი ეპიზოდი) ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. „საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა, რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2017 წლის იანვარში, ბრალდებულმა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით, დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა. ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად, დამნაშავედ ცნო ბრალდებული გ.ბ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი), გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა, სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). სასჯელთა შთანთქმის პრინციპისა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
წაკითხვა
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.
წაკითხვა
ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით
წაკითხვა
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი თბილისში - ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი საზოგადებრივი თავშეყრის ადგილზე - ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
წაკითხვა
სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ
წაკითხვა
მოსამართლე ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს
მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.&
წაკითხვა
|