| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186826.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქსტატის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხოვნობა 3%-ით შემცირდამაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 11:16:00
2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა თითქმის უცვლელი დარჩა. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს დასაქმების სურვილი და მზაობა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებული ქალების და კაცების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ. საქსტატის ინფორმაციით, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (81%). დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი -15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%). რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%). 2016 წლის მაჩვენებლებით, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე - 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია. დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა
2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი,
წაკითხვა
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5 პროცენტი იყო. შესაბამისად, მე
წაკითხვა
ფულადი გზავნილების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან ირიცხება
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
წაკითხვა
საქსტატი - საქართველოში 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმეტესობა ქორწინებაში 20 წელზე დიდხანს იმყოფებოდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,
წაკითხვა
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო საქმიანობაა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოში საშუალო თვიუ
წაკითხვა
საქსტატი - წლიური ინფლაცია 6,2 პროცენტამდე გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში ინფლაციამ 0
წაკითხვა
საქსტატი - 2016 წელს ბიზნეს სექტორში 666,8 ათასი ადამიანი დასაქმდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით
წაკითხვა
რვა თვეში ეკონომიკის ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა - საქსტატის მონაცემები
4,3 პროცენტიანი ზრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა
წაკითხვა
|