Message: simplexml_load_file(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known
Filename: helpers/front_helper.php
Line Number: 100
A PHP Error was encountered
Severity: Warning
Message: simplexml_load_file(https://www.nbg.ge/rss.php): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known
function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
A PHP Error was encountered
Severity: Warning
Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186932.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found
ზაურ სვანაძე ბაქოს ,,კესლას” (ადრე “ინტერი”) მთავარი მწვრთნელი აღარ არის, გუნდს მისი ასისტენტი რამაზ სვანაძეც დატოვებს - ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელები ქართველ სპეციალისტს შეხვდნენ და ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტაზე დაითანხმეს.
ზაურ სვანაძე ბაქოს გუნდში მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, როდესაც პოსტი კახა ცხადაძემ დატოვა და საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ბაქოელები ევროპა ლიგაზე ორჯერ მოხვდნენ.
თუმცა, წლევანდელი სეზონი წარუმატებელი გამოდგა. გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზეც აისახა. ბოლო ტურში ,,კესლამ” საშინაო შეხვედრა “ქიაფაზთან” 0:2 დათმო, 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.