საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/99785.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1166

პაატა იმნაძე - ამ სეზონისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ყირიმ-კონგოს ცხელებას მიიჩნევს

გამოქვეყნებულია 2015-05-20 14:40:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ყირიმ-კონგოს ცხელებას მიიჩნევს. 

როგორც  პაატა იმნაძემ განაცხადა, დაავადება ადამიანს ტკიპების კბენით და მათთან კონტაქტის შედეგად გადაეცემა. ამიტომ იმნაძე აფრთხილებს სოფლის მოსახლეობას,  დაამუშაონ ცხოველები, რათა მათ ტკიპები არ ჰქონდეთ და ასევე, ცხოველს ტკიპას შიშველი ხელით ნუ მოაცლიან.

"ხშირად ინფიცირება ამ გზით ხდება. სამუშაოების დროს ტანზე ტკიპას თუ შენიშნავენ, ფრთხილად მოიშორონ. თუ ტკიპის კბენიდან ერთი თვის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ექიმს მიმართონ და უთხრან, რომ ტკიპამ უკბინა", - ამბობს  იმნაძე.

მისივე თქმით, წელს ყირიმ-კონგოს ცხელების ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. იმნაძემ განმარტა, რომ დაავადება საშიშია, იგი მაღალი ტემპერატურით იწყება და მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს. 

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ეს დაავადება საქართველოში 2009 წლიდან ფიქსირდება და უკვე დაავადების 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა. 

პაატა იმნაძის თქმით, ყირიმ-კონგოს ცხელების ათასობით შემთხვევა დაფიქსირებულია თურქეთში, ირანსა და რუსეთის სტავროპოლის მხარეში. 

პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში "მომაკვდინებელი ვირუსების" შესახებ სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე.

"ეს არის ჩვეულებრივი გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსები. გასულ წლებთან შედარებით არავითარი განსხვავება არ არის. სეზონი უკვე მთავრდება, მაგრამ ეს ვირუსები ჯერ კიდევ ცირკულირებენ. ეს არის რინო ვირუსები, რესპირატორულ-სიციტიური ვირუსები და H1N1 ვირუსიც იყო დაფიქსირებული. ეს ვირუსები გრიპისმაგვარ ვირუსებს იწვევენ, მაგრამ არც ჰოსპიტალიზაცია და არც მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა. 

მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად ზამთრის ვირუსების სეზონიც დასრულდება", - დასძინა იმნაძემ. 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას იძლევა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას იძლევა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას იძლევა. შესაბამისი დოკუმე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი სტელა კირიაკიდესს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი სტელა კირიაკიდესს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტელა
წაკითხვა
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის განხორციელება ეჭვქვეშ დგება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის განხორციელება ეჭვქვეშ დგება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი 9 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაგეგმილი 2018 წლის ბი
წაკითხვა
„ღირებულებები და განათლება“ -  სამეცნიერო კონფერენცია  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით
„ღირებულებები და განათლება“ - სამეცნიერო კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით
„ღირებულებები და განათლება“ - სამეცნიერო კონფერენცია ამ სახელწოდებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს 
წაკითხვა
ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა
ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა
ქუთაისის ცენტრალურ პარკში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში,  ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. 
წაკითხვა