საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/153424.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2983

კეპლერის ტელესკოპმა ახლახან აღმოჩენილი სისტემა TRAPPIST-1-ის შესახებ დამატებითი ცნობები შეაგროვა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-14 23:22:00

როგორც გახსოვთ, 22 თებერვალს, ასტრონომებმა ულტრა-ცივი ჯუჯა ვარსკვლავის — TRAPPIST-1-ის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს, რომელსაც დედამიწის მსგავსი, სავარაუდოდ კლდოვანი შვიდი პლანეტა ჰყავს. აღმოჩენა NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და დედამიწაზე განლაგებული სხვა ტელესკოპების საშუალებით გაკეთდა. 2016 წლის დეკემბერში, ამ ვარსკვლავს ასევე აკვირდებოდა პლანეტებზე მონადირე NASA-ს კიდევ ერთი კოსმოსური ტელესკოპი — კეპლერი. ამჯერად, ამ ტელესკოპის მიერ TRAPPIST-1-ის შესახებ შეგროვილი დამატებითი მონაცემები სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. 

2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 4 მარტამდე, კეპლერის ხომალდმა, რომელიც K2 მისიის სახელით ოპერირებს, ვარსკვლავის ნათებაში მცირე ცვლილებები დააფიქსირა, რისი მიზეზიც მის წინ პლანეტათა ჩავლაა. ეს დამატებითი მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება უფრო მეტად დააზუსტონ აღმოჩენილი ექვსი პლანეტების შესახებ აქამდე არსებული ცნობები,  განსაზღვრონ ორბიტული პერიოდი და მეშვიდე, ყველაზე შორეული პლანეტის,  TRAPPIST-1h-ის მასა და მეტი შეიტყონ დედა-ვარსკვლავის მაგნიტური აქტივობის შესახებ. 

„მეცნიერები და ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან, აქტიურად ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დედამიწის ზომის პლანეტათა შესწავლაში. K2-ის მონაცემების ასე სწრაფად მიღება შემდგომ კვლევებს კიდევ უფრო გაამარტივებს და შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, მუდმივად თვალი ადევნოს კვლევის პროცესს“, — ამბობს K2-ის მკვლევარი გირტ ბარენტსენი. 

მაისის ბოლოსთვის, დასრულდება TRAPPIST-1-ის შესახებ მონაცემების შეგროვების რუტინული პროცესი, რის შემდეგაც, ფართომასშტაბიანი კვლევები დაიწყება.

დაკვირვების პერიოდი K2 კამპანია 12-ის სახელითაა ცნობილი და მოიცავს მონიტორინგის 72 დღეს. ეს გახლავთ TRAPPIST-1-ზე ყველაზე გრძელი, განუწყვეტელი დაკვირვება, რომელმაც მეცნიერებს ახალი ცნობები უნდა მიაწოდოს შვიდ პლანეტას შორის მიმდინარე გრავიტაციული ურთიერთქმედების შესახებ. გარდა ამისა, შესაძლოა აღმოჩინონ სისტემაში არსებული სხვა პლანეტებიც.

TRAPPIST-1 მუდმივად კვლევის საგანი არ ყოფილა. ცის ამ მონაკვეთის კოორდინატები კეპლერმა პირველად 2015 წლის ოქტომბერში განსაზღვრა. იმ დროისთვის, ამ ვარსკვლავთან პლანეტების არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად, კეპლერს მისი კვლევა არ ჩაუტარებია.

მაგრამ 2016 წლის მაისში, როდესაც TRAPPIST-1-ის სამი პლანეტის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, NASA-ს ჯგუფმა სასწრაფოდ გადააპროგრამა კეპლერის ოპერაციული სისტემა, რათა იგი ვარსკვლავის საკვლევად მიემართა. 2016 წლის ოქტომბრისთვის, ტელესკოპი უკვე სრულ მზადყოფნაში იყო, რათა მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ჩვენი დამაინტრიგებელი მეზობლის კვლევა დაიწყო.

„იღბლიანები აღმოვჩბდით, რომ  K2 მისიამ TRAPPIST-1-ის კვლევა შესძლო. საკვლევი ველი მაშინ განისაზღვრა, როცა ვარსკვლავთან არსებული პირველი პლანეტების შესახებ გახდა ცნობილი“, — ამბობს კეპლერისა და K2 მისიების ოფისის სამეცნიერო დირექტორი მაიკლ ჰაასი. 

ეს დამატებითი ცნობები მეცნიერებს დაეხმარება უკეთ დაგეგმონ მეზობელი TRAPPIST-1-ის სისტემის კვლევა სამომავლოდ, როდესაც NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპი გაეშვება.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
კარნეგის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა დასვა საკ
წაკითხვა
ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს
ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჰაბლის კოს
წაკითხვა
შეიძლება თუ არა იყოს სიცოცხლე TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემაში - ახალი კვლევა
შეიძლება თუ არა იყოს სიცოცხლე TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემაში - ახალი კვლევა
მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა განსაზღვრა ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც სიცოცხლის გა
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლე თავისუფლად მოხვდებოდა ერთი პლანეტიდან მეორეზე
TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლე თავისუფლად მოხვდებოდა ერთი პლანეტიდან მეორეზე
ცოტა ხნის წინ, NASA-მ ახალი ვარსკვლავური
წაკითხვა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
წაკითხვა
კეპლერის ტელესკოპის აღმოჩენა - დედამიწის კიდევ ერთი მონათესავე პლანეტა
კეპლერის ტელესკოპის აღმოჩენა - დედამიწის კიდევ ერთი მონათესავე პლანეტა
სენსაციური აღმოჩენა, რომელსაც უკვე უწოდეს დედამიწის მონათესავე პლანეტა. 
წაკითხვა