ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 45-ე პრეზიდენტი აირჩია - როგორია მსოფლიო ლიდერების შეფასებები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 45-ე პრეზიდენტი აირჩია. ჰილარი კლინტონზე, მილიარდერი დონალდ ტრამპის გამარჯვებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. შტატებში, ტრამპის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. მსოფლიო კი, როგორც ჩანს, დღის წესრიგს ცვლის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2017 წლის სამიტი გადიადო. წლის დასაწყისის ნაცვლად, ის სავარაუდოდ ზაფხულში ჩატარდება. ნატოში თვლიან, რომ ტრამპმა ჯერ ალიანსთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს. შეგახსენებთ, აქამდე ტრამპი ნატოს უსარგებლო ორგანიზაციად მოიხსენიებდა. მკვეთრი განცხადებები ისმის ევროკავშირშიც, სადაც ტრამპის კანდიდატურას ნეგატივით შეხვდნენ. მსოფლიო საზოგადოების ნაწილი, ამერიკელი ხალხის არჩევანს ბრექსიტთან აიგივებს და შავ ფერებში აღიქვამს, ზოგს კი უკეთესის მოლოდინი აქვს. რა მიზეზებს ხედავენ ამერიკის მოქალაქეები და როგორია შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. საკითხზე მარიამ მენაბდემ იმუშავა.
წაკითხვა