საზოგადოებრივი
104.5 FM
ცესკო: არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2016-10-16 17:39:00
8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს."მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები",- აცხადებენ ცესკო-ში. 
წაკითხვა
არჩევნების წინასწარი შედეგებით, კვალიფიციური სტატუსის მქონე პოლიტიკური პარტიების რაოდენობა გაიზარდა
განახლებულია: 2016-10-14 20:25:00
არჩევნების წინასწარი შედეგებით, კვალიფიციური სტატუსის მქონე პოლიტიკური პარტიების რაოდენობა საქართველოში 20-მდე გაიზარდა. 8 ოქტომბრის კენჭისყრამდე ქვეყანაში სულ 11 კვალიფიციური პარტი იყო. შესაბამისად, პარტიების დაფინანსებისთვის ბიუჯეტის ხარჯები თითქმის გაორმაგდება. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ძვირი დაუჯდება. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსებთან ერთად, საზოგადოებასაც  მოუწოდებს ცვლილებებზე დაფიქრდნენ.  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  თემაზე პლებისციტის ჩატარების იდეასაც მიესალმება. შეგახსენებთ, ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები ხდებიან პარტიები, რომლებიც არჩევნებში სამ ან სამზე მეტ პროცენტს იღებენ, ისინი  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  წელიწადში 300 ათასი ლარით ფინანსდებიან. 
წაკითხვა
ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს
განახლებულია: 2016-10-14 20:10:00
ჯიხაშკარის და მარნეულის ინციდენტების გარდა, ოპოზიცია სხვა საარჩევნო დარღვევებზეც საუბრობს. თელავში ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კონკურენტს ,,ქართული ოცნებიდან” ზეწოლაში სდებს ბრალს. გიორგი ბოტკოველი ამტკიცებს, რომ ირაკლი სესიაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საკუთარ შტაბში იბარებს და მეორე ტურისთვის დავალებებს აძლევს. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თავად სესიაშვილი, რომელიც კონკურენტს კონტრბრალდებებს უყენებს. არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ცალკეული პრეტენზიები აქვთ ნინო ბურჯანაძის გუნდში და "ეროვნულ ფორუმში".
წაკითხვა
მარნეულში დაკავებულების ადვოკატებმა საქმის მასალები ჩაიბარეს
გამოქვეყნებულია: 2016-10-14 12:21:00
მარნეულში დაკავებულების ადვოკატებმა საქმის მასალები ჩაიბარეს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.სოფელ ყიზილაჯოში დღეს აქციაც იგეგმება.ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6-ვე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე აღძრულია სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით, რაც საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროსცნობით, სამართალდამცველები, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თაობაზე
განახლებულია: 2016-10-13 18:40:00
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადობრივიმაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე, უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის დაკვეთის თაობაზე. მაუწყებელი საქართველოში მაღალკვალიფიციური, სანდო და ზუსტი კვლევის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი, მაღალი რეპუტაციის მქონე  კვლევითი ორგანიზაცია TNS შეირჩა. TNSხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები,რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ს  მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS-მა აიღო.ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2% ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS -მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს  ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. სამეურვეო საბჭო აგრძელებს საკითხის შესწავლას და დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას  შემდგომი ნაბიჯებისა და საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
ენმ პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2016-10-12 22:02:00
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალს აქვეყნებს.როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიის გასაჯაროვების გადაწყვეტილება საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მიიღეს. "გვინდა გაცნობოთ, რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე გამართული კენჭისყრა იყო ღია და არ წარმოადგენს საიდუმლოს. შესაბამისად, ჩვენ ვაქვეყნებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სიას და ვასაჯაროვებთ მათ ვინაობას ვინც წინააღმდეგი იყო ან თანხმობა მისცა პარლამენტში შესვლას".1    ახვლედიანი მამუკა                                                               მომხრე2    ბალავაძე ვახტანგ                                                                  მომხრე3    ბარამიძე გიორგი                                                                   მომხრე4    ბაქრაძე დავით                                                                       მომხრე5    ბეჟაშვილი ლევან                                                                  მომხრე6    ბიბილაშვილი ზაზა                                                                არ ესწრებოდა7    ბობოხიძე აკაკი                                                                      მომხრე8    ბოკერია გიორგი                                              
წაკითხვა
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სტრასბურგში კომენტარები კეთდება
განახლებულია: 2016-10-12 16:10:00
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე კომენტარები კეთდება სტრასბურგშიც. ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მეორე ტურზეც შესთავაზა ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
ენმ-ის პოლიტსაბჭო მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე და პარლამენტში შესვლაზე შეთანხმდა
გამოქვეყნებულია: 2016-10-11 21:04:00
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლისაბჭო პარლამენტში შესვლის და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს. პარტიის წევრების ნაწილი ბოლო დღეებში გაჟღერებულ განცხადებებში აფიქსირებდა პოზიციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში. ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. „შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე ბრძოლაზე, პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი და საპარლამენტო ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბებებისა და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას, პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში, პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, ჩვენ გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში, იმისათვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყანად და საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ოპოზიციის აზრი და ქართველ ხალხს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდეს გამარჯვების პერსპექტივა. აი ამისთვის, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა საშუალებას, მათ შორის პარლამენტსაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
წაკითხვა
აშშ-ის საელჩო საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ულოცავს
გამოქვეყნებულია: 2016-10-11 12:09:00
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში. მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით. ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს, წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად, დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას“, - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს
გამოქვეყნებულია: 2016-10-10 20:08:00
არჩევნების შედეგებს აჯამებს ,,რესპუბლიკელების” ლიდერიც. პარტიის სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა, გარკვეული შენიშვნები აქვს ცესკო-ს მხრიდან შედეგების გამოქვეყნების თანმიმდევრობის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის რჩება გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად და იქვე ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა ყველაზე რთული გზაა.   
წაკითხვა
ირაკლი ალასანია: მივიღე გადაწყვეტილება, დროებით წავიდე პოლიტიკიდან
განახლებულია: 2016-10-10 16:12:00
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ სპეციალური განცხადება მან ერთი საათის წინ გააკეთა. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", ალასანიას თქმით, პარტია მუშაობას განაგრძობს. მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი: არჩევნები შედგა და მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგება
განახლებულია: 2016-10-10 16:07:00
"არჩევნები შედგა",-ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საარჩევნო პროცესი.როგორც უსუფაშვილმა ცოტახნისწინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად დარღვევბისა, მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ. 
წაკითხვა
უცნობია, როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმა - რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს
გამოქვეყნებულია: 2016-10-10 16:05:00
ამ დრომდე უცნობია, როგორი იქნება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმა. პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს. აზრი ორადაა გაყოფილი. "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ და პარლამენტში არ შევიდნენ, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელების მომხრეა. საკითხს ექსპრეზიდენტიც გამოეხმაურა. რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს - გურამ როგავა განავრცობს თემას. 
წაკითხვა
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბარიერი 3 პოლიტიკურმა ძალამ გადალახა
განახლებულია: 2016-10-10 12:02:00
3 702 უბნიდან, ამ დროისთვის 3699 უბნის შედეგებია დათვლილი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ბარიერი 3 პოლიტიკურმა ძალამ გადალახა. პროპორციულ არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“- 48,6 %; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-27,14 %; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოოპოზიცია”- 5 %; „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 4,61 % ; “ნინო ბურჯანაძე –დემოკრატიული მოძრაობა”- 3,54 %; “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3,45;„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია “- 3,13%; „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1,55 %.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ირმა ინაშვილის პარტიას ხმების 5% აქვს
გამოქვეყნებულია: 2016-10-10 00:04:00
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3699 უბნის (99.92%) მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“–48.6 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -27,14 %, “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია”- 5%„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 4,61 %.“ნინო ბურჯანაძე –დემოკრატიული მოძრაობა”- 3,54%.  „პაატა ბურჭულაძე  -სახელმწიფო ხალხისათვის“ – 3.45%„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია “ - 3.13%,„უსუფაშვილი რესპუბლიკელები“. - 1,55%. 
წაკითხვა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში 22-მა კანდიდატმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2016-10-09 22:43:00
წინასწარი ინფორმაციით, 22 მაჟორიტარულ ოლქში, 50%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გადალახეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 3680 უბნის (99.41%) მონაცემები გამოაქვეყნა.#3 საარჩევნო ოლქი - „ქართული ოცნება“ ზაზა ხუციშვილი 50.53%  (35-დან  34 უბნის მონაცემი)#4 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  მამუკა მდინარაძე 51.7%  (ყველა უბნის მონაცემი)#5 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  ნინო გოგუაძე 51.43%   (ყველა უბნის მონაცემი)#14 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  გია ვოლსკი, 57.24%   (32-დან 31 უბნის მონაცემი)#25 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  ირაკლი შიოლაშვილი 54.78%   (58-დან 56 უბნის მონაცემი)#32 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  გოდერძი ჩანქსელიანი 54.07%     (61-დან 59 უბნის მონაცემი)#33 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  გოგი მეშველიანი  51.84%   (58-დან   52 უბნის მონაცემი)#34 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  კახა ოქრიაშვილი 65.99%    (99-დან 92 უბნის მონაცემი)#35 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  რუსლან გაჯიევი  54.87%   (43-დან 37 უბნის მონაცემი)#38 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  ზაქარია ქუცნაშვილი 60.99%    (81-დან  80 უბნის მონაცემი)#40 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  გიორგი თოთლაძე  52.29%    (ყველა უბნის მონაცემი)#45 საარჩევნო ოლქი - „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძე  50.97%   (70-დან 69 უბნის მონაცემი)#46 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  ენზელ მკოიანი 63.42%     (89-დან 88 უბნის მონაცემი)#50 საარჩევნო ოლქი - „ქართული ოცნება“ ელგუჯა გოცირიძე 50.22%   (65-დან 61 უბნის მონაცემი)#53 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“   პაატა კვიჟინაძე 89.06%    (55-დან 53 უბნის მონაცემი)#54 საარჩევნო ოლქი  - „ქართული ოცნება“  გრიგოლ ლილუაშვილი 59.07%    (60-დან 59 უბნის მონაცემი)
წაკითხვა
საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2016-10-09 21:48:00
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია. საარჩევნო კოდექსის, 126-ე მუხლის მიხედვით, თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. კანონმდებლობის თანახმად, თუ პირველ ტურში, მაჟორიტარი დეპუტატობის ვერცერთმა  კანდიდატმა, მინიმუმ, 50%+1 ხმა ვერ დააგროვა, მაშინ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.  მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.მეორე ტური მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში ინიშნება. პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების დროს, საკანონმდებლო ორგანოში ის პარტია შედის, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოს 150 დეპუტატს ირჩევენ. აქედან 73 - მაჟორიტარული, ხოლო 77 - პროპორციული წესით აირჩევა. 
წაკითხვა
უსკოს წინასწარი მონაცემებით, ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა
გამოქვეყნებულია: 2016-10-09 18:43:00
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 347-ივე უბნის შედეგები გამოაქვეყნა.წინასწარი მონაცემებით, ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.  „ქართული ოცნება“ 44.9%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.6%-ით.  მესამე ადგილზეა  „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 6.1%. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.7%,„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ – 3.1%„ პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2.9% „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -2.4% „რესპუბლიკურ პარტიას“ 1.5%.
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბარიერი "ოცნებამ" და ენმ-მ გადალახა
გამოქვეყნებულია: 2016-10-09 18:20:00
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3680 უბნის (99.41%) მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 48.61  %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -27,04 %, “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია”- 4,99 %„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 4,59 %, “ნინო ბურჯანაძე –დემოკრატიული მოძრაობა”- 3,55%.  „პაატა ბურჭულაძე  -სახელმწიფო ხალხისათვის“ – 3.45%„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია “ - 3.12%,„უსუფაშვილი რესპუბლიკელები“. - 1,55%,  
წაკითხვა
ცესკო-ს მონაცემები 3056 უბნის მიხედვით
გამოქვეყნებულია: 2016-10-09 14:27:00
ბრიფინგი ცესკო-ში -  3056 უბნის მონაცემებით, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა""ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" -- 49,26%,,"ნაციონალური მოძრაობა" - 26,46%,,"პატრიოტთა ალიანსი" 5%,"ირაკლი ალასანია - თავისუფალლი დემოკრატები" - 4, 58%
წაკითხვა