საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4302

ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპის მშენებლობა დაასრულა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-07-07 19:30:00

სააგენტო Xinhua news-ის ცნობით, ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპის მშენებლობა დაასრულა. ეს გახლავთ 487 მეტრის სიგანის თეფში. სხვა მრავალი მიზნების გარდა, მისი ერთ-ერთი დანიშნულება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის მანიშნებელი სიგნალების დაჭერა იქნება.

3 ივლისს, ტექნიკოსებმა უკანასკნელი 4 450 პანელი დაამონტაჟეს, რის შედეგადაც, თითქმის ხუთასმეტრიანმა აპერტურულ-სფერულმა ტელესკოპმა გიგანტური თეფშის ფორმა მიიღო. 

სულ მალე, პროექტის წევრები ტელესკოპის მოსინჯვას დაიწყებს, რაც სავარაუდოდ 2-3 წელს გასტანს და ამის შემდეგმ, ტელესკოპზე მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისათვის მთელი მსოფლიოდან. 

ფეხბურთის 30 მოედნის ზომის თეფში ერთ-აპერტურიანი უდიდესი ტელესკოპია მსოფლიოში. წინა რეკორდი პუერტო-რიკოში მდებარე 300-მეტრიან არესიბოს ტელესკოპს ეკუთვნის.

ტელესკოპი გუიჯოუს პროვინციაში აშენდა, პეკინიდან 2000 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ოფიციალური პირების განცხადებით, 180$ მილიონიანი პროექტი მეცნიერებს სამყაროს ადრეული დღეების შესწავლაში დაეხმარება, გამოავლენს დაბალი სიხშირის გრავიტაციულ ტალღებს და ინადირებს სიგნალებზე, რომლებიც შესაძლოა არამიწიერი ცივილიზაციებისაგან იყოს წამოსული. 

წყარო: space.com 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
გახსნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის 500 მეტრიანი აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა
წაკითხვა
ტაბის ვარსკვლავთან უცხოპლანეტელების ძიებაში ჩინეთის მონსტრი ტელესკოპი ერთვება
ტაბის ვარსკვლავთან უცხოპლანეტელების ძიებაში ჩინეთის მონსტრი ტელესკოპი ერთვება
მსოფლიოში უდიდესი ერთთეფშიანი რადიოტელესკ
წაკითხვა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა დაიწყო
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა დაიწყო
მსოფლიოს უდიდესმა რადიოტელესკოპმა შორეულ
წაკითხვა
მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა ფუნქციონირება დაიწყო
მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა ფუნქციონირება დაიწყო
მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა ფუნქციონირება დაიწყო. ის ჩინეთში მდებარეობს. 
წაკითხვა