საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6466

რა ხდება შორეული ვარსკვლავის თავს? არის თუ არა მის გარშემო უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-20 22:51:00

წელიწადზე მეტია, ე. წ. ტაბის ვარსკვლავი მეცნიერებს საგონებელში აგდებს. არსებობს ვარაუდი, რომ ვარსკვლავის ირგვლივ უცხო ცივილიზაციას მეგასტრუქტურა აქვს აშენებული. საქმე ეხება ვარსკვლავის შუქის არარეგულარულ, უჩვეულო ცვალებადობას. 

ვარსკვლავთა უმეტესობის ნათება პერიოდულად 1%-ით იკლებს — როდესაც მის წინ ეგზოპლანეტა ჩაივლის. თუმცა, ტაბის ვარსკვლავის სინათლის ცვალებადობა იმდენად დიდი და უჩვეულოა, რომ მეცნიერთა ერთ ნაწილს ისიც კი აფიქრებინა, თითქოს შესაძლოა იქ უცხოპლანეტელებს ე. წ. დაისონის სფეროს მსგავსი გიგანტური სტრუქტურა ჰქონდეთ,  რომელიც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. 

სიტუაციის გარკვევის მიზნით, ამ თეორიისადმი სკეპტიკურად განწყობილმა მეცნიერებმა აქტიურად გააგრძელეს აღნიშნული ვარსკვლავის კვლევა, რომელსაც ოფიციალურად KIC 8462852 ჰქვია და დედამიწიდან 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 

თუმცა, ყველაფერი რაც მას შემდეგ გახდა ნათელი, მეცნიერთათვის კიდევ უფრო საიდუმლოებით მოცული აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ვარსკვლავი არა მხოლოდ ამჟამად კარგავს პერიოდულად თავისი სინათლის 20%-ს, არამედ მსგავსი რამ ერთი საუკუნის წინაც ახასიათებდა.

სიმართლე ისაა, რომ რეალურად არავინ იცის დაზუსტებით თუ რა ხდება ვარსკვლავის თავს. ერთ-ერთი წამყვანი თეორიის თანახმად, შუქის ცვალებადობის მიზეზი შესაძლოა ტაბის ვარსკვლავის გარშემო მოძრავი კომეტათა გროვა ან პლანეტური ნარჩენები იყოს.


ვარსკვლავის შუქის დაბნელება კომეტების გროვის არსებობის შემთხვევაში. მხატვრული წარმოდგენა

თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი, რომელიც ალტერნატიულ ჰიპოთეზას გვთავაზობს: მკვლევრებმა აღმოაჩინეს შესაძლო გამოვლინება იმისა, რომ ვარსკვლავის სინათლის ცვალებადობას შესაძლოა სულაც არ იწვევდეს მის გარშემო მოძრავი ობიექტები და ამის მიზეზი ვარსკვლავთშორისი ნაგავი იყოს, რომელიც კოსმოსში, ჩვენსა და ტაბის ვარსკვლავს შორის მდებარეობს. 

ტაბის ვარსკვლავის შუქის მცირე ჩაბნელებაზე დაკვირვების შედეგად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიის მკვლევარმა ვალერი მაკაროვმა და კომპანია Teza Technologies-ის მკვლევარმა ალექსეი გოლდინმა შენიშნეს, რომ აუცილებელი არ არის, საკუთარი შუქის ცვალებადობაზე ტაბის ვარსკვლავი თავად იყოს პასუხისმგებელი.

აღნიშნულმა ორმა მკვლევარმა შენიშნა, რომ როდესაც ვარსკვლავის შუქი სულ ოდნავ იკლებდა, 0,1-დან 7%-მდე, მცირედით გადაადგილდებოდა შუქის პოზიციაც, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენსა და ტაბის ვარსკვალვს შორის, იგივე ხაზზე, ნამდვილად არის სხვა ვარსკვლავი, რომელიც მისი შუქის ცვალებადობას იწვევს.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ ყველაფერი უკვე გარკვეულია; მკვლევართა გათვლებით, ნათების 20%-ის ჩაბნელება ნამდვილად სწორედ ტაბის ვარსკვლავიდან მოდის.

მაშ რა შეიძლება ვიფიქროთ? ჯგუფის ვარაუდით, იგივე ხაზზე არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავი მდებარეობს, რაც შუქის ცვალებადობას განაპირობებს. შესაბამისად, ამ ვერსიით, ტაბის ვარსკვლავის გარშემო შეიძლება არაფერიც არ ბრუნავდეს. უფრო მეტად კი სავარაუდოა, რომ ყველაფერში დამნაშავე ვარსკვლავთშორის სივრცეში მდებარე კოსმოსური „ნაგავია“.

უცნობია, რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ  Arxiv-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ორ ვარსკვლავს შორის მდებარე კომეტათა გროვა ან პლანეტოიდები იყოს. კომეტები პლანეტის ფორმაციის შემდეგ დარჩენილი მასალაა, რომლებიც უხვადაა მზის სისტემაშიც, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პლანეტების მიერ ისინი ორბიტიდან გაიტყორცნება.


ე.წ. დაისონის სფერო; მხატვრული წარმოდგენა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.

ვარსკვლავთშორისი კომეტები აქამდე ჯერ არ აღმოუჩენიათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ობიექტები საკმაოდ მუქია და მათი შემჩნევა უკიდურესად ჭირს,  შესაძლოა ისინი უხვად იყოს ვარსკვლავებს შორის არსებულ ბნელ რეგიონებში.

„შესაძლოა ვარსკვლავთშორისი სივრცე სავსეა თავისუფლად მოლივლივე კომეტებით. ვცადოთ მათი აღმოჩენა! ისინი მუქი და ცივები არიან, მოგზაურობენ არსაიდან არსაით, როგორც წესი, სამუდამოდ“, — უთხრა New Scientist-ს ვალერი მაკაროვმა. 

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზაა და ამ სახით Arxiv-ზე მხოლოდ იმიტომ გამოქვეყნდა, რომ მკვლევრებს იმედი აქვთ, მიიზიდავს უფრო მეტ მკვლევარს და მოისმენენ მათ ვარაუდებს, სანამ პუბლიკაციას ოფიციალურად გამოაქვეყნებენ. აღნიშნული ვარაუდის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად უდავოა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები.

აღნიშნულ ჰიპოთეზას New Scientist-თან საუბრისას უკვე გამოეხმაურა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეისონ ვრაითი, რომელმაც პირველმა გააჟღერა და მხარს უჭერს უცხო ცივილიზაციის მეგასტრუქტურის იდეას. მისი თქმით, თუ მართალია იდეა, რომ სინათლის შემცირებას მეორე ვარსკვლავი იწვევს, ეს კიდევ უფრო მეტ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.

მისი განცხადებით, ვარსკვლავთშორისი ღრუბელი შესაძლოა იყოს ვარსკვლავის შუქის თანდათანობით შემცირების მიზეზი, მაგრამ არა მოულოდნელი ჩაბნელების, რაც ტაბის ვარსკვლავს საუკუნის წინაც ახასიათებდა. მისი განმარტებით, თუ ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის ღრუბლების გროვა მოძრაობს, იგი თანდათან, ტაბის ვარსკვლავიდან მომდინარე უფრო და უფრო მეტ შუქს უნდა ბლოკავდეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს პოტენციური უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის მქონე კიდევ მეორე ვარსკვლავი, რომლის შუქსაც უფრო დიდი ცვალებადობა ახასიათებს. 

დიდ პრობლემად რჩება ის, რომ კოსმოსის ამ რეგიონში ჩვენთვის ცნობილი არაა არანაირი ვარსკვლავთშორისი კომეტების ან ღრუბლების შესახებ; უფრო მეტიც, თუ ჩვენ მათ აღმოჩენას მოვისურვებთ, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება.

მაკაროვის აზრით, საუკეთესო გამოსავალია მოვიცადოთ კიდევ რამდენიმე ათეული წელი, როდესაც ჩვენსა და ტაბის ვარსკვლავს შორის მდებარე მეორე ვარსკვლავი თუნდაც სულ ოდნავ გადაადგილდება და საბოლოოდ, ნათლად დავინახავთ თუ რა ხდება ამ უცნაური ვარსკვლავის თავს. 

რაც შეეხება სახელს, KIC 8462852-ს „ტაბის ვარსკვლავი“ ახალგაზრდა ამერიკელი ასტრონომის, ტაბეთა ბოიაჯიანის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც ამ ვარსკვლავს აქტიურად იკვლევს.

მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ კარგად დაიმახსოვროთ ტაბის ვარსკვლავი, რადგან ამ სახელს როგორც ჩანს, კიდევ არაერთხელ გაიგებთ.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
წაკითხვა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
1960-იან წლებში, ფრიმენ დაისონმა და ნიკოლ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
სამყაროს ყველაზე უცნაური ვარსკვლავი მოულო
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავს შესაძლოა სინამდვილეში პლანეტა ჰქონდეს გადაყლაპული
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავს შესაძლოა სინამდვილეში პლანეტა ჰქონდეს გადაყლაპული
უკვე წელიწადზე მეტია, მეცნიერთათვის გამოც
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
ინფორმაცია, რომელსაც დიდხანს ველოდით — მეცნიერთა განცხადებით,
წაკითხვა
კიდევ ერთი ვარსკვლავი იდუმალებით მოცული ჩაბნელებებით - ასტრონომთა აღმოჩენა
კიდევ ერთი ვარსკვლავი იდუმალებით მოცული ჩაბნელებებით - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა რაღაც იდუმ
წაკითხვა