საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4882

რატომ ბრუნავენ ვენერა და ურანი მცდარი მიმართულებით?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-31 21:50:00

კოსმოსი სავსეა საიდუმლოებებით, რომელთა ამოხსნაც ასტრონომებს უწევთ. ერთ-ერთი ასეთი იდუმალება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ამოუხსნელი რჩებოდა, თავად ჩვენს მზის სისტემაშია: რატომ ბრუნავენ ვენერა და ურანი საკუთარი ღერძის გარშემო დანარჩენი პლანეტებისგან განსხვავებული მიმართულებით?

ვენერა თავის ღერძის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ბრუნავს, ურანი კი იმდენადაა გადახრილი, რომ ფაქტობრივად გვერდზე დაწოლილი ბრუნავს. სხვა ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწა, ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსავლეთით. თუ რატომ, მეცნიერებს პასუხი არ ჰქონდათ.

პლანეტები წესით ერთი და იგივე მიმართულებით უნდა ბრუნავდნენ: მზის სისტემა გაზის ღრუბლის კოლაფსისა და მოძრაობის შედეგად წარმოიქმნა და მიჩნეულია, რომ პლანეტათა ბრუნვის მიმართულება საკუთარი ღერძის გარშემო სწორედ ამ უძველესი ღრუბლის მოძრაობამ განსაზღვრა.

თუმცა, ვენერა და ურანი გამონაკლისი შემთხვევებია: მათ ახასიათებთ ე. წ. რეტროგრადული მოძრაობა — ღერძის გარშემო ბრუნვა მზის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით. მაგრამ როგორაა ეს შესაძლებელი?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის მიხედვით, ვენერა და ურანი თავდაპირველად საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავდნენ, როგორც დღემდე ბრუნავენ დედამიწა და სხვა პლანეტები. თუმცა, ოდესღაც მათ დაეჯახნენ სხვა მასიური ობიექტები (სავარაუდოდ პლანეტები), რომლებმაც მოძრაობის მიმართულება შეუცვალეს.

ბოლო წლებში, ასტრონომები მსჯელობენ სხვაგვარი ახსნის გზებზეც, რომლებიც ვენერასა და ურანს ცალ-ცალკე განიხილავენ.

2011 წელს, სიმულაციებმა გააჩინა იმის ვარაუდის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მცირე შეჯახებამ და არა ერთმა დიდმა დარტყმამ, ურანი 98 გრადუსიანი კუთხით გადახარა. ეს ასევე ხსნის იმ ფაქტსაც თუ რატომ ბრუნავენ პლანეტის მთვარეები იგივე კუთხით — რასაც ვერ ხსნიდა ერთი მასიური შეჯახების ჰიპოთეზა.

2009 წელს წამოყენებული კიდევ ერთი ახსნის მიხედვით, ურანს ერთ დროს დიდი მთვარე ჰქონდა, რომლის გრავიტაციულმა გავლენამაც პლანეტას გვერდზე გადახრა აიძულა. თანდათანობით კი, ამ მთვარემ შესაძლოა სხვა პლანეტის ორბიტაზე გადაინაცვლა, დაახლოებით კოსმოსური ბინბოლის თამაშის მსგავსად.

რაც შეეხება ჩვენს უახლოეს მეზობელს, ვენერას, მეცნიერთა ვარაუდით, მან შეიცვალა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობა,  შემდეგ შენელდა, თითქმის უძრავი გახდა და შემდე საათის ისრის მიმართულებით ამოძრავდა. 

ეს ჰიპოთეზა ხსნის პლანეტის ძალიან ნელ ბრუნვას დღეისათვის — ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნისთვის ვენერას დედამიწის 243 დღე სჭირდება, მაგრამ მზის გარშემო მხოლოდ 225 დღე. შესაბამისად, თუკი ვენერაზე იცხოვრებდით, თქვენი დღე გაცილებით ხანგრძლივი იქნებოდა, ვიდრე წელიწადი (მზე კი დასავლეთიდან ამოვიდოდა). 

მაშ რა მოხდა პლანეტის თავს? ასტრონომთა ვარაუდით, ყველაფრის მიზეზი მზის ძლიერი გრავიტაციული გავლენაა ვენერას მჭიდრო ატმოსფეროზე; წარმოიქმნა ატმოსფერული მოქცევები; ამ ყველაფერთან ერთად სხვა პლანეტების გრავიტაციულმა გავლენამ საბოლოოდ პლანეტის ბრუნვის მიმართულების შეცვლა გამოიწვია. 

მოქცევითი ბრუნვის იდეა, სადაც პლანეტის მზისკენ მიმართული მხარის მჭიდრო, თბილი ატმოსფერო მოქაჩულია ცივი მხარის მიერ, ვენერას რეტროგრადიული მოძრაობის ერთ-ერთი საუკეთესო ახსნაა, ისევე როგორც პლანეტური შეჯახების მოსაზრება.

თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დამაჯერებელი მოსაზრებებისა, 100 პროცენტით არავინაა დარწმუნებული, რა მოხდა სინამდვილეში ვენერასა და ურანის თავს, რის შემდეგაც მათ მზის სისტემის პლანეტური ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებული გზები არჩიეს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს. <
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოშია.
წაკითხვა
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
უკიდურესად მაღალი ტემპერატურითა და კოროზი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა