საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/158886.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4432

აღმოჩენილია „ყინულის ბურთულა“ პლანეტა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-28 19:51:00

ასტრონომებმა დედამიწის მასის მქონე ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც თავისი დედა-ვარსკვლავის გარშემო იგივე მანძილზე მოძრაობს, რაზეც ჩვენ მზისგან. სავარაუდოდ, პლანეტა ზედმეტად ცივია იმისათვის, რათა მასზე სიცოცხლის რაიმე ისეთი ფორმა იყოს, რაც ჩვენ ვიცით; ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი ვარსკვლავი ზედმეტად სუსტი და მკრთალია. მიუხედავად ამისა, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებს დამატებით ცნობებს აწვდის მზის სისტემის მიღმა არსებულ ამ ტიპის პლანეტათა შესახებ. 

„ეს „ყინულის ბურთულა“ პლანეტა ყველაზე დაბალმასიანია მათ შორის, რაც კი ასტრონომებს ოდესმე აღმოუჩენიათ მიკროლინზირების მეთოდით“, — ამბობს ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი, NASA-ს მკვლევარი იოსი შვარცვალდი. 

მიკროლინზირების მეთოდი აადვილებს შორეული ობიექტების აღმოჩენას. იგი უკან, ფონზე მდებარე ვარსკვლავთა შუქს „ფლეშ-განათებასავით“ იყენებს. როდესაც ვარსკვლავი სხვა კაშკაშა, უკანა ფონზე მდებარე ვარსკვლავის წინ ჩაივლის, წინა პლანზე მდებარე ვარსკვლავის გრავიტაცია ფონური ვარსკვლავის სინათლეს აფოკუსებს, რის გამოც ის კიდევ უფრო კაშკაშად ჩანს. წინა პლანის ვარსკვლავის გარშენმო მოძრავი პლანეტა, ვარსკვლავის სიკაშკაშეში დამატებითი გამოსახულების მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში, გამოსახულებამ მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანა. ამ მეთოდით აღმოჩენილია ყველაზე შორეული ეგზოპლანეტები. გარდა ამისა, მას შეუძლია გამოავლინოს დაბალმასიანი პლანეტები, რომლებიც დედა-ვარსკვლავისკან უფრო შორს მოძრაობენ, ვიდრე დედამიწა მზისგან. 

ახლად აღმოჩენილი პლანეტა, რომელსაც OGLE-2016-BLG-1195Lb უწოდეს, მეცნიერებს მნიშვნელოვნად დაეხმარება განსაზღვრონ პლანეტათა გადანაწილება ჩვენს გალაქტიკაში. მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, არის თუ არა პლანეტათა ოდენობაში სხვაობა ირმის ნახტომის ცენტრალურ ამოზნექილობასა და დისკში — ამოზნექილობის გარშემო განრთხმულ ბრტყელ რეგიონში. OGLE-2016-BLG-1195Lb დისკში მდებარეობს, ისევე როგორც კიდევ ორი სხვა პლანეტა, რომლებიც წარსულში აღმოაჩინა NASA-ს სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა. 

„მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემის მიღმა უკვე უამრავი პლანეტა გვაქვს აღმოჩენილი, სპიტცერს გალაქტიკის ამოზნექილობაში ძალიან ცოტა პლანეტა აქვს ნაპოვნი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკის ცენტრისკენ შესაძლოა ბევრად ნაკლები პლანეტა იყოს, ვიდრე დისკში“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯეობ ბრაიდენი. 

OGLE-2016-BLG-1195Lb-ს თითქმის დედამიწის მასა აქვს და თავის ვარსკვლავიდანაც იგივე მანძილითაა დაშორებული, რითაც ჩვენ მზისგან, მაგრამ მსგავსებათა ჩამონათვალი ალბათ აქ მთავრდება. 

OGLE-2016-BLG-1195Lb ჩვენგან 13 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და იმდენად პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომ ასტრონომები არც იმაში არიან დარწმუნებული, არის თუ არა საერთოდ იგი ვარსკვლავი. 

შესაძლოა ის ყავისფერი ჯუჯა იყოს — ვარსკვლავის მსგავსი ობიექტი, რომლის ბირთვიც საკმარისად ცხელი არაა, რათა ბირთვული სინთეზის შედეგად ენერგია აწარმოოს. ამ განსაკუთრებული ვარსკვლავის მასა მზის მასის 7,8 პროცენტია. 

კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, შესაძლოა ის TRAPPIST-1-ის მსგავსი ულტრა-ცივი ჯუჯა ვარსკვლავი იყოს. როგორც რამდენიმე თვის წინ სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, TRAPPIST-1-ის გარშემო დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა ბრუნავს. შვიდივე პლანეტა ვარსკვლავთან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე მერკური მზესთან; ყველა მათგანს აქვს თხევადი წყლის ქონის პოტენციალი. მაგრამ OGLE-2016-BLG-1195Lb სავარაუდოდ უკიდურესად ცივი უნდა იყოს, უფრო ცივი, ვიდრე პლუტონი. შესაბამისად, არსებობის შემთხვევაში, წყალი იქ გაყინული იქნება.  

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა
წაკითხვა