| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167313.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაშიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-28 19:49:00
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონი სინათლის წლის მოშორებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ. აღნიშნული აღმოჩენა ოცწლიანი მუშაობისა და უზუსტესი, უკიდურესად რთული გაზომვების შედეგია. მსგავსი ურთიერთქმედების ბუნების გაგება უზარმაზარ ინფორმაციას მოგვცემს გალაქტიკებისა და თავად სამყაროს ფორმირება-განვითარების შესახებ. „დიდი ხნის მანძილზე, ცაში უიმედოდ ვიყურებოდით და ამაოდ ვეძებდით სუპერმასიურ შავ ხვრელთა მსგავს წყვილს, რომელთაც ორი გალაქტიკის შერწყმის შემდეგ, ერთმანეთის გარშემო მოძრაობა უნდა დაეწყოთ“, — ამბობს გრეგ ტეილორი, ერთ-ერთი მკვლევარი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეორიის მიხედვით მსგავსი რამ შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, მისი ხილვა ამ დრომდე ვერავინ შესძლო“. სუპერმასიური შავი ხვრელები ჯგუფმა დედამიწიდან 750 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა 0402+379-ში აღმოაჩინა. კვლევის ავტორის, ასევე ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მეცნიერის, კეტრინ ბანსალის განცხადებით, ამ შავ ხვრელთა საერთო მასა ჩვენი მზისაზე 15 მილიარდჯერ მეტია, ორბიტული პერიოდი კი 24 000 წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად 20-წლიანი დაკვირვებისა, მკვლევართა ჯგუფი მათი ორბიტის მცირე გამრუდებასაც კი ვერ დააფიქსირებდა. „წარმოიდგინეთ, ლოკოკინა, რომელიც ჩვენგან 4,243 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახლახან აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ბინადრობს და წამში 1 სანტიმეტრი სიჩქარით მოძრაობს; სწორედ მსგავსი იმპულსის მომენტი გადავწყვიტეთ ამ შემთხვევაში“, — განმარტავს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი როჯერ რომანი. შავი ხვრელები უკიდურესად ძნელი შესასწავლია, რადგან მათზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია; მათი გამოვლენა მხოლოდ ახლომდებარე მატერიის წყალობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ამ შავ ხვრელთა ორბიტის საპოვნელად, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ტელესკოპი Very Long Baseline Array (VLBA), რომელიც 10 რადიოტელესკოპისაგან შედგება. შავ ხვრელთა მიერ გამოყოფილი სხვადასხვა სიხშირის რადიოსიგნალების გაზომვის გზით, ჯგუფმა მათი ტრაექტორიის გეგმის განსაზღვრა შესძლო. „როდესაც დოქტორმა ტეილორმა ეს მონაცემები გადმომცა, ძალიან დამწყები ვიყავი, რათა ეს ყველაფერი წარმომედგინა და მივხვედრილიყავი“, — ამბობს ბანსალი. „როდესაც შევიტყვე, რომ მონაცემები 2003 წლიდან იწყებოდა, შევისწავლეთ და განვსაზღვრეთ, რომ ისინი ერთმანეთის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობენ. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია“. ამ აღმოჩენის ტექნიკური მიღწევა ნამდვილი ტრიუმფია და ძალზე გააუმჯობესებს ჩვენს გაგებას ამ ამოუცნობ ობიექტებთან მიმართებით. სუპერმასიური შავი ხვრელებით ასტრონომები მოჯადოებულნი არიან ჯერ კიდევ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ჩამოყალიბების შემდეგ. ახლახან, შავ ხვრელთა შესახებ მათ რამდენიმე ახალი აღმოჩენა გააკეთეს, თუმცა ამ ობიექტთა შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ამ შავ ხვრელთა ორბიტაზე და ურთერთქმედებაზე დაკვირვება მრავალ ცნობას გამოამჟღავნებს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნდა ჩვენი გალაქტიკა, რა ბედი ელის მას მომავალში და რა როლს ასრულებენ ამ ყველაფერში შავი ხვრელები. ამჟამად, ანდრომედას გალაქტიკა, რომელიც ასევე შეიცავს სუპერმასიურ შავ ხვრელს, ჩვენკენ მოემართება და მილიარდობით წლის შემდეგ, ირმის ნახტომს შეეჯახება — განვითარდება ზუსტად იგივე მოვლენა, რასაც ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევრები ახლა აკვირდებიან — ფაქტობრივად ჩვენი გალაქტიკის მომავალს. „სუპერმასიურ შავ ხვრელებს უდიდესი გავლენა აქვთ მათ გარშემო მოძრავ ვარსკვლავებზე და ზოგადად, გალაქტიკის ზრდასა და ევოლუციაზე“, — ამბობს ტეილორი. „შესაბამისად, მათი უკეთესად შესწავლა და იმის გარკვევა, თუ რა ხდება მათი ერთმანეთთან შერწყმის შემდეგ, შესაძლოა უმნიშვნელოვანესი იყოს სამყაროს ჩვენეული გაგებისათვის“. ჯგუფი კვლევას განარგძობს და რამდენიმე წელიწადში, უფრო დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ ამ შავ ხვრელთა მახასიათებლებისა და ორბიტის შესახებ. ახლა კი, შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად, დავაფიქსირეთ ერთმანეთის გარშემო მოძრავი სუპერმასიური შავი ხვრელები. ეჭვგარეშეა, რომ ეს აღმოჩენა შთაგონების წყარო გახდება შემდგომი კვლევების დასაწყებად უფრო ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში. კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. ასევე ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე.
მომზადებულია news.unm.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ ს
წაკითხვა
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რ
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
ასტრონომები გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის „ცხელ კვალზე“ დადგნენ
როგორც წესი, სუპერმასიური შავი ხვრელები გ
წაკითხვა
|