საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2635

ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-11 22:06:00

დაახლოებით 30 წლის წინ, ასტრონომები უიშვიათესი და უკიდურესად ძალადობრივი კოსმოსური მოვლენის მომსწრენი გახდნენ: ვარსკვლავის აფეთქება დედამიწიდან 168 000 სინათლის წლის მოშორებით, რომლის მხურვალების ინტენსიურობა 100 მილიონი მზისას უდრიდა. 

ეს ვარსკვლავური ამოფრქვევა, რომელსაც სუპერნოვა 1987A უწოდეს, იმდენად კაშკაშა იყო, რომ პირველი სუპერნოვა გახლდათ ბოლო 400 წლის მანძილზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ამჯერად, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ღრმად ჩაიხედეს ამ აფეთქებული ვარსკვლავის გულში, სადაც ახალი კოსმოსური სხეულების ფორმირების მოლეკულური დასაწყისი გამოავლინეს. 

ჩილეში, ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, მკვლევრებმა შესძლეს განესაზღვრათ და 3D რუკაზე დაეტანათ ახალი მოლეკულების სტრუქტურა, რომელიც სუპერნოვას აფეთქების შემდეგ ყალიბდება. შედეგად, გამოვლინდა ახალი ქიმიური ელემენტები, რომლებიც მანამდე ამ ვარსკვლავში არ ფიქსირდებოდა. 

„30 წლის წინ, როდესაც ეს სუპერნოვა აფეთქდა, ასტრონომებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ თუ რა ფორმებს იღებდა ვარსკვლავთშორისი სივრცე ამ მოვლენის შემდეგ, ასევე, როგორ ცივდებოდა თანდათან და წარმოქმნიდა ახალ მოლეკულებს აფეთქებული ვარსკვლავის სიცხე და მნათი ნარჩენები“, — ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის ასტრონომი რემი ინდებეტოუ. 

„ALMA-ს წყალობით, ბოლოსდაბოლოს შევძელით და დავინახეთ ცივი ვარსკვლავური მტვრის ფორმირება, გამოვავლინეთ მნიშვნელოვანი ცნობები თავად თავდაპირველი ვარსკვლავის შესახებ და ის გზები, რომლითაც სუპერნოვები წარმოქმნიან საბაზისო სამშენებლო ბლოკებს პლანეტებისათვის“. 

ბოლო დროს სუპერნოვები უფრო მათი გამანადგურებელი შედეგების წყალობითაა ცნობილი — იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვარსკვლავის აფეთქების სიგნალია, რომელსაც მის გარშემო ყველაფრის განადგურება შეუძლია. თუმცა, სუპერნოვა ასევე იწვევს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც დასაბამს უდებენ კოსმოსურ მტვერს, რაც შემდეგ ახალ პლანეტათა და ვარსკვლავთა საძირკველს წარმოქმნის. 

SN 1987A-ს ბირთვზე მილიმეტრულ ტალღის სიგრძეში დაკვირვებისათვის — ინფრაწითელსა და რადიოსინათლეს შორის — ინდებეტოუს ჯგუფმა ALMA გამოიყენა. შედეგად, მიიღეს აფეთქებული ვარსკვლავის გულის უპრეცედენტო ხედი. 

ამ შედეგით, მათ შესძლეს სუპერნოვას სტრუქტურის გადატანა 3D-ში, გამოავლინეს მასში არსებული ახლად წარმოქმნილი მოლეკულები და მათი მდებარეობა, მათ შორის იყო სილიციუმის მონოქსიდი (SiO) და ნახშირორჟანგი (CO). 

SN 1987A-ის ბირთვში მსგავსად აქამდე არასოდეს შეგვიღწევია, თუმცა ჯგუფი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა. 

ცალკე კვლევაში, მკვლევრები აღწერენ თუ როგორ გამოავლინა ALMA-მ სუპერნოვას შიგნით ისეთი მოლეკულური წარმონაქმნების არსებობა, რომლებიც მანამდე შეუმჩნეველი იყო, მათ შორის HCO+ და გოგირდის მონოქსიდი. 

„ახალგაზრდა სუპერნოვას ნარჩენებში, ეს მოლეკულები აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა“, — ამბობს ინდებეტოუ. 

„HCO+ განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მისი ფორმაცია მოითხოვს ძალიან მძლავრ შერევას აფეთქების დროს“. 

კვლევის მიხედვით, ამ ახალი მოლეკულების გამოვლენა ნიშნავს იმას, რომ ბირთვში შესაძლოა ასევე იყოს მანამდე შეუმჩნეველი სხვა ფორმაციებიც, რამაც შეიძლება გაგვაგებინოს როგორ იბადება მოლეკულები და კოსმოსური მტვერი ამ ძალადობრივ მოვლენებში. 

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა სუპერნოვას შიგნით ამ სახის მოლეკულები ვიპოვეთ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს დიდი ხნის რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აფეთქებები ანადგურებს ვარსკვლავში არსებულ ყველა მოლეკულასა და მტვერს“, — ამბობს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მიკაკო მაცუურა. 

კვლევა The Astrophysical Journal Letters-სა და Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. 










მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კოს
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
2017 წლის 13 მაისს, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პედაგოგმა, NASA
წაკითხვა
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
თუკი 2 მილიონი წლის წინ იცხოვრებდით და ცა
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა