| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170516.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მეცხრე პლანეტის არსებობა სულ უფრო რეალური ხდება - აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებებიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-19 21:39:00
2016 წლის იანვარში, ასტრონომებმა — მაიკ ბრაუნმა და და კონსტანტინ ბატიგინმა პირველად გამოაქვეყნეს გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, მზის სისტემაში შესაძლოა მეცხრე პლანეტაც იყოს. მკვლევართა შეფასებით, „პლანეტა 9“-ის სახელით ცნობილი ეს ჰიპოთეტური სხეული დედამიწაზე 10-ჯერ მასიური უნდა იყოს და მზის გარშემო 700 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან ბრუნავდეს (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზიდან დედამიწამდე). მას შემდეგ, ჩატარდა მრავალი კვლევა, რომელთაგან ზოგიერთი ამ პლანეტის არსებობას უჭერდა მხარს, ზოგიც სრულიად გამორიცხავდა. მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით, მეცხრე პლანეტის მტკიცებულებაა ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ორბიტები, სხვების მტკიცებით კი ეს კვლევები მცდარია, რადგან მოკლებულია დაკვირვებებს. მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ორი ასტრონომის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა სრულიად ახალ პერსპექტივას გვთავაზობს, რომელმაც შესაძლოა ეს დავა საბოლოოდ გადაწყვიტოს. ახალი ტექნიკის წყალობით, ისინი უკიდურესად შორეულ ნეპტუნსგადაღმა ობიექტებზე ფოკუსრიდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პლანეტა 9 შესაძლოა მართლაც არსებობდეს. უკიდურესად შორეულ ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ორბიტები მზიდან 150 ასტრონომიულ ერთეულზე მეტი მანძილითაა დაშორებული და შესაბამისად, არასოდეს კვეთენ ნეპტუნის ორბიტას. ესპანელ ასტრონომთა კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. როგორც ისინი შენიშნავენ, უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტების კვანძებსა და მზეს შორის არსებულმა მანძილმა შესაძლოა მეცხრე პლანეტისაკენ მიმავალ გზაზე დაგვაყენოს. ეს კვანძები ორი წერტილია, რომლებზეც ციური სხეულის ორბიტა მზის სისტემის გეგმას კვეთს. ეს ის წერტილებია, რომლებზეც მზის სისტემის სხვა სხეულებთან ურთიერთქმედების შანსი უდიდესია და შესაბამისად, უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ორბიტებში, დიდი ალბათობით, უნდა ხდებოდეს დრამატული ცვლილებები. ჯგუფს სჯერა, რომ ამ კვანძების ადგილმდებარეობის გარკვევით, შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, განიცდიან თუ არა უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტები ამ ზონაში მდებარე სხვა ობიექტის გავლენას. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარლოს დე ლა ფუენტე მარკოსი ესპანეთის ინფორმაციისა და სამეცნიერო ახალი ამბების სახელმწიფო სერვისთან (SINC) ინტერვიუში განმარტავს: „თუკი იქ არაფერია, რაც ამ სხეულებს შეაშფოთებდა, უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტების კვანძები ერთფეროვნად უნდა იყოს განაწილებული, რადგან არაფერი იქნებოდა ისეთი, რისთვისაც თავის არიდება მოუწევდათ. მაგრამ თუკი იქ ერთი ან მეტი ასეთი შემაშფოთებელი (პეტრირბაცია) სხეულია, შესაძლოა წარმოიშვას ორგვარი სიტუაცია. კვლევის ფარგლებში, დოქტორმა კარლოსმა და რაულ დე ლა ფუენტე მარკოსმა გათვლები და ანალიზები ჩაუტარეს 28 უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტისა და 24 უკიდურესი კენტავრის კვანძებს (კენტავრების საშუალო დაშორება მზიდან, ასევე 150 ასტრონომიული ერთეულია). მათ შენიშნეს, რომ მზიდან გარკვეულ მანძილზე, ეს ორი პოპულაცია ჯგუფდებოდა; ასევე შეინიშნებოდა ურთიერთქმედება ამ კვანძების პოზიციებსა და ობიექტთა დახრილობას შორის. ეს უკანასკნელი აღმოჩენა განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, რამაც ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ამ პოპულაციათა ორბიტები სხვა სხეულის გავლენას განიცდიდა — დაახლოებით იგივე გზით, როგორც მზის სისტემის შიდა ნაწილში არსებულ კომეტათა ორბიტები განიცდიან იუპიტერთან ურთიერთქმედების შედეგად. როგორც დე ლა ფუენტე განმარტავს: „იმ რწმენით, რომ უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტები დინამიკურად მსგავსია იუპიტერთან ურთიერთქმედი კომეტებისა, შეგვიძლია ეს ფაქტი იმის მანიშნებლად მივიჩნიოთ, რომ მათთან აქტიურად ურთიერთქმედებს 300-400 ასტრონომიული ერთეულით მოშორებული პლანეტა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა კვლევები, რომლებიც მეცხრე პლანეტის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდნენ, ძირითადად აპელირებდნენ ნეპტუნსგადაღმა ობიექტებზე დაკვირვებათა ნაკლებობით. ძირითადად, ისინი მოითხოვდნენ, რომ ეს კვლევები სისტემურ შეცდომებს უშვებდნენ ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ორბიტათა ორიენტაციების გათვლებში. თუმცა, ეს ბოლო კვლევა მეცხრე პლანეტის არსებობის პირველ ისეთ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომელიც შეფასების ასეთ შეცდომას შედარებით მოკლებულია. ამ დროისათვის, ცნობილია მხოლოდ 28 უკიდურესად შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტი, მაგრამ ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ უფრო მეტი მათგანის აღმოჩენა და მათი კვანძების ანალიზი მათ დაკვირვებებს დაადასტურებს და უფრო მეტ ნათელს მოჰფენს პლანეტა 9-ის ორბიტას. გარდა ამისა, ასტრონომთა ამ წყვილმა ბოლო ნაშრომში ასევე გამოთქვა გარკვეული მოსაზრებები პლანეტა 10-ის არსებობასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ მათი კვლევა მხედველობაში არ იღებს მარსის ზომის სხეულის არსებობას — რომელიც ზოგიერთის რწმენით, კოიპერის სარტყლის დაკვირვებად „გამრუდებაზე“ უნდა იყოს პასუხიმგებელი — ისინი მაინც აცნობიერებენ, რომ არსებობს ამ ზომის ობიექტის არსებობის აშკარა მტკიცებულება. როგორც დე ლა ფუენტე მარკოსი განმარტავს: „პლანეტის ამჟამინდელი განსაზღვრებიდან გამომდინარე, ეს იდულამებით მოცული ობიექტი შესაძლოა სულაც არ იყოს ნამდვილი პლანეტა, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც დედამიწის ზომის იყოს, რადგან შესაძლებელია იგი გარშემორტყმული იყოს უზარმაზარი ასტეროიდებით ან ჯუჯა პლანეტებით (პლანეტის ამჟამინდელი განსაზღვრებით, იმისათვის, რომ სხეული პლანეტად ჩაითვალოს, მას მოსუფთავებული უნდა ჰქონდეს ორბიტა (მ. ჭ.)). როგორც ჩანს, მზის სისტემის შორეული ნაწილი წლიდან-წლამდე სულ უფრო ივსება. და იმ შემთხვევაში, თუკი ამ პლანეტათა არსებობა დადასტურდა, აუცილებლად გაჩნდება კიდევ დებატები იმასთან დაკავშირებით, მზის სისტემის რომელი სხეულები უნდა მივიჩნიოთ პლანეტებად და რომელი არა. მეცხრე პლანეტის მხატვრული წარმოსახვა. მზის გარშემო რგოლი ასახავს ნეპტუნის ორბიტას.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
მზის სისტემაში შესაძლოა მეათე პლანეტაც იყოს - ახალი მტკიცებულება
მას შემდეგ, რაც პლუტონი პლანეტიდან ჯუჯა პ
წაკითხვა
მეცხრე პლანეტის კანდიდატი ოფიციალურად ნაპოვნია
მოხალისეებმა მზის სისტემაში აღმოუჩენელი პ
წაკითხვა
სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოს
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლე
წაკითხვა
მზის სისტემის დახრილობის მიზეზი შესაძლოა იდუმალი მეცხრე პლანეტა იყოს
ჰიპოთეტური „მეცხრე პლანეტა“, რომელიც როგორც მიაჩნიათ, პლუტონს გადაღმა მდებარეობს, შესაძლოა მთ
წაკითხვა
|