| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/147195.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სიმულაციების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შესაძლოა მოხეტიალე პლანეტა იყოსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-13 00:27:00
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის კოსმოსის მკვლევრებმა, ჯეიმს ვესპერმა და პოლ მეისონმა ამერიკის ასტრონომიულ მეცნიერებათა ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს სიმულაციების შედეგები, რომლებიც მათ მეცხრე პლანეტის შესახებ მეტი ცნობების გაგების მიზნით წარმართეს. კოსმოსურ მეცნიერებათა საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მზის სისტემაში, პლუტონს მიღმა მეცხრე პლანეტაც არსებობს. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, თუ იქ მეცხრე პლანეტა მართლაც არსებობს, სავარაუდოდ ის მოხეტიალე პლანეტაა. მეცხრე პლანეტის არსებობის შესახებ მოსაზრება პირველად ორი წლის წინ გამოითქვა, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ მზის სისტემის გარე ნაწილზე რაღაც ახდენდა გრავიტაციულ გავლენას. მას შემდეგ, გრავიტაციული გავლენა სხვა მკვლევრებმაც შენიშნეს, რაც დედამიწაზე 10-ჯერ დიდ პლანეტას უნდა ეკუთვნოდეს. როგორც კიდევ ერთმა წინა კვლევამ ივარაუდა, თუ ეს პლანეტა მართლაც არსებობს, იგი მზის გარშემო 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს (დედამიწიდან მზემდე მანძილი 1 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს). ახალი კვლევის დროს, მეცნიერებმა 156 კომპიუტერული სიმულაცია ჩაატარეს, რათა განესაზღვრათ თუ რა სახის გავლენა ექნებოდა მზის სისტემაზე ამ პლანეტას, თუკი ის საიდანღაც მოვიდა, ანუ ერთ დროს იყო მოხეტიალე პლანეტა, რომელიც მზესთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ ჩვენმა ვარსკვლავმა იგი გრავიტაციული გავლენით დაიჭირა. მოხეტიალე პლანეტები ეწოდება პლანეტებს, რომლებიც მზის სისტემის გარეთ ჩამოყალიბდნენ, წარმოიქმნენ სხვა ვარსკვლავურ სისტემაში, საიდანაც შემდეგ როგორღაც გაიქცნენ. ამ შემთხვევაში, ასეთი პლანეტები კოსმოსში მარტოდმარტო დახეტიალობენ. როგორც მკვლევრები იუწყებიან, მათი სიმულაციების 60% მიუთითებს, რომ მოხეტიალე პლანეტის მზის სისტემაში შემოსვლის შემთხვევაში, იგი კვლავ უკან მიდის, ზოგიერთ შემთხვევაში კი თან მიაქვს რომელიმე პატარა პლანეტა. 40% შემთხვევაში კი მოხეტიალე პლანეტა დაჭერილია და ორბიტაზე მოძრაობს. სიმულაციები ასევე მიუთითებს, რომ თუკი მზემ ასეთი მოხეტიალე დაიჭირა, იგი მის გარშემო მოძრაობას ზემოთხსენებული მანძილიდან დაიწყებდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მზის სისტემაში ოდესმე ნეპტუნზე დიდი პლანეტა შემოსულიყო, რადგან როგორც მზის სისტემაში არსებული წესრიგი მიუთითებს, იგი სისტემის შექმნის შემდეგ არ დარღვეულა. ბოლო დროს, კოსმოსური მეცნიერების მკვლევრებს ღრმად სწამთ, რომ მეცხრე პლანეტის არსებობა მალე დადასტურდება, სავარაუდოდ მომავალ წელს, რადგან მის საპოვნელად სამეცნიერო საზოგადოებას უკვე დიდი ძალისხმევა აქვს მიმართული. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
როდის დატოვებს პირველი ადამიანი მზის სისტემას?
ათასი წელიწადი. ეს ის მინიმალური დროა, რომელიც ამჟამინდელი მეთოდების პირობებში ჩვენს უახლოეს
წაკითხვა
მეცხრე პლანეტის არსებობა სულ უფრო რეალური ხდება - აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებები
2016 წლის იანვარში, ასტრონომებმა — მაიკ ბ
წაკითხვა
მზის სისტემაში შესაძლოა მეათე პლანეტაც იყოს - ახალი მტკიცებულება
მას შემდეგ, რაც პლუტონი პლანეტიდან ჯუჯა პ
წაკითხვა
ჩვენს მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალმა მოდელმა წონ
წაკითხვა
მზის სისტემის 17 თვალწარმტაცი ფოტო
გასული რამენიმე წლის მანძილზე, ადამინთა მ
წაკითხვა
|