| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172064.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საბურღი გემი დაკარგული კონტინენტის - ზელანდიის კვლევას იწყებსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-29 19:33:00
ავსტრალიის აღმოსავლეთით, წყალქვეშა კონტინენტ ზელანდიის საიდუმლოს ამოსახსნელად, ექსპედიცია დაიწყო. პროექტ International Ocean Discovery Program-ის ფარგლებში (IODP), საბურღი გემი JOIDES Resolution-ი ორთვიან ექსპედიციაში გაემგზავრა. ექსპედიცია, რომელსაც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი აწყობს, ასევე შეისწავლის ვულკანებითა და მიწისძვრებით ყველაზე აქტიურ ზონას დედამიწაზე — წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელს. პროფესორ ნევილ ექსონის განცხადებით, ექსპედიცია დაგვეხმარება უკეთესად შევისწავლოთ გლობალურ ტექტონიკურ კონფიგურაციაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც 53 მილიონი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცეცხლოვანი სარტყელი გაჩნდა. 75 მილიონი წლის წინ, ზელანდია, ისევე როგორც ლორდ-ჰაის წყალქვეშა შემაღლება მნიშვნელოვანწილად ავსტრალიის ნაწილი იყო. თუმცა შემდეგ, მან მოწყვეტა და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაადგილება დაიწყო. გადაადგილება 53 მილიონი წლის წინ შეჩერდა. ზელანდიის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია და ვრცელდება ახალი ზელანდიის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით — ახალ კალედონიამდე, დასავლეთით კი ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონის სანაპიროებთან მდებარე წყალქვეშა პლატო კნენამდე. იმის გასარკვევად, თუ როგორ იქცეოდა ავსტრალიიდან ასობით კილომეტრით აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი გასული 53 წლის განმავლობაში, საბურღი გემი 5 კილომეტრიან დანალექებს შეაგროვებს. „ავსტრალიისგან გამოყოფამდე, ზელანდიის კონტინენტური ქერქი გაჭიმვისგან გათხელდა, შესაბამისად, ის ავსტრალიაზე დაბლა მდებარეობს“, — ამბობს პროექტის მეცნიერი, ახალი ზელანდიის მხარის წარმომადგენელი პროფესორი რუპერტ საზერლენდი. „მიუხედავად ამისა, ზელანდიის კონტინენტური ქერქი მიმდებარე ოკეანური ქერქისაზე სქელია, შესაბამისად, ის მასზე მეტადაა შემაღლებული“. საბურღ გემს შეუძლია შეაგროვოს კლდოვანი ქანების გულის კილომეტრზე გრძელი უწყვეტი დანალექები. გემის სიგრძე 143 მეტრია, აღჭურვილია 61 მ სიმაღლის საბურღი კოშკით, ჰყავს ეკიპაჟის 50 წევრი, რომელთაც ექსპედიციის დროს 55 მეცნიერი და ტექნიკოსი მიემატებათ. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კონსორციუმი შედგება 16 უნივერსიტეტისა და 4 სამთავრობო სააგენტოსაგან.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ბათუმის" პირველი გამარჯვება "კონტინენტის ფარზე"
ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩში "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" 33:16 დაამარცხა და პირველ გამა
წაკითხვა
„კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩს „ბათუმი“ იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწყებს, რომლითაც „როვიგოს“ დაუპირისპირდა
ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩს „ბათუმი“ იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწ
წაკითხვა
ალბანეთში, კონტინენტის პირველობაზე გოგა ჩხეიძემ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა
ალბანეთის ქალაქ დურესში კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
წაკითხვა
„კონტინენტის ფარზე“ ბათუმის მეტოქე გუნდები ცნობილია
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბათუმი“ სამ კვირაში „ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე“ პირველ შეხვედრას იტალიურ „
წაკითხვა
დედამიწის ახალი კონტინენტი - „ზელანდია“
ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს შვ
წაკითხვა
კუნძულ მავრიკის ქვეშ უძველესი „დაკარგული კონტინენტის“ ნაშთები იპოვეს
კუნძულ მავრიკიზე აღმოჩენილი ვულკანური კრი
წაკითხვა
ავსტრალია იმდენად სწრაფად გადაადგილდება, რომ GPS აღწერას ვერ ასწრებს
ავსტრალია სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფ
წაკითხვა
დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება
დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის -ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება. გადამწყვეტ შეხვედრას მილანის „სან სიროს“ სტადიონი უკვე მე
წაკითხვა
|