საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181254.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

982

ევროპარლამენტარი კნუტ ფლეკენშტეინი - საქართველოს მთავრობასთან და ევროპულ საბჭოსთან ერთად ვფიქრობთ, რა შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-28 19:25:00

ბრიუსელში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის სამზადისი დაიწყო. პირველი დისკუსია ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით 27 სექტემბერს გაიმართა. მსჯელობა ევროპარლამენტშიც გრძელდება. დეპუტატებმა ევროკავშირის ინსტიტუციებს რეკომენდაციებით უნდა მიმართონ. პირველი არხი აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთ მომხსენებელს, გერმანელ დეპუტატ კნუტ ფლეკენშტეინს ესაუბრა. 

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ „პლუს“ კონცეფციაზე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებში საუბარია, რომ საქართველო შეიძლება გახდეს შენგენის ზონის ან საბაჟო კავშირის წევრი. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა უნდა გააკეთოს ამისთვის საქართველომ და რა ვადებზეა საუბარი? 

- ევროპარლამენტი რეკომენდაციებში მკაფიოდ გაუსვამს ხაზს, რომ ასოცირების შეთანხმება არ უნდა იყოს ბოლო ნაბიჯი და აუცილებელად უნდა იყოს უფრო მეტი შესაძლებლობა. ჩვენ შევთავაზებთ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, თუ რა გზით უნდა წავიდეთ. ამასთან, არ უნდა გაჩნდეს არასწორი მოლოდინი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ასოცირების შეთანხმების ამოქმედება და „საშინაო დავალება“ ორივე მხარემ უნდა შევასრულოთ, განსაკუთრებით ეს ეხება რეფორმებს. ასეთ შემთხვევაში, შენგენის ზონა შესაძლოა, იყოს შემდეგი ნაბიჯი. ევროპარლამენტს სურს, ევროპულმა საბჭომ მკაფიოდ განსაზღვროს სამომავლო პერსპექტივა. რაც შეეხება ვადებს, ეს რეფორმებსა და პროგრესზეა დამოკიდებული, რომელსაც მივაღწევთ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციით.

- რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არაფორმალური მოლაპარაკებები. თუ იცით ამის შესახებ და რამდენად რეალურია ასეთი მოლაპარაკებების დაწყება, თუ შემდეგ ნაბიჯანდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონცეფცია „პლუსი“ უნდა განვიხილოთ?

- ნუ დაუჯერებთ ამ ევროპარლამენტარებს. ამ ეტაპზე მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში არ იგეგმება, არც ფორმალური და არც არაფორმალური. ყველაფერი უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვენ სწორად აღნიშნეთ ის შესაძლებლობები, რაც ევროპარლამენტის რეკომენდაციებშია მოყვანილი, როგორიცაა შენგენის ზონაში საქართველოს გაწევრიანება - ეს რეალურად შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. თუმცა, ამას მაშინ მივაღწევთ, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ყველა შეთანხმება შესრულდება.

- რატომ გადაწყდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების დიფერენცირება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან დაახლოების უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს?

- ევროპარლამენტი აუცილებლად გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი, საქართველო, მოლოდვა და უკრაინა უფრო მეტად უახლოვდებიან ევროპას, ვიდრე - დანარჩენი სამი. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, დავაფასოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ მათ, როგორც ფინანსურად, ისე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზით. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა პროგრამის სხვა მონაწილეებთანაც გვსურს. პირველ და მეორეხარისხოვან სამეზობლოზე საუბარი არ უნდა იყოს. ამასთან, ცხადია, რომ ასოცირების შეთანხმება სამ ქვეყანასთან გაფორმდა და ეს სამი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთი ნაბიჯით წინ არიან.

- ჩვენთვის, ცნობილია, რომ 27 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაიწყო ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი. თქვენი ინფორმაციით, მოხვდება თუ არა დოკუმენტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის შესახებ ახალი ჩანაწერი?

- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სამიტის დოკუმენტებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ ჩანაწერი ისეთივე ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს წინა სამიტზე იყო. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ევროკავშირის წევრობა მოითხოვოს, მაგრამ ამჟამად უნდა შევასრულოთ ის, რაზეც უკვე შევთანხმდით. შემდეგ შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი წინ. ევროკავშირის წესდების 49-ე მუხლი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა, საქართველოს ეს ამბიციური მიზანი ცნობილი და აღიარებულია, თუმცა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.

- ევროპარლამენტის რეკომენდაციებში საუბარია ევროკავშირი მისიების გააქტიურებაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიწყობს ხელს ასეთი მისიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს? რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს ამ კუთხით?

- ზოგადად მიმაჩნია, რომ ევროპის სამშვიდობო მისიები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. უკვე დღეს ამ მისიებში მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ზოგიერთი სახელმწიფოც. მეორე მხრივ, დღის წესრიგში დგას ისეთი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ჩემი შეფასებით, თქვენი მთავრობა სწორად იქცევა. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, უნდა ვისაუბროთ რუსებთან. უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას ადგას. ერთი მხრივ, ცხადია, ყველამ ვიცით, რა არის სიმართლე და რა - არა, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა მივაღწიოთ ამ სიმართლეს და სწორედ ამიტომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან. იმედი მაქვს, ეს შედეგს გამოიღებს.

- ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნახსენებია ახალი საინვესტიციო გეგმა, იგულისხმება თუ არა ამ გეგმაში საქართველოს დახმარების გაზრდა?

- ამ იდეაში მთავარია, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ, თუ როგორ შევქმნათ მოქნილი დაფინანსების მექანიზმი. ჩემი შეხედულებით, დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს სოლიდური დაფინანსება აქვთ, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეები ამას ვერ ხედავენ და სათანადოდ ვერ გრძნობენ. ამიტომ, დისკუსია უნდა შედგეს ამ ფულის იმგვარად გამოყენებაზე, რომ ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილმა მოქალაქეებმაც კი იგრძნონ, რომ ევროკავშირი მათზე ზრუნავს. დახმარება უნდა იგრძნოს ყველამ და არა - ზოგიერთმა მოქალაქემ.

- როგორია თქვენი მოლოდინი ნოემბერში დაგეგმილი სამიტის მიმართ? რა მთავარ გზავნილს მიიღებს საქართველო ბრიუსელიდან?

- გარწმუნებთ, რომ ჩვენ მართლაც გვსურს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამავე დროს, საქართველოს მთავრობასთან და ევროპულ საბჭოსთან ერთად ვფიქრობთ, თუ რა შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ რეფორმების გაგრძელებას. ამ დრომდე საქართველოს მთავრობა ნაყოფიერად მუშაობს, ასე თუ გააგრძელებთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა