საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/141027.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5756

დელიში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ზღვარს აღწევს - დახურულია სკოლები, ქალაქს მოსახლეობა ტოვებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-09 23:28:00

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის უკიდურესი დაბინძურების გამო, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქის ჰაერის დაბინძურებამ უსაფრთხო ზღვარს 16-ჯერ გადააჭარბა. 

ბავშვების შინ დარჩენის მიზნით, დახურულია 1800-ზე მეტი სკოლა, საშუალო კლასის მოსამსახურეები და რეგიონებიდან ჩამოსულები კი ქალაქს მასობრივად ტოვებენ. დელის უფროსმა მინისტრმა, არვინდ კეჯრივალმა ქალაქს „გაზის კამერა“ უწოდა.

„ჰაერის დაბინძურებამ იმ დონეს მიაღწია, რომ დელი გაზის კამერას დაემსგავსა“, — განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

ჰაერის ხარისხის ინდექსის თვალსაზრისით, ამჟამად დელი „წითელ ზონაშია“ შეყვანილი. 

ჰაერის დაბინძურების გაზომვისას, როგორც წესი, მკვლევრები მხედველობაში იღებენ ორი ტიპის ნაწილაკს: PM10-ის დიამეტრი 10 მიკრომეტრია, PM2.5-ის კი 2,5-ზე ნაკლები.

დაბინძურების ორივე ტიპი ყოველ კუბურ მეტრ ჰაერში ამ ნივთიერებების საშუალო შემცველობით იზომება. System of Air Quality and Weather Forecasting and Research (SAFAR)-ის მონაცემებით, ნიუ დელის ჰაერში ამჟამად PM10 კუბურ მეტრში 876 მიკრომეტრს აღწევს, PM2.5 კი 680-ს. 

ამ ორი ნაწილაკის შემცველობის დასაშვები ზღვარი PM10-ისთვის 100 მიკრომეტრია კუბურ მეტრში, PM2.5-ის კი 60.

თუმცა, ეს გახლავთ ზედა ზღვრები და შესაბამისად, ამ მაჩვენებელსაც შეუძლია ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას. 

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, როდესაც ჰაერის კუბურ მეტრში PM2.5-ის შემცველობა 35.5-ზე მეტია, იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით კი, მისი დასაშვები ზღვარი 10-ს არ უნდა აჭარბებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დელი აქამდეც მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად, ეს პრობლემა მსგავსი მასშტაბის ჯერ არასდროს ყოფილა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მარტში დელი მსოფლიოს ათი ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სიის თავში იყო, PM2.5-ის შემცველობა ჰაერში 153 მიკრომეტრს შეადგენდა, რაც ჯერ კიდევ მაშინ მიიჩნეოდა „ძალიან არაჯანსაღად“, რომ აღარაფერი ითქვას დღევანდელ მაჩვენებელზე.

რამდენიმე თვის მანძილზე წარმოქმნილი განსხვავება თავად შეგიძლიათ იხილოთ:

22 აგვისტო, 2016



იგივე ადგილი ამჟამად



მაშ რა მოხდა დელიში?

ქალაქის უფროსი მინისტრის განცხადებით, დელიში სმოგის გაძლიერებას ხელი შეუწყო მეზობელი პანჯაბისა და ჰარიანის რეგიონებიდან წამოსულმა კვამლის ინტენსიურმა ნაკადმა. მისივე თქმით, ამ ყველაფრის უდიდესი მიზეზი ამ რეგიონების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში დიდი ოდენობის ნარჩენი ნამჯის დაწვაა. 

ჰაერის დაბინძურებაში ოფიციალური პირები ასევე ადანაშაულებენ დივალის ფესტივალის მიმდინარეობისას დიდი ოდენობით გაშვებულ ფოიერვერკს. ეს ფესტივალი დელიში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს იმართება.

The Guardian-ის ცნობით, როგორც წესი, ეს ფოიერვერკები ბურუსს მხოლოდ ორი-სამი დღის მანძილზე ტოვებენ, თუმცა წელს სმოგმა კვირაზე მეტხანს გასძლო.

„ფოიერვერკებმა დელის ჰაერის დაბინძურებაში მხოლოდ მცირე წვლილი შეიტანა, ქალაქში არც სხვა რამე შეცვლილა დრამატულად. სმოგი ძირითადად გამოწვეულია სახნავ-სათესი მიწებიდან წამოსული კვამლით“, — ამბობს კეჯრივალი.

მოსახლეობა პროტესტის გზით ცდილობს აიძულოს ქალაქის ხელისუფლება, რომ სიტუაციაზე კონტროლი აიღოს. 

გასულ წელს, ჰაერის დაბინძურების გამო წითელ ზონაში იყო შესული ჩინეთის დედაქალაქი პეკინიც, სადაც სიტუაცია თანდათან, შედარებით გამოსწორდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსად
წაკითხვა
მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი “გლოვის კედელი“ გაიხსნა
მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი “გლოვის კედელი“ გაიხსნა
მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი „გლოვის კედელი“ გაიხსნა.
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
ტყიბულის შახტში სპეციალური კომისია მუშაობს - რა დეტალები გახდა ცნობილი მომხდართან დაკავშირებით
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ამ წუთებში სპეციალური კომისია მუშაობს. კომისიის წევრები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. მომხდარ ფაქტზე გამო
წაკითხვა
ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება
ტყიბულის შახტში გარდაცვლილის ოჯახს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება
ტყიბულის შახტში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათ ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, ჯ
წაკითხვა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
ინდოეთში 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 1/2 ფინალისტთა ვინაობა გაირკვა
ინდოეთში 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 1/2 ფინალისტთა ვინაობა გაირკვა
ინდოეთში 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 1/2
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილმა  მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა
ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში 
წაკითხვა