საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4294

„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავს შესაძლოა სინამდვილეში პლანეტა ჰქონდეს გადაყლაპული

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 23:16:00

უკვე წელიწადზე მეტია, მეცნიერთათვის გამოცანად იქცა ვარსკვლავ KIC 8462852-დან მომდინარე სინათლის უცნაური ცვალებადობა — რაღაც იმდენად უჩვეულო, რომლის მსგავსიც აქამდე არასოდეს გვინახავს; ერთ-ერთმა ასტრონომმა იდეაც კი წამოაყენა, რომ შესაძლოა ჩაბნელებების მიზეზი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი მეგასტრუქტურა იყოს, რომელიც ვარსკვლავის გარშემოა განთავსებული. 

ამჯერად, როდესაც ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე რამდენიმე ჰიპოთეზამ განიცადა მარცხი, მაგიდაზე ახალი ახსნა დაიდო, რომლის მიხედვითაც, ყველაფრის მიზეზი ვარსკვლავის მიერ შეჭმული პლანეტის ნარჩენებია.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, არსებობის გარკვეულ ეტაპზე, KIC 8462852-მა პლანეტა გადაყლაპა და ის მბჟუტავი შუქი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, განპირობებულია ამ პლანეტის ან მისი მთვარეების ნარჩენებით, რომლებიც დროგამოშვებით ბლოკავენ ვარსკვლავის სინათლეს.

ამ მოსაზრებას შეუძლია ახსნას როგორც უცაბედი, წყვეტილი ჩაბნელებები, ისე ვარსკვლავის შუქის უფრო თანდათანობითი ჩაბნელება, რაც 1890-1989 წლებშია დაფიქსირებული.

როგორც გასული წლის სტატიებშიც ვიუწყებოდით, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, ვარსკვლავის ნათება პერიოდულად 1%-მდე მცირდება, მაგრამ KIC 8462852-ს, რომელიც ტაბის ვარსკვლავის სახელითაცაა ცნობილი, 22%-მდე ჩაბნელებები ახასიათებს.

ასეთმა უზარმაზარმა შეუსაბამობამ მეცნიერებს უცაბედად აფიქრებინა, რომ ვარსკვლავის გარშემო რაღაც ძალიან, ძალიან დიდი ბრუნავდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი KIC 8462852-მა მართლაც შთანთქა პლანეტა, გამოყოფილი ენერგია გამოიწვევდა სიკაშკაშის უეცარ მატებას, შესაბამისად, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს შესაძლოა KIC 8462852-ის თანდათანობით ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება იყოს, რასაც თან ახლავს პლანეტის კლდოვანი ნარჩენები.

მკვლევართა ვარაუდით, ვარსკვლავისა და პლანეტის შეჯახება შესაძლოა 10 000 წლის წინ მომხდარიყო, თუმცა ბოლო ჩაბნელება იმაზე მეტყველებს, რომ KIC 8462852 შეიძლება ახლა ინელებდეს თავის საკვებს.

თუკი მათი გათვლები სწორია, მკვლევართა ვარაუდით, პლანეტისა და ვარსკვლავის ამ სახის შეჯახებები შესაძლოა იმაზე უფრო გავრცელებული იყოს, ვიდრე ფიქრობდნენ. 

„ჩვენი ვარაუდით, თუ ტაბის ვარკსვლავის ირგვლივ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სიცოცხლის მანძილზე, მასში იუპიტერის ზომის დაახლოებით 10 პლანეტა უნდა ჩავარდნილიყო, იქნებ მეტიც“, — უთხრა უფროსმა მკვლევარმა ბრაიან მეცგერმა New Scientist-ს. 

ტაბის ვარსკვლავის შესახებ არსებულ სხვა ჰიპოთეზებთან ერთად, ახალი მონაცემების კვალდაკვალ, მეცნიერები უფრო დეტალურად დააკვირდებიან თუ რამდენად შეუძლია ახალ ჰიპოთეზას რეალური ვითარების ახსნა, თუმცა 1500 სინათლის წლის მანძილით დაშორებულ ობიექტზე დაკვირვება არც თუ ისე ადვილია.

„ეს ტრანზიტები (სინათლის რყევა) მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, შესაბამისად, როდესაც ჩენ ერთი მათგანი ვნახეთ, განგაშის ზარები შემოვკარით, მრავალი ტელესკოპი მწყობრში მოვიყვანეთ და ყოველი მათგანი, რომელიც ტაბის ვარსკვლავისკენაა მიმართული, გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის“, — ამბობს მეცგერი. 

თუმცა, ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საბოლოო დასასრულისგან ჯერ შორსაა. სხვა მეცნიერთა აზრით, KIC 8462852-ის სინათლის ჩაბნელებების მიზეზი უფრო შეიძლება იყოს ვარსკვლავსა და ჩვენს პლანეტას შორის არსებული კოსმოსური ნარჩენები, ვიდრე გადაყლაპული პლანეტის ან მისი მთვარეების მიერ დატოვილი ნაშთები. 

შესაბამისად, აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ეს განსაკუთრებული შემთხვევა უფრო უცნაურ გაგრძელებას ჰპოვებს. თუმცა, ახალი ჰიპოთეზა ემყარება ვარსკვლავის შესახებ ამჟამად ჩვენთვის ცნობილ სანდო ფაქტებს.

„ვფიქრობ, ეს ჰიპოთეზა ამ ამბის ყველა შესაძლო ახსნის თავში მოექცევა“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ ვრაითი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა. სხვათა შორის, სწორედ ვრაითს ეკუთვნის მოსაზრება ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის არსებობის შესახებ.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის შესახებ 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
წაკითხვა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
1960-იან წლებში, ფრიმენ დაისონმა და ნიკოლ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
სამყაროს ყველაზე უცნაური ვარსკვლავი მოულო
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
ინფორმაცია, რომელსაც დიდხანს ველოდით — მეცნიერთა განცხადებით,
წაკითხვა
კიდევ ერთი ვარსკვლავი იდუმალებით მოცული ჩაბნელებებით - ასტრონომთა აღმოჩენა
კიდევ ერთი ვარსკვლავი იდუმალებით მოცული ჩაბნელებებით - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა რაღაც იდუმ
წაკითხვა
ტაბის ვარსკვლავთან უცხოპლანეტელების ძიებაში ჩინეთის მონსტრი ტელესკოპი ერთვება
ტაბის ვარსკვლავთან უცხოპლანეტელების ძიებაში ჩინეთის მონსტრი ტელესკოპი ერთვება
მსოფლიოში უდიდესი ერთთეფშიანი რადიოტელესკ
წაკითხვა