საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/147620.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3234

ასტრონომებმა ვენერას ატმოსფეროში მასიური „ამოზნექილობა“ შენიშნეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-17 21:55:00

პლანეტა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენაში, ასტრონომებმა რკალის ფორმის მასიური „ამოზნექილობა“ შენიშნეს. მკვლევართა ჯგუფი ამჟამად ცდილობს ახსნას თუ როგორ გაუძლო მან გოგირდმჟავას ღრუბლებს, რომლებიც უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე თავად პლანეტა.

მკვლევართა მოსაზრებით, ეს უცნაური, 10 000 კმ სიგრძის სტრუქტურა შესაძლოა წარმოქმნილი იყოს გრავიტაციის იმ უდიდესი ტალღის შედეგად, რაც კი ოდესმე მზის სისტემაში დაფიქსირებულა; თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა — როგორც მეცნიერები ფიქრობენ, გრავიტაციის ტალღებს ატმოსფეროს ასეთი ზედა ფენაში მსგავსი რამის ფორმირება არ შეუძლია. 

ვენერას ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე გადაჭიმული მასიურ ტალღა, რომელსაც ზემოთ მოცემულ ინფრაწითელ ფოტოზე ხედავთ, გასული წლის დეკემბერში იაპონურმა ზონდმა „აკაცუკიმ“ დააფიქსირა.

ოთხი დღის განმავლობაში, იგი დომინირებდა პლანეტის უკიდურესად ცხელ და მჭიდრო ატმოსფეროში, ზედაპირიდან 65 კმ-ის სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე 359 კმ/სთ სიჩქარის ქარები ქრის.

თუმცა შემდეგ, ღრუბლებს ზემოთ იგი ისევე უკვალოდ გაქრა, როგორც წარმოიქმნა.

მაშინ, როდესაც იაპონური ხომალდი ტალღების ხელახლა გამოჩენას მოთმინებით ელის, მსგავსი სტრუქტურები თავისი ათწლიანი მისიის მანძილზე რამდენჯერმე აქვს დაფიქსირებული ევროპის მისია Venus Express-ს. ამჯერად, მეცნიერები ამ განსაკუთრებული ფენომენის ამოხსნას ცდილობენ.

ხომალდ აკაცუკის უკან მდგომი ჯგუფის განცხადებით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ამოზნექილობა მიეკუთვნება მასიურ გრავიტაციის ტალღას, რაც მაშინ ხდება, როდესაც აირადი ნივთიერება, მაგალითად სითხე, გაზი ან პლაზმა ეკვილიბრუმის პოზიციიდან ვარდება.

მათი აზრით, ვენერას გოგირდმჟავის ქარების ინტენსიური სიჩქარისა და ფორმების გათვალისწინებით, ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო ამ ყველაფრისთვის გაეძლო, არის მასიური გრავიტაციის ტალღა — მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ ზომამდე გაზრდა მანამდე არავის წარმოედგინა.

„ამჟამინდელი კვლევა აჩვენებს სტაციონარული გრავიტაციის ტალღების არსებობის პირდაპირ მტკიცებულებას; გარდა ამისა, ასევე ირკვევა, რომ გრავიტაციის  ასეთმა სტაციონარულმა ტალღებმა შესაძლოა ძალიან დიდი მასშტაბები მიიღოს — ალბათ ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე შემჩნეულა მზის სისტემაში“, — იუწყება ჯგუფი. 

რამდენადაც მჟავის ეს ღრუბლები სწრაფად მოძრაობს, იმდენად ნელია პლანეტის ბრუნვა — ვენერას ერთი დღე უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე პლანეტა მზის გარშემო ერთ შემოვლას დაასრულებს.  

ეს ფენომენი სუპერ-ბრუნვის სახელითაა ცნობილი და სწორედ ის იწვევს იმას, რომ ვენერას მთლიანი ზედა ატმოსფერო უსწრაფესად მოძრავი ღრუბლების გამო გაბუნტებული ჩანს. შედეგად, ღრუბლების თავზე წარმოიქმნება რაღაც საკვირველი — 10 000 კმ სიგრძის ტალღა. 


როგორ ყალიბდება გრავიტაციის ეს ხილვადი ტალღა?

პირველ რიგში, გრავიტაციის ტალღები აბსოლუტურად განსხვავდება გრავიტაციული ტალღებისგან, რაც არ უნდა შეგვეშალოს.

გრავიტაციული ტალღები დრო-სივრცეში არსებული ჭავლებია, რომლებიც 2016 წლის დასაწყისში დააფიქსირეს — პირველად მას შემდეგ, რაც მათი არსებობა აინშტაინმა 100 წლის წინ იწინასწარმეტყველა.  

მეორე მხრივ, გრავიტაციის ტალღები ბევრად მარტივია და ისინი აქაც გვაქვს, დედამიწაზე. როგორც წესი, ეს არის უბრალო ჭავლები ან აშლილობა პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივეებში.

მიჩნეულია, რომ ვენერას მასიური გრავიტაციის ტალღა მთის ქედების შედეგადაა წარმოქმნილი.

თუკი ქარი უსწორმასწორო ზედაპირის თავზე ქრის, მაგალითად მთების ან ტურბულენტური ოკეანის, წარმოიქმნება დაძაბულობა ზემოთ ასვლის მსურველ აირის ნაწილაკებსა და მისი დაბლა დაბრუნების მსურველ გრავიტაციას შორის.

ეს პროცესი განაპირობებს გრავიტაციის ტალღებს დედამიწაზე, მაგალითად ანდების მთების თავზე. იაპონელ მკვლევართა განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს ფენომენი ხდება ვენერას ატმოსფეროშიც.



მომზადებულია wired.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს. <
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოშია.
წაკითხვა
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
უკიდურესად მაღალი ტემპერატურითა და კოროზი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა