| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/161311.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 პროქსიმა b-ზე არამიწიერი სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - ახალი კვლევამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-17 19:43:00
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროქსიმა b — მზის სისტემის უახლოესი, დედამიწის მსგავსი მეზობელი — ნამდვილად უნდა იყოს სიცოცხლისათვის ვარგისი. შედეგად, ჩნდება ახალი იმედი, რომ ჩვენს კოსმოსურ ზღურბლზე შესაფერისი პირობებია არამიწიერი სიცოცხლისათვის. პლანეტა გასულ წელს აღმოაჩინეს, რაც ნამდვილი შოკი იყო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. დადგინდა, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა თავის დედა-ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. ამჯერად კი, ახალი მოდელირების შედეგად ირკვევა, რომ პროქსიმა b-ზე სტაბილური კლიმატია, რაც პოტენციურად თავსებადია არამიწიერი სიცოცხლის ფორმებისათვის. გაერთიანებული სამეფოს ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ წარმართული სიმულაციების მიხედვით, პროქსიმა b-ზე თხევადი წყალი შესაძლოა იყოს განსხვავებულ ორბიტულ კონფიგურაციათა დიაპაზონში, რაც იმაზეა დამოკიდებული, ზუსტად რა მარშრუტით მოძრაობს პლანეტა დედა-ვარსკვლავის გარშემო — ეს კი მეცნიერებს ჯერ არ გაურკვევიათ. შეგახსენებთ, რომ პროქსიმა b ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის გარშემო მოძრაობს, რომელიც დედამიწიდან 4,2 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. შედეგად, იგი ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავური სისტემაა. პროქსიმა b-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მხოლოდ ასეთი სიახლოვეც სძენს. მეცნიერებს უკვე აქვთ ამბიციური გეგმაც, რომელიც ამ პლანეტის მონახულებას გულისხმობს. არის თუ არა სიცოცხლე პროქსიმა b-ზე, რა თქმა უნდა, გადაჭრით არავინ იცის. ამ ეტაპზე, ზუსტი პასუხის გაცემა არც მეცნიერთა საუკეთესო კვლევებს შეუძლია. ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით, პროქსიმა b შესაძლოა წყლით იყოს დაფარული, რაც მასზე სიცოცხლის არსებობის შანსებს ზრდის. თუმცა, შემდეგი კვლევების თანახმად, დედა-ვარსკვლავიდან მომდინარე კატასტროფულ ვარსკვლავურ ქარებს პლანეტაზე ყველანაირი სიცოცხლე უნდა მოესპო. ყველანაირი იმედი საბოლოოდ მოკვდა თებერვალში, როდესაც NASA-მ დაადგინა, რომ ვარსკვლავური ამოფრქვევების შედეგად სრულიად დაშლილი უნდა იყოს პროქსიმა b-ს ატმოსფერო, შესაბამისად, პლანეტა დაკარგავდა ატმოსფერული ჟანგბადის მთელ მარაგსაც. მაგრამ ახლა, ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ სწორ ორბიტულ პირობებში, პროქსიმა b-ს მართლაც შეუძლია ჰქონდეს სტაბილური, წყლის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო. იგივე მოდელირების სისტემით, რომელსაც დედამიწის მეტეოროლოგიური პირობებისათვის იყენებენ, ჯგუფმა დაადგინა, რომ პროქსიმა b-ს შეუძლია წყლის შენარჩუნება, თუკი მას დედამიწის მსგავსი ატმოსფერო აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ატმოსფერო მხოლოდ აზოტის ან ნახშირორჟანგისგან შედგება. „ჩვენს მოდელებს შესწევს საუკეთესო უნარი, წინა მოდელებზე უკეთ დაითვალოს ცვლილებები პლანეტის მიერ მიღებულ რადიაციაში. დავადგინეთ, რომ სწორ პირობებში, პროქსიმა b-ს შეუძლია ჰქონდეს თხევადი წყალი ზედაპირზე და შესაბამისად, იყოს სოციცხლისათვის ვარგისი“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ასტროფიზიკოსი ნათან მაინე. მსგავსი დასკვნა მიიღეს იმ სიმულაციებშიც, რომლებიც ჯგუფმა პროქსიმა კენტავრის მიერ პროქსიმა b-ს ორბიტაზე გავლენის განსასაზღვრათ წარმართეს. შესაძლებელია, რომ პლანეტა თავის ვარსკვლავის მიმართ გრავიტაციულად ჩაკეტილი იყოს, როგორც მთვარეა დედამიწის მიმართ — ანუ ყოველთვის ვხედავთ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის მხოლოდ ერთ მხარეს. თუკი პროქსიმა b მართლაც არის გრავიტაციულად ჩაკეტილი, როგორც სიმულაციები მეტყველებს, მას მაინც შეუძლია ჰქონდეს თხევადი წყალი. თუმცა, კიდევ უფრო მეტი წყალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი პლანეტა ორბიტაზე მოძრაობისას საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს. მკვლევრებმა ჩაატარეს სიმულაცია, რომელსაც 3:2 რეზონანსს უწოდებენ; ამ მდგომარეობაში, პლანეტა ვარსკვლავის გარშემო ორჯერ შემოვლისას, საკუთარი ღერძის გარშემო სამჯერ შემობრუნდება. 3:2 რეზონანსი აქვს მერკურის მზის გარშემო; მკვლევართა აზრით, თუკი ასეთივე მახასიათებელი აქვს პროქსიმა b-საც, პლანეტას უფრო მეტად შეეძლება თხევადი წყლის შენარჩუნება, ვარსკვლავიდან მიღებული სინათლე და სითბო კი მთელ პლანეტაზე მიმოიფანტება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჰიპოთეზის დონეზე რჩება, თუმცა, სანამ პროქსიმა b-ს კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით, ასეთი სახის სიმულაციები საუკეთესი რესურსია პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად. „ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი გამოწვევაა დაკვირვებები, რომლებიც უფრო მეტ ცნობას მოგვცემს პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ“, — უთხრა მაინემ Wired-ს. „პლანეტის შესახებ მეტი და მეტი ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ, შეგვიძლია თანდათან უფრო შევზღუდოთ „თავისუფალი პარამეტრები“ და კიდევ უფრო ზუსტი შეფასება მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს პროქსიმა კენტავრი b-ს მსგავს პლანეტათა ზედაპირზე დგომა“. კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
პროქსიმა b და მისი დედა ვარსკვლავი — პროქსიმა კენტავრი. მხატვრული წარმოდგენა მომზადებულია Wired-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა
NASA-ს განცხადებით, პროქსიმა b-ზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გადარჩება
NASA-მ შეიმუშავა ახალი მოდელი, რომლის მიზანიცაა განსაზღვროს, არის თუ არა სიცოცხლისათვის ვარგი
წაკითხვა
პროქსიმა b-ზე სიცოცხლე შესაძლებელია თუ პლანეტას ატმოსფერო ან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს - სიმულაციის შედეგები
ბლუ-მარბლის კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუ
წაკითხვა
მზის სისტემიდან უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა ოკეანეებით იყოს დაფარული
ალბათ გახსოვთ, აგვისტოში, ასტრონომები იუწ
წაკითხვა
რუსი მილიარდერი ახლად აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს
აპრილში, რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა
წაკითხვა
პლანეტა 4 სინათლის წლის მანძილზე, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს - ახალი აღმოჩენა
აღმოჩენილია მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა
წაკითხვა
|