საზოგადოებრივი
104.5 FM
თვითმხილველების ინფორმაციით, ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ
განახლებულია: 2017-09-12 09:20:00
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რესტორანში ჯერ მოკლული მამაკაცი მივიდა, შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი. „დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ რესტორანში, რა დროსაც ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა“, - აცხადებს მომხდარის თვითმხილველი პირველ არხთან. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირველ არხს განუცხადა, სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოკლულის ავტომანქანას მინიმუმ ორი ნატყვიარი ემჩნევა, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ ავტომობილსაც. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
წაკითხვა
თვითმხილველების განცხადებით, მკვლელობის ადგილზე სამი გასროლის ხმა გაიგეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 23:49:00
ორთაჭალაში მოკლულ მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, - ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მხოლოდ საჭესთან მჯდომი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცს სავარაუდოდ მეორე მანქანიდან ესროლეს. პირველი არხისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოკლული რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. 
წაკითხვა
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 23:25:00
პირველი არხის ინფორმაციით, ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. 
წაკითხვა
ორთაჭალაში მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 23:10:00
ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. მანქანას გარედან ნატყვიარი ეტყობა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინილისტები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.​მომხდარის შესახებ შსს კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. 
წაკითხვა
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 13:14:00
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლი „სარფის“  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან  საერთაშორისო  დონეზე  ძებნილი, 1963 წელს  დაბადებული ი.კ. დააკავეს.არსებული ინფრომაციით, დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.ამჟამად ი.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.
წაკითხვა
დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს, მძარცველებმა დარაჯი დააბეს და აწამეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 19:29:00
დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველებმა ქარხნის დარაჯი დააბეს და შემდეგ აწამეს. შენობიდან წაღებულია დიდი რაოდენობის და ღირებულების კაბელები.დედოფლისწყაროში წეჭვობენ, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც წინა დღეს დაწესებულებაში მივიდა და ირწმუნებოდა, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდა.ნაწამები მამაკაცი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ტომოგრაფიული კვლევისთვის თბილისში გადაიყვანეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წაკითხვა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 11:36:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ბ.ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
მამუკა არეშიძე კიევის ცენტრში აფეთქების დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 01:31:00
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პირველ არხთან კიევის ცენტრში აფეთქების დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის, იგივე რუსლან პაპასკირის ლიკვიდაციის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მისი ბნელი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, დანამდვილებით რთულია იმის თქმა, ვის სურდა მახაურის თავიდან მოშორება.ერთ-ერთი ვერსიით, მახაურმა თავისი საქმიანობა ამოწურა და უშუალოდ რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. მეორე ვერსიით,  ჩეჩნეთის ბატალიონის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ მახაური სანდო პიროვნება არ იყო და სწორედ ეს გახდა მისი ლიკვიდაციის მიზეზი.არეშიძე აცხადებს, რომ თემურ მახაური, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების, კერძოდ, გრუ-ს თანამშრომელი იყო. როგორ მოხვდა ის ჩეჩნურ ბატალიონში, რომელიც უკრაინაში იბრძვის, არეშიძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.„მე არ ვიცი, რეალურად, რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა იგი. საქართველოს სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომელი რომ იყო, ეს ჩანდა იმ საბუთიდან, რომელიც მახაურს ჰქონდა მაშინდელი პერიოდის. შემდგომში სხვასთან ვისთან თანამშრომლობდა, ვერ გეტყვით. ხეობაში გავრცელებულია ვერსია, რომ პაპასკირი იყო რუსეთის სპეცსამსახურების, კერძოდ, გრუს თანამშრომელი. თურქეთშიც იგივე ვერსიაა. როგორ მოხვდა ის ამ ჩეჩნურ ბატალიონში, რომელიც უკრაინაში იბრძვის, მე ნამდვილად ვერ გეტყვით“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.მისი ინფორმაციით, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, საქართველოში, დაახლოებით 2000-იანების შუა პერიოდში გამოჩნდა და ჩეჩნური იატაკქვეშეთის წარმომადგენლად ითვლებოდა. 
წაკითხვა
მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 01:00:00
კიევში აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო - ამის შესახებ უკრანული გამოცემა „ცენზორის“ მთავარი რედაქტორი თავის სტატიაში წერს.იური ბუტოსოვი ამბობს, რომ მახაური საქართველოს ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის უხერხული ფიგურა იყო. გამოცემის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა მახაური კონტროლზე 2012 წელს აიყვანეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში დაკავებისას, როგორც კი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაიგეს, რომ მახაური ქართველებისთვის მუშაობდა და მკვლელობებში ჩართული არ იყო, გაათავისუფლეს.უკრაინული მედია წერს, რომ ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ მახაური უკრაინაში ჩავიდა, რადგან საქართველოში უსაფრთხოდ აღარ იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, მახაური უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელი არ იყო და დონბასში ჩეჩნურ მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ რიგებში იბრძოდა.კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე თემურ მახაურია, რომელიც სამართალდამცველებისთვის კრიმინალურ წრეებთან კავშირით იყო ცნობილი.დაშავებულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ცნობილი მოდელი და „
წაკითხვა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქების დროს დაღუპულ საქართველოს მოქალაქეზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-09 00:38:00
კიევში მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ. მასზე წარსულში თავდასხმის სამი მცდელობა იყო. ამის შესახებ განცხადება, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.„ის ყველა შესაძლო ხერხით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი“, - განაცხადეს უწყებაში.ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ თემურ მახაური მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დაღესტანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი საქართველოს მხარეს იბრძოდა.კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე თემურ მახაურია, რომელიც სამართალდამცველებისთვის კრიმინალურ წრეებთან კავშირით იყო ცნობილი.დაშავებულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ცნობილი მოდელი და „დიორის“ სახეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
წაკითხვა
უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მრჩეველი კიევში მომხდარ სროლასა და მანქანის აფეთქებას ერთმანეთს უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 23:53:00
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ყოფილი მრჩეველი, სოციალისტური პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ილია კივა კიევში დღეს მომხდარ სროლასა და მანქანის აფეთქებას ერთმანეთს უკავშირებს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულმა ილია კივამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სროლის მონაწილეებიც და აფეთქებისას დაღუპული „კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეები იყვნენ“.„ვერსია უამრავია, მათ შორის კრიმინალური გარჩევები, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა გარდაცვლილი“, - აღნიშნა კივამ. მისი განცხადებით, სროლის მონაწილეებს შორის დაღესტნელები იყვნენ და მათ ანტირუსული პოზიცია ჰქონდათ.ილია კივა კიევში მომხდართან რუსული სპეცსამსახურების კავშირს არ გამორიცხავს.აფეთქების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი თემურ მახაურია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა „შეიხ მანსურის“ ჩეჩნურ ბატალიონში.კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ქალი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.დღესვე, კიევის ცენტრში ორმხრივი სროლა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი დაშავებული ყირგიზეთის მოქალაქეა.
წაკითხვა
კიევის ცენტრში მანქანის აფეთქებას შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 23:04:00
კიევის ცენტრში მანქანის აფეთქებას, შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცეს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. პოლიციის ცნობით, ამჟამად, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ საბოლოოდ მომხდარს.კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე თემურ მახაურია, რომელიც სამართალდამცველებისთვის კრიმინალურ წრეებთან კავშირით იყო ცნობილი.დაშავებულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ცნობილი მოდელი და „დიორის“ სახეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
წაკითხვა
კიევში აფეთქების დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 22:47:00
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი და ალი დაბუევი) რამდენიმე წლის წინ თურქმა სამართალდამცავებმა ​თურქეთში დოკუ უმაროვის მომხრე ჩეჩნების მკვლელობისთვის დააკავეს. თურქეთის ხელისუფლებამ მაშინ ის კრემლისთვის მუშაობაში დაადანაშაულა, თუმცა მახაური ბრალს უარყოფდა. როგორ დამთავრდა სასამართლო პროცესი თურქეთში, უცნობია.ორი პირი, რომელთა მკვლელობაშიც მახაურს ედებოდა ბრალი, რუსტამ ალტემიროვი და ზაურბეკ ამრიევი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტთან შესაძლო კავშირისთვის იძებნებოდნენ, მესამე - ალი ოსაევი თურქეთში დოკუ უმაროვის წარმომადგენელი იყო.პირველი მკვლელობა, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო თემურ მახაური, 2009 წლის 26 თებერვალს მოხდა: 48 წლის ალი ოსაევი სტამბოლის ზეიინბურნუს რაიონში იმ მრავალსართულიან სახლთან მოკლეს, სადაც ის ბინას ქირაობდა. პროკურატურამ მტკიცებულებად სადარბაზოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც მოკლულის ნათესავებმა მახაური ამოიცნეს.მორიგი გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც მახაურს ედებოდა ბრალი, 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლის იმავე უბანში მოხდა. მაშინ კაფედან გამოსული სამი ჩეჩენი მოკლეს. როგორც მაშინ თურქული მედია იტყობინებოდა, ქილერის მთავარი სამიზნე დოკუ უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრი ბერგ-ხაჯ მუსაევი იყო, რომელიც სტამბოლში სამკურნალოდ იმყოფებოდა.სამი კვირის შემდეგ 2011 წლის 8 ოქტომბერს სტამბოლის ზეითინბურნუს რაიონში, სადაც ძირითადად ჩეჩენი ლტოლვილები ცხოვრობენ, აღკვეთეს იჩქერიის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობა. პოლიციამ ყოფილი მოსამართლის სახლში შეპარული შეიარაღებული ჩეჩენი ბახრამ ბატუ
წაკითხვა
აფეთქება კიევში, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - ვიდეოკადრები
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 22:26:00
უკრაინაში, კიევში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მაქაური ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს სამინისტრომ დაადასტურა. აფეთქების მომენტი ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი, თემურ მახაური დაიღუპა. შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის“ მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.უკრაინულ მედიასთან საუბარში დაღუპულის ერთ-ერთ მეგობარი აცხადებს, რომ მახაური რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერ სცადეს მისი აფეთქება. მსხვერპლის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ არსებობს რუსული კვალი და შესაძლოა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი თემურ მახაურის მეუღლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წაკითხვა
უკრაინის შსს- კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქებისას დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში პირობით სასჯელს იხდიდა (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 22:21:00
კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში იაარღის უკანონო შენახვისთვის პირობით სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს სპიკერმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.„ეს პირი საკმაოდ ცნობილია კრიმინალურ წრეებში, მისი  სახელია თემურ მახაური. ის საქართველოს მოქალაქეა. მას სხვადასხვა ჩეჩნურ წრესთან მყარი კავშირები ჰქონდა“, - გაანცხადა შევჩენკომ.შევჩენკოს თქმით, მახაური იარაღის უკანონო შენახვისთვის ურკაიანში 2017 წელს დააკავეს.„მან გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა, აღიარა დანაშაული და მიიღო პირობითი სასჯელი“, - განმარტა შევჩენკომ. მისი თქმით, მახაურის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.ამასთან, უკრაინის შსს-ში აადსტურებენ, რომ მახაურის ჩამოართვეს მოწმობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი იყო.
წაკითხვა
უკრაინის შსს-მა დაადასტურა, რომ კიევში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქე, რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 22:04:00
​უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ დაღუპული რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაურია.კიევის ცენტრსა და ქალაქის მეტროპოლიტენში პოლიციამ პატრულირება გააძლიერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შემდეგ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.„კიევის პოლიცია აძლიერებს ქალაქის ცენტრისა და მეტროპოლიტენის პატრულირებას. ჩართულია ეროვნული გვარდია“, - აღნიშნულია ძალოვანი უწყების მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილის აფეთქების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ტიმურ მახაური დაიღუპა. მისი მეუღლე კი დაიჭრა.
წაკითხვა
კიევში აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 21:41:00
კიევის ცენტრსა და ქალაქის მეტროპოლიტენში პოლიციამ პატრულირება გააძლიერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შემდეგ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.„კიევის პოლიცია აძლიერებს ქალაქის ცენტრისა და მეტროპოლიტენის პატრულირებას. ჩართულია ეროვნული გვარდია“, - აღნიშნულია ძალოვანი უწყების მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილის აფეთქების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური დაიღუპა. მისი მეუღლე კი დაიჭრა.უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ დაღუპული რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაურია.
წაკითხვა
პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 13:58:00
2017 წლის 8 სექტემბერს,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებული ი. ფ-ს მეუღლე ნ. ხ., შვილი - ნ. ფ., ასევე ადვოკატები დ. ხ. და მ. ვ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით). ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის ერთ - ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ  2017  წლის 08 თებერვლიდან. მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.გამოძიების მიმდინარეობის პროცესში,  კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ  ამავე საქმეზე მსჯავრდებული ი.ფ.-ს ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ  ზეწოლას. მოწმის სახით გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მეუღლე ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და  უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე თითქოს მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ  30 000 აშშ დოლარს  და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 
წაკითხვა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
განახლებულია: 2017-09-07 12:25:00
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 4 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბორჯომისა და ადიგენის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო ბორჯომში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-3 მუხლის 1 ნაწილით).
წაკითხვა
“პიქსელის“ შენობაში დაჭრილი ცოლ-ქმარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 12:19:00
თბილისში, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის“ შენობაში დაჭრილი ცოლ-ქმარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.როგორც მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, ორივეს მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" კიდევ სამი დღის განმავლობაში დარჩება. მისივე თქმით, პაციენტები ამ ეტაპზე არ საჭიროებენ დამატებით ქირურგიულ ჩარევას.ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება დაჭრილი ცოლ-ქმრის დაკითხვა. 
წაკითხვა