ევროვიზია 2015-ის ფინალისტების სრული სია ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2015-05-22 13:06:00
ევროვიზია 2015-ის ფინალისტების სრული სია უკვე ცნობილია. მეორე ნახევარფინალური ტური ავსტრიის დედაქალაქში გუშინ, ღამით გაიმართა. მონაწილე 17 ქვეყნიდან ფინალში ისრაელის, სლოვენიის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, კვიპროსის, მონტენეგროს, პოლონეთის, ლატვიის, და აზერბაიჯანის წარმომადგენლები გადავიდნენ. ტელეკომპანია "ბი-ბი-სიზე" მიმდინარე ტრანსლაციას, წამყვანებთან ერთად, ევროფესტივალის ფავორიტი კონკურსანტები, მათ შორის ნინა სუბლატი უძღვებოდა. დღეს 27 ფინალისტი გენერალურ რეპეტიციას გაივლის. ევროვიზია 2015-ის დასკვნითი შოუ ხვალ არის ჩანიშნული და 23 საათზე მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა