საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენდირექტორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს
გამოქვეყნებულია: 2017-01-05 10:01:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ კიდევ ორ კანდიდატს დღეს მოუსმენს. 11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან ჩატარდება, ხოლო 13:00 საათზე ნინო ზაუტაშვილთან. გუშინ გასაუბრება გაიმართა ზაალ ანჯაფარიძესთან (ვიდეოჩანაწერის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=Nmqs6IWSc4Y), თინათინ ბერძენიშვილთან (https://www.youtube.com/watch?v=u_Gc_SueW0Y) და ნათია კუპრაშვილთან (https://www.youtube.com/watch?v=FJorXcT2V0w)საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5, თინათინ ბერძენიშვილი - 8, ნათია კუპრაშვილი - 8. მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე, მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა.მომდევნო ეტაპზე გადავიდა 14 კანდიდატი: რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტ
წაკითხვა