საზოგადოებრივი
104.5 FM
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მაუწყებლის თანამშრომლებთან შეხვედრებს განაგრძობენ
განახლებულია: 2017-02-15 12:30:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მაუწყებლის თანამშრომლებთან გეგმიურ შეხვედრებს განაგრძობენ. ბორდის წევრების განმარტებით, ხვალ ისინი დოკუმენტს წარადგენენ, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემების შეფასების კრიტერიუმები გაიწერება და   გენერალურ დირექტორსა და აღმასრულებელ საბჭოს გადაეცემა.   
წაკითხვა
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ - კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
განახლებულია: 2017-02-15 12:23:00
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ - კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ წელს კონკურსის პრიზები ბეჭდური, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკის 6 კატეგორიაში გასცა. გარდა ამისა გამოვლინდა დამატებით მეშვიდე გამარჯვებული - მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების ჟურნალისტური ნაშრომის შექმნისთვის, რომლისთვისაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური პრიზი დააწესა. პროექტი უკვე მე-5 წელია ტარდება, მისი მიზანი კი პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერაა.
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 10:05:00
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა და პროკურატურას ჩვენება მისცა. მამალაძე ტელეკომპანია ,„რუსთავი 2-სა” და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, მას, როგორც მოწმეს საფრთხე ექმნება, რის გამოც მამალაძე ჩვენების კიდევ ერთხელ მიცემაზე უარის თქმას არ გამორიცხავს. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი განმარტავს, რომ მან ნოდარ მელაძეს ინფორმაცია, როგორც წყარომ, ისე მიაწოდა და მისგან აღნიშნულის გაუვრცელებლობის დაპირება მიიღო. მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. რაც შეეხება მტკიცებულების სახით არსებულ  ჩანაწერს, მამალაძე ამბობს, რომ ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტებით, დანაშაულის მამხილებელი მასალის ჩაწერა კანონდარღვევა არ არის. მამალაძე „რუსთავი 2-ს“- არ უჩივლებს, თუმცა ამბობს, რომ ტელეკომპანიამ ბოდიში უნდა მოუხადოს.პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 20:34:00
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. „ბორდის“ წევრებმა ომბუდსმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ ხედვაზე და დაგეგმილ რეფორმაზე მათი შეხედულებები გააცნეს. ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა, რომლის შესახებაც მსჯელობა იმართება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აქტიურად დააკვირდება.
წაკითხვა
უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბორდს“ ხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 18:57:00
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრას მართავს.„ბორდის“ წევრები ომბუდსმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის მიერ წარდგენილ ხედვას აცნობენ. შეხვედრა ომბუდსმენის ინიციატივით იმართება. ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა, რომლის შესახებაც მსჯელობა იმართება. მაღლაფერიძის თქმით, მისი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა მაუწყებლის კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
მედიატური ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაში
განახლებულია: 2017-02-11 16:28:00
დიმიტრი ქუმსიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულა და საბაჟო პროცედურების შესახებ მიიღო ინფორმაცია. პირველმა ვიცეპრემიერმა ხაზი გაუსვა საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობას კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებს, ასევე უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის თემაზე დისკუსია ორშაბათიდან გაგრძელდება
განახლებულია: 2017-02-11 12:08:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის  აღმასრულებელი და სამეურვეო საბჭოები  თანამშორმლებთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობენ. დისკუსია  მაუწყებლის რეორგანიზაციის თემაზე უფრო აქტიურად ორშაბათიდან გაგრძელდება. როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრები განმარტავენ, ამ ეტაპზე მსჯელობა იმ კრიტერიუმების შესახებ მიმდინარეობს, რომელთა მიხედვითაც გადაცემების გადარჩევა უნდა მოხდეს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ  რეიტინგთან ერთად კიდევ რა კრიტერიუმზე მოხდება შეჯერება, მათ შორის სამეურვეო საბჭოუმ უნდა გადაწყვიტოს. ბორდის წევრები კი განმარტავენ რომ ისინი ამ ეტაპზე არა კრიტერიუმების აღდგენაზე, არამედ, ზოგადად, რეორგანიზაციის გეგმის თავისებურებებზე მსჯელობენ. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკუათარი პოზიცია აქვს მესამე სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს,  რომ რეფორმა  აუციელებლია, თუმცა საზოგადოებრივ -;პოლიტიკური  გადაცემებისა და  შოუების  გარეშე მაუწყებლობა მესამე სექტორის წარმომადგენლებს დაუშვებლად მიაჩნიათ. 
წაკითხვა
როგორ განხორციელდება მაუწყებლის განვითარებისა და გარდაქმნის რეფორმა - სამეურვეო საბჭო მაუწყებლის ეფექტურობის კრიტერიუმებზე დისკუსიებს იწყებს
განახლებულია: 2017-02-10 20:16:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის ეფექტურობის კრიტერიუმებზე დისკუსიებს ორშაბათიდან დაიწყებს. ბორდი მიიჩნევს რომ პრიორიტეტები საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა დადგინდეს. სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება   მაუწყებლის განვითარებისა და გარდაქმნის რეფორმა. სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრის პარალელურად, არასამთავრობო სექტორსა და მედიაექსპერტებს შეხვდა მაუწყებლის მენეჯმენტი. რა კითხვები ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს რეფორმირების გეგმასთან დაკავშირებით და როგორია გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს ხედვა და არგუმენტები  - რატი ხვისტანი დეტალებით. 
წაკითხვა
ია ანთაძე: „ახალი ნიუსრუმის კონცეფცია მოითხოვს ახალ კვალიფიკაციებს“
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 19:21:00
ახალი ნიუსრუმის კონცეფცია მოითხოვს ახალ კვალიფიკაციებს, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა სეგმენტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა ის შეეჯიბროს იმ ტელევიზიებს, რომლებიც კონკურენციის პრინციპებზე არიან აგებული.„საინფორმაციო პროგრამა ჩვენ წარმოგვიდგენია ბევრად უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ასევე სხვა ფორმატის. გვინდა ასევე ახალი ნიუსრუმის ამუშავება, რომელიც იქნება უპრეცენდენტო. გვაქვს ხედვა და ეს ხედვა არ განსხვავდება დიდად იმისგან, რაც აქ დაგვხვდა ახალი ნიუსრუმის სახით“ - განაცხადა ია ანთაძემ.მისივე თქმით, ახალი ნიუსრუმის ამოქმედება დაიწყება იმ შენობაში, საიდანაც საზოგადოებრივი დღეს მაუწყებლობს და დასრულდება სხვა შენობაში. როგორც ანთაძემ აღნიშნა, მაუწყებელი იქნება სანდო ინფორმაციის შემქმნელი და მიმწოდებელი.ანთაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, საუბარია ბიუჯეტის დაზოგვაზე. მისი თქმით, ახალი გადაცემები 2018 წლის პირველი იანვრიდან ჩაეშვება, თუმცა რა ბიუჯეტისა და ხარისხის გადაცემები გავა, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა თანხა იქნება მობილიზებული საზოგადოებრივის ბიუჯეტში იმ დროისათვის.მისივე თქმით, ფილტრი ყველა გადაცემამ უნდა გაიაროს, მათ შორის, ეს ეხება საზოგადოებრივ რადიოს. როგორც ანთაძე ამბობს, საეთერო ბადეში დარჩება ის გადაცემები, რომლებიც აღმოჩნდება ლიდერი მაუწყებლობის ლიდერ პოზიციასთან.გარდა ამისა, ია ანთაძემ კადრების ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაცემების დახურვასთან ერთად, ესეც გამოიწვევს თანხების დაზოგვას.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აქციის მონაწილეების შენობაში შემოჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
განახლებულია: 2017-02-10 18:41:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების შენობაში შემოჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ,,აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანაგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს.”- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში. ინციდენტს ეხმაურებიან მაუწყებლის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ფაქტი შეაფასა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც
წაკითხვა
ყველამ ერთად შევქმნათ ფილტრი, რომელსაც გაივლის ყველა გადაცემა - ია ანთაძე „მოამბეში“
განახლებულია: 2017-02-10 18:39:00
„მოამბის“ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ უპასუხა.
წაკითხვა
შეხვედრის შედეგად შევთანხმდით, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა გადაცემის შეჩერება არ შეიძლება - ეკა გიგაური „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 18:10:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრის შესახებ მოამბის კითხვებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უპასუხა.
წაკითხვა
მაუწყებლისა და მისი პროდუქტის შეფასებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განსაზღვრა - რა საკითხები განიხილეს სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე
განახლებულია: 2017-02-10 18:07:00
დღეს მაუწყებელში სამეურვეო საბჭო შეიკრიბა. შეხვედრაზე ის ღონისძიებები განიხილეს რომელიც, რეიტინგიების გარდა, მაუწყებლისა და მისი პროდუქტის შეფასებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განსაზღვრას სჭირდება. პროცესში ,საბჭო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან გეგმავს. გადაწყვეტილება გუშინ მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრაზე, მას შემდეგ მიიღეს, რაც ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ შედგენილი გეგმა ეყრდნობოდა რეიტინგებს. შეფასების სხვა კრიტერიუმი კი მაუწყებელს აქამდე განსაზღვრული და დაკონკრეტებული არ აქვს. კრიტერიუმების დაკონკრეტებას და საბჭოს პასუხს მენეჯმენტი დაახლოებით ერთ კვირაში ელოდება. 
წაკითხვა
როგორ უნდა განვითარდეს და გარდაიქმნას საზოგადოებრივი მაუწყებელი - ახალი მენეჯმენტის შეხვედრა არასამთავრობოებთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 18:05:00
როგორ უნდა განვითარდეს და გარდაიქმნას საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამეურვეო საბჭოსთან გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ ახალი მენეჯმენტი დღეს, სამოქალაქო სექტორის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. მაუწყებლის სააქტო დარბაზში კითხვა-პასუხი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დასმული შეკითხვები და პასუხები ეხებოდა როგორც 3-წლიან გეგმას, ასევე მაუწყებელზე არსებულ ვითარებასა და პოლიტიკური გავლენების საკითხებს. 
წაკითხვა
გარდაქმნისა და განვითარების გეგმა - არასამთავრობოებისა და მედიაექპერტების შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან
განახლებულია: 2017-02-10 16:08:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არასამთვრობო სექტორსა და მედიაექპერტებს შეხვდა. განხილვის თემები მაუწყებელში განვითარებული მოვლენები და გენერალური დირექტორის მიერ შემუშავებული გარდაქმნისა და განვითარების 3- წლიანი გეგმა იყო.  მარიამ მენაბდე დეტალებით. 
წაკითხვა
როგორ უნდა დადგინდეს მაუწყებლის ეფექტურობის კრიტერიუმი - სამეურვეო საბჭომ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 16:06:00
სამეურვეო საბჭომ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. ბორდის წევრებმა გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯლეს, როგორ უნდა დადგინდეს მაუწყებლის ეფექტურობის კრიტერიუმი. მათ სკითხზე მსჯლეობის და შეხვედრების პროცედურები გაწერეს. გადაწყდა, რომ ტელევიზიის საქმიანობის და მისი გადაცემების ეფექტურობის კრიტერიუმები ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით დადგინდება. ბორდმა პირველადი გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა მიიღოს.  
წაკითხვა
ხმაური პლენარულ სესიაზე - ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით „არა მედიაზე შტურმს” გააკრა
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 16:04:00
ხმაური პლენარულ სესიაზე. ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით „არა მედიაზე შტურმს” გააკრა. მას მანდატურებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა დეპუტატებმა ბანერის გაკვრა მაინც მოახერხა. ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ინტერესებს“
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 14:48:00
არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის შესახებ მონაცემები წარმოადგინა,  რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4% იყო, ხოლო 2017 წლის დასაწყისში 1.6%. მისი თქმით, არხი ყოველკვირეულად კარგავს მაყურებელს და საჭიროა ცვლილებები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაზრის 15% მაინც დაიკავოს. "ჩვენ გვინდა ცვლილებები. ვფიქრობ, საზოგადოების დაკვეთაც ცვლილებებია, მაგრამ როგორც ეს ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, ბევრს არ სურს ცვლილებები", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ინტერესებს. „არხს, რომელსაც 1.85%-იანი რეიტინგი აქვს, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ან ოპოზიციას რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ექნება" - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ."საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "კონსტიტუციის 42-ე მუხლის", "მედიის განვითარების ფონდის" "ჯიპას", "სტუდია მონიტორის", "მედიაკლუბისა" და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს, მის მრჩევლებსა და არხის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს.
წაკითხვა
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 12:09:00
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ გარეშე პირებმა განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს.  
წაკითხვა
რა ვითარება იყო გუშინ, საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და შენობაში
განახლებულია: 2017-02-10 12:07:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში მიმდინარე აქციამ შენობის შიგნით მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც შეკრებულთა ნაწილმა ტელევიზიის ფოიეში შემოსვლა მოახერხა. მათ მაუწყებლის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა შენობის დატოვებისაკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს და განაცხადეს, რომ შენობას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე   არ დატოვებდნენ. რის გამოც ,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს ,,მოამბის” პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთების საშუალება მიეცათ. აღნიშნული მოვლენების პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 
წაკითხვა