უჩა ნანუაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ დარჩება მრავალფეროვანი მედიასაშუალებები, მათ შორის, კრიტიკული მედია
გამოქვეყნებულია: 2017-02-18 15:56:00
იმედი მაქვს, "რუსთავი 2" მალე გააგრძელებს მაუწყებლობას და იქნება ისეთივე დამოუკიდებელი და კრიტიკული, როგორიც იყო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ საპროტესტო მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხს. როგორც ნანუაშვილმა განმარტა, მედიაში არსებული გამოწვევები მხოლოდ „რუსთავი 2"-ს არ ეხება. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების დახურვაზე საუბარი, გარკვეულ კითხვებს იწვევს."სამწუხაროა პროცესები, რომელიც ქართულ მედიაში ბოლო პერიოდში ვითარდება. აქ არ არის მხოლოდ ერთი კომპანია, მედიამრავალფეროვნების კუთხით სერიოზული გამოწვევებია ბოლო პერიოდში, ეს სახეზეა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში კვლავ იქნება რეალური, დარჩება მრავალფეროვანი მედიასაშუალებები, მათ შორის კრიტიკული მედია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისივე განმარტებით, გარკვეული გამოწვევები არის ქართულ მედიაში და ეს არ ეხება მხოლოდ "რუსთავი 2"-ს. მისი თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემების დახურვაზე საუბარი, გარკვეულ კითხვებს იწვევს."სამწუხაროა პროცესები, რომელიც ქართულ მედიაში ბოლო პერიოდში ვითარდება. აქ არ არის მხოლოდ ერთი კომპანია, მედიამრავალფეროვნების კუთხით სერიოზული გამოწვევებია ბოლო პერიოდში, ეს სახეზეა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში კვლავ იქნება რეალური, დარჩება მრავალფეროვანი მედიასაშუალებები, მათ შორის კრიტიკული მედია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
წაკითხვა