გამოცემა “ლიდერები” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 12:44:00
გამოცემა “ლიდერები” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სორბონაში სწავლისას, როდესაც რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. “პოლიტიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და ყოველთვის მინდოდა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი.” პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა პატივი, საინტერესო გამოცდილება მიეღო კერძო სექტორში მუშაობით, სადაც ბევრ ნიჭიერ ადამიანს შეხვდა, მათ შორის თავის წინამორბედს.. "მე ვიცი, რა სჭირდება კერძო სექტორს ხელისუფლებისგან. ვიცი ბიზნესის ენა და ისიც, რა სჭირდებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა თაობას. “ერთი რამ უნდა გახსოვდეს: შენს ქვეყანას ისე უნდა ემსახურო, თითქოს საკუთარ ოჯახს ემსახურები და ხალხსაც ამგვარად უნდა მოექცე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგი მსმენელი. ბევრი ადამიანის რჩევას ვიღებ, მათ შორის საერთაშორისო ლიდერების", - ამბობს პრემიერი “ლიდერებთან” ინტერვიუში.
წაკითხვა