გიორგი მამაცაშვილი 2007-2008 წლებში ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-14 17:37:00
მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი 2007-2008 წლებში ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს. როგორც მამაცაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საქმეში
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიგი უგულავა და
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გოგი გეგეშიძე ფიგურირებენ.
აუდიოჩანაწერში საუბარი,
ტელეკომპანია „იმედიდან“ წამოსვლის სანაცვლოდ, ჟურნალისტებისთვის გარკვეული თანხის,
კერძოდ 200 000 დოლარის გადაცემას ეხება. „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის განცხადებით,
მის ხელთ არსებული მასალები მთავარ პროკურატურას ორშაბათს გადაეცემა, რის შემდეგაც
ის პროკურატურის ხელმძღვანელობას საქმის დეტალურ გამოძიებას სთხოვს.
წაკითხვა