საზოგადოებრივი
104.5 FM
ფრანგული მედია - ალჟირისა და ლიბანის დაზვერვამ საფრანგეთი მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ჯერ კიდევ 6 იანვარს გააფრთხილა
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 10:25:00
ალჟირის სპეცსამსახურები საფრანგეთის ხელისუფლებას მოსალოდნელი ტერორისტული შეტევის შესახებ ჯერ კიდევ 6 იანვარს აფრთხილებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი "iTELE" ავრცელებს.მედიასაშუალების ინფორმაციით, მანამდე არსებული ინფორმაციით, ლიბანის დაზვერვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ისლამური დაჯგუფებები საფრანგეთში ტერაქტებისთვის ემზადებიან. კერძოდ, ლიბანის სპესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ მოუწოდებენ მიიღონ ზომები მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე სატირული ჟურნალის რედაქციაზე განხორცილედა. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ომბუდსმენი "იდენტობის" ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს ეხმიანება
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 16:55:00
საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მუქარის ფაქტებს ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს  ირაკლი ვაჭარაძისა და "იდენტობის" სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები მიიღონ. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა, ორგანიზაცია "იდენტობის" ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძის მიერ სოციალური ქსელ Facebook-ზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მიმართულია როგორც უშუალოდ ირაკლი ვაჭარაძის, ასევე მთლიანად ორგანიზაცია "იდენტობის" წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლი დასჯადად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წაკითხვა
საფრანგეთი - მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 14:24:00
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა საფრანგეთია. პირდაპირ ეთერშია სპეც-ოპერაცია. ისმის სროლის ხმა. პოლიცია საგანგებო ღონისძიებებს ატარებს შეიარაღებული თავდამსხმელების ასაყვანად. ძმებმა, რომლებმაც 48 საათის წინ გაზეთის რედაქციაში 12 ადამიანი მოკლეს, დღეს დილით მძევლები აიყვანეს. დევნის ოპერაცია მიმდინარეობს დამარტენ ან გოელში, ეს არის ქალაქი პარიზიდან 35 კილომეტრის დაშორებით. ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს 32 წლის შერიფ კუაშს და მის ძმას საიდს, ერთი მძევალი ჰყავთ, უკვე დაიწყო მოლაპარაკებები. კადრებს  მსოფლიო მედიასაშუალებები გადმოსცემენ. ამ ქალაქიდან ზუსტად 12 კილომეტრში შარლ დეგოლის აეროპორტია. საფრთხის გამო  შეიცვალა ფრენების განრიგი. სიტუაციას პირადად აკონტროლებს საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობაშიც ჩართულია ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და ყველა ძალოვანი უწყება. რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ოლანდმა  გააკეთა პირველი განცხადება და თქვა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო თავდასხმის შესახებ. ქვეყანაში განგაშია, გამოცხადებულია უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ქალაქში, სადაც სპეცოპერაცია ტარდება 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პოლიციამ მათ სახლების დატოვება აუკრძალა.
წაკითხვა
მარტინ შულცი ანგელა მერკელს აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 13:34:00
საბერძნეთის ევროზონიდან გაშვების გეგმის გამო, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ანგელა მერკელი მკაცრად გააკრიტიკა. მარტინ შულცი საერთო სავალუტო სივრციდან საბერძნეთის გასვლის შესახებ დაწყებული დისკუსიების შეწყვეტას ითხოვს. ამავდროულად, გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერლინი ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნის ევროზონიდან გაშვების რეალურ სცენარს ახორციელებს. გერმანულ გაზეთ „დე ვოლტთან“ ინტერვიუში მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შესახებ დებატები და უპასუხისმგებლო სპეკულაციები უნდა შეწყდეს. გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, საბერძნეთის არჩევნებში რადიკალური მემარცხენე ძალების კოალიცია „სირიზას“ გამარჯვების შემთხვევაში, ანგელა მერკელი მოქმედების კონკრეტულ გეგმას ამუშავებს. „სირიზას“ ხელმძღვანელობა მკაცრი ეკონომიკური ზომების გაუქმებას ითხოვს.
წაკითხვა
პატრიარქი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს, თუმცა დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 20:27:00
დაბადებიდან 82 და ინტრონიზაციიდან 37 წელი -  საკუთარ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მშვიდობით იარაღოს“ სტუმარი იყო. ქვეყანაში არსებული სოციალური გარემო, გახშირებული ძალადობა, რუსეთთან ურთიერთობა და კონფლიქტის მოგვარების გზები ის თემებია, რომლებზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ვრცლად ისაუბრა. ილია მეორემ გააკრიტიკა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგი საჭიროა. ამავე გადაცემაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უმუშევრობის პრობლემას და საპატრიარქოს დაფინანსების თემასაც შეეხო.
წაკითხვა
კემერონს ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ვადაზე ადრე სურს
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 11:17:00
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის დაგეგმილ ვადაზე ადრე ჩატარებას შეეცდება. ამის შესახებ დევიდ კემერონმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „რეფერენდუმი 2017 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მოხარული ვიქნები, თუკი მისი უფრო ადრე ჩატარება გამოგვივა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. კემერონი პირობას დებს, რომ მაისის საყოველთაო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში, 2017 წლის ბოლოს  ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ თუკი კავშირის წევრი ქვეყნები მის მიერ შეთავაზებულ რეფორმებს დათანხმდებიან, ის ევროგაერთიანებაში ბრიტანეთის დარჩენის შესახებ აგიტაციას დაიწყებს.
წაკითხვა
გერმანია საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების ალბათობას განიხილავს
განახლებულია: 2015-01-04 20:49:00
გერმანიის მთავრობა ევროზონაში შემავალი ქვეყნების შესახებ პოზიციას ცვლის. გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ქვეყნის კანცლერი მზადაა დაუშავას იმის ალბათობა, რომ საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს. ბერლინში თვლიან, რომ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება, ფაქტობრივად, გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებში რადიკალი მემარცხენე ძალების კოალაცია გაიმარჯვებს.შეგახსენებთ, საბერძნეთმა მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაახლოებით 240 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.
წაკითხვა
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა - ევროკავშირი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 16:35:00
ევროკავშირი, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსული ტელეარხები აღარ მიიჩნევა პროფესიონალური ჟურნალისტური მუშაობის მაგალითად. მისივე განცხადებით, ევროკავშირში განხილვის სტადიაშია ალტერნატიული რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატივა, რომელიც ხარისხით ევროპულ არხს უნდა გაუტოლდეს და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს გადასცემს. ედგარს რინკევიჩსის თქმით, იდეას უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირის დაახლოებით 15-მა წევრმა ქვეყანამ.
წაკითხვა
ევროკავშირი ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 12:30:00
ევროკავშირი, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რუსულენოვანი ტელეარხის შექმნის ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ჟურნალ BussFeed News-თან ინტერვიუში განაცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსული ტელეარხები აღარ მიიჩნევა პროფესიონალური ჟურნალისტური მუშაობის მაგალითად. "რუსეთის ტელევიზია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აგრესიულად იქცევა და ამას ვეღარ ვუწოდებთ ნორმალურ ჟურნალისტიკას, რადგან ის, რაც რუსულ არხებზე ხდება, საინფორმაციო ომი და პროპაგანდაა", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა. მისივე განცხადებით, ევროკავშირში განხილვის სტადიაშია ალტერნატიული რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატივა, რომელიც ხარისხით ევროპულ არხს უნდა გაუტოლდეს და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ახალ ამბებს გადასცემს. ედგარს რინკევიჩსის თქმით, იდეას უკვე დაუჭირა მხარი ევროკავშირის დაახლოებით 15-მა წევრმა ქვეყანამ. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
დაღუპვამდე მამა ილიამ ნავში ადგილი ქალს და პატარა ბავშვს დაუთმო - რას წერს იტალიური მედია
გამოქვეყნებულია: 2015-01-02 20:25:00
ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ სასულიერო პირზე იტალიური მედია წერს. გამოცემა „რიფაბლიკ იტ“ ბორანზე მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მამა ილია კარტოზიას შესახებ საუბრობს. გადარჩენილი მგზავრის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი გაჩნდა, მამა ილია მას ამხნევებდა და ძალას მატებდა. „როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი. მამა ილიას ზურგჩანთაში ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, გემიდან გადმოყვანის დროს სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა“, - იხსენებს ირაკლი. როგორც გადარჩენილი მგზავრი ამბობს, წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდეს, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, სასულიერო პირმა მასთან მიახლოება ვერ შეძლო. ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდი უვნებლად გადარჩა. დაღუპული მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
წაკითხვა
კურიოზები პირველი არხის ეთერში
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 20:32:00
დეპუტატებს შორის დაპირისპირების თუ სხვა მოვლენების გაშუქების დროს ჟურნალისტები უხერხული მომენტებისგან არასდროს არიან დაზღვეული.გაჩვენებთ კადრებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ დღევანდელი დღისთვის გროვდება. ქეთევან ბერაიას მიერ მომზადებულ კოლაჟში ის პოლიტიკოსებიც მოხვდნენ, რომლებსაც საუბრის დროს კამერები გამორთული ეგონათ. კურიოზული შემთხვევები კადრს მიღმა და ზოგჯერ პირდაპირ ეთერშიც.
წაკითხვა
2014 წელს აჯამებს სამოქალაქო სექტორი
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 16:28:00
2014 წელს აჯამებს სამოქალაქო სექტორი. კამპანია "ეს შენ გეხება" ე.წ. მოსმენების კანონი და წლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი - ვის დარჩებოდა მოსმენების გასაღები. რა პრობლემები და მიღწევები იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რელიგიური უმცირესობების უფლებები, შრომითი უფლებები, გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით - ეს არის მთავარი პრობლემები, რასაც უფლებადამცველები გამოყოფენ.სახალხო დამცველის და არასამთავრობოების პოზიცია ვრცლად ნახეთ "მოამბის" მთავარ გამოშვებაში
წაკითხვა
"მოამბე" საახალწლო ფორმატით
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 16:20:00
დღეს საახალწლო ფორმატით გავა ეთერში "მოამბე". თქვენ პირველად ნახავთ სიუჟეტებს და იმ კადრებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაშია გადაღებული, მაგრამ ეთერში მხოლოდ საახალწლო დღეებში ხვდება, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და როგორები არიან პოლიტიკოსები მაშინ,. როდესაც კამერები წესით გამორთულია. დაელოდეთ კურიოზებს "მოამბის" მთავარ გამოშვებაში.  
წაკითხვა
როდის და რის გამო ჩხუბობდნენ დეპუტატები - 2014 წლის ქრონიკა ნახეთ "მოამბეში" 20 საათზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 12:38:00
2014 წელი განსაკუთრებით დატვირთული და დასამახსოვრებელი იყო პარლამენტისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ხაზი - ეს იყო ჩხუბი. ხელჩართული დაპირისპირება სხდომათა დარბაზში და საკომიტეტო მოსმენებზე. ყველაზე მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირება წლის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხდა, თუმცა დაძაბულობა იყო მთელი წელი. როდის და რის გამო ჩხუბობდნენ დეპუტატები - 2014 წლის ქრონიკა ნახეთ მოამბეში 20 საათზე.  
წაკითხვა
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები -"მოამბე" 20 საათზე დღეს განვლილ წელს შეაჯამებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 12:25:00
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები -"მოამბე" 20 საათზე დღეს განვლილ წელს შეაჯამებს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, დოკუმენტის რატიფიცირება, უელსის სამიტი, პრეზიდენტისა და პრემიერის მაღალი რანგის ვიზიტები, შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან და ევროპის პირველი პირები თბილისში. საგარეო და შიდა პოლიტიკური მოვლენები. ყველაზე გახმაურებული საქმეები, განაჩენები, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება და ხელისუფლება ალასანიას გუნდის გარეშე. ახალი რეალობა პარლამენტში, მწვავე განცხადებები, ექსპრემიერის მწვავე განცხადებები პრეზიდენტის მისამართით. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები 2014 წელს - „მოამბის“ გუნდი მუშაობს სიუჟეტებზე, რომელსაც „მოამბის“  მთავარ გამოშვებაში დღის ბოლოს ნახავთ.
წაკითხვა
სამი ახალი ვარსკვლავის გახსნა - პირველი ტელევარსკვლავები და ისტორია, რომელიც 58 წლის წინ დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:37:00
პირველი ტელევარსკვლავები და ისტორია, რომელოც 58 წლის წინ დაიწყო. მთაწმინდის პარკში სამი ვარსკვლავი გაიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, პირველი არხის ცნობილ ტელეწამყვანებს ჟანეტა არჩვაძეს, თენგიზ ნათაძეს და ნუგზარ ჯუღელს ვარსკვლავების ხეივანში უმასპინძლეს.საქართველოს პირველი ტელევიზია და შეხვედრა მონატრებულ ტელესახეებთან – მარიკა შალიკაშვილი არხის საიუბილეო ტრადიციის შესახებ გვიამბობს, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.
წაკითხვა
საზოგადოება "ივერია" რუსული არხების ტრანსლირების აკრძალვას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:15:00
"როსნეფტმა" ქართულ ბიზნესში პოზიციები უკვე გაიმყარა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსულ ტელევიზიებზე. საზოგადოება "ივერია" საქართველოში კონკრეტული მაუწყებლობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის და სპეციალური განცხადებით მთავარ პროკურორს მიმართავს. ბადაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში აქცენტი საინფორმაციო ომზე კეთდება. საზოგადოება "ივერია" რუსული არხების ტრანსლირების აკრძალვას საკანონმდებლო დონეზეც ითხოვს. ტელეპოლიტიკა ნახეთ რატი ხვისტანის სიუჟეტში .
წაკითხვა
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას აპირებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 16:26:00
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას აანონსებს. ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი საკუთარი სტუდიის შექმნას აპირებს, იქ მომზადებულ პროექტებს კი სხვადასხვა ტელევიზიას შესთავაზებს. როგორც ჟუარნალისტი განმარტავს, თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე არხთან, მათ შორისაა ტელეკომპანია ,,მაესტროც”. ყანდიაშვილი მითითებულ ტელევიზიაში ერთი კვირის წინ განვითარებულ მოვლენებსა და ჟურნალისტების ნაწილის წასვლასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ,,მაესტროსთან” თანამშრომლობის შემთხვევაში, მის მიერ მომზადებული გადაცემის რეიტინგი ნინო ჟიჟილაშვილის რეიტინგზე მაღალი იქნება. არხზე მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტი სწორედ დაბალ რეიტინგს უკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ,,მაესტრო” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და პროდიუსერებისა და რეპორტიორების ნაწილმა დატოვა. არხიდან წასულებმა გადაწყვეტილება ტელევიზიაში სწორედ კოკა ყანდიაშვილის მისვლით ახსნეს.   
წაკითხვა
ჯილდო პირველი არხის საინფორმაციო სამსახურს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 11:41:00
დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის ჯილდო პირველი არხის საინფორმაციო სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად, “ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2014 წლის ანგარიში წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიმდინარე წლის სამუშაობა დადებითად შეაფასა.
წაკითხვა
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანების სახელობის ვარსკვლავები მთაწმინდის პარკში დღეს გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 10:17:00
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანების სახელობის ვარსკვლავები მთაწმინდის პარკში დღეს გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს პირდაპი ეთერში „მოამბის“ 12 -საათიან გამოშვებაში იხილავთ. ქვეყნის სატელევიზიო მაუწყებლობის მთავარ ანძასთან ჟანეტა არჩვაძის, თენგიზ ნათაძისა და ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება. დღეს გადაცემა „სამოთხის ვაშლები“ ეთერში არა სტუდიიდან არამედ მთაწმინდის პარკიდან გადის ეთერში. რა ხდება იქ, როგორ მიმდინარეობს მზადება გადაცემისთვის  და ვარსკვლავების გახსნისთვის -გადაცემის ერთ- ერთი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ისაუბრებს. 
წაკითხვა