საზოგადოებრივი
104.5 FM
თამარ ბერუჩაშვილი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს
განახლებულია: 2015-01-31 16:15:00
თამარ ბერუჩაშვილი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებები "მოამბისთვის" "ამერიკის ხმამ"  ვაშინგტონში ჩაწერა. ბერუჩაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს უარი არ უთქვამს აბაშიძე-კარასინის დიალოგზე და სავაჭრო ურთიერთობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს აუდიოჩანაწერი რადიო "თავისუფლებამ" საკუთარ ქართულენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მედიასაშუალებისთვის გაუგებარია თუ რა ინტერპრეტაციაზე საუბრობდა გუშინ საგარეო უწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, თარგმანში ნათქვამი იყო ზუსტად ის, რაც ბერუჩაშვილმა განაცხადა.   
წაკითხვა
სოროსი და ლევი - სააკაშვილმა კორუფცია სახელისუფლებო მონოპოლიად აქცია
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:01:00
ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი და ფრანგი პოლიტიკური ჟურნალისტი ბერნარ-ანრი ლევი უკრაინის პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილ სიტუაციას საქართველოში 2004 წელს განვითარებულ მოვლენებს ადარებენ. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სოროსი და ლევი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო რევოლუციონერი ლიდერი, რომელმაც კორუფცია პირველმა აღმოფხვრა, მაგრამ საბოლოოდ თავად აქცია სახელმწიფო მონოპოლიად. სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ ჩაანაცვლა ახალი კადრებით საგზაო პოლიცია, რომელიც მძღოლებისგან ქრთამის აღებით იყო დაკავებული. „ბატონი სააკაშვილი რევოლუციონერი ლიდერი იყო, რომელმაც ჯერ აღმოფხვრა კორუფცია, მაგრამ შემდგომში ის სახელისუფლებლო მონოპოლიად აქცია. ამის საპირისპიროდ, უკრაინაში არის მონაწილეობითი დემოკრატია, რომელიც არა ერთ კონკრეტულ ლიდერს, არამედ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს ეფუძნება. დემოკრატიული ქვეყნები წინ ნელა მიიწევენ, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში, ეს შეიძლება მათი უპირატესობაც კი აღმოჩნდეს“, - წერია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
წაკითხვა
„9+1“ - ივანიშვილი ყოფილ ხელისუფლებაზე ფილმის გადაღებას ანონსებს
განახლებულია: 2015-01-29 20:27:00
„9+1“ - ექსპრემიერი ყოფილ ხელისუფლებაზე ფილმის გადაღებას ანონსებს. დაგეგმილია ფილმების მომზადება მოქმედ მთავრობაზეც. ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი სატელევიზიო ინტერვიუ დილიდან პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. „მოქალაქის“ დამფუძნებელი მთავრობის საქმიანობით კმაყოფილია, თუმცა პირველად საუბრობს პრემიერმინისტრის გამოწვევაზე და ისევ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ექსპრემიერის კრიტიკის სამიზნე გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელებიც, რამაც ადრესატები განსაკუთრებით გააღიზიანა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ივანიშვილის ორგანიზაცია ლომჯარია-კოჟორიძე-გიგაურის საქმიანობაზე კვლევას ატარებს.     გიორგი ფუტკარაძის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
რას ურჩევს ივანიშვილი ღარიბაშვილს და რა შენიშვნები აქვს მარგველაშვილთან
განახლებულია: 2015-01-29 12:25:00
რა რჩევას აძლევს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს და რა შენიშვნები აქვს საქართველოს პრეზიდენტთან - ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შესახებ ექსპრემიერმა „ტელეიმედის“ ეთერში ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, თავისი უფლებამოსილებები გადაჭარბებით წარმოადგინოს. რაც შეეხება პრემიერს, ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი გამოწვევა სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ნათესავები იყო. თუმცა, ივანიშვილის თქმით, მოქმედმა პრემიერმა ამ თვალსაზრისით საზოგადოების აზრი გაითვალისწინა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას ამ ეტაპზე გამორიცხავს. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მას საზოგადოების ნდობა აქვს და მისი დარჩენა ხელისუფლებაში ქვეყნისთვის საზიანო იქნება. ყოფილი პრემიერის განცხადებით, თუ საზოგადოება ხელისუფლებას გააკონტროლებს, მიიღებს ისეთ მთავრობას, როგორიც სურს.
წაკითხვა
ექსკლუზიურად „არენაში“ - „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე
გამოქვეყნებულია: 2015-01-26 21:20:00
ზუსტად 22:30 საათზე „სპორტული არენა“ დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტული გადაცემა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას დაეთმობა. დავით მინაშვილის გადაცემაში თქვენ ექსკლუზიურ ინტერვიუს იხილავთ თურქული „ქასიმფაშას“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან. 90-წუთიანი სპორტული ეთერი პირველ არხზე საღამოს 22:30 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
ექსკლუზივი: ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი - ალექსანდრე ვერშბოუ
გამოქვეყნებულია: 2015-01-26 21:08:00
„მოამბის“ მიერ ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ - ქეთი ქარდავა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა. ჩვენმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ვერშბოუს თბილისში მოახლოებული ვიზიტის, უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ დაუსვა კითხვები. ინტერვიუდან შეიტყობთ, როდის გაიხსნება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი თბილისში და როგორ აფასებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას სტოლტენბერგის მოადგილე, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნეს.
წაკითხვა
„კრიმინალები თუ შვილები“ - დღეს, პირველ არხზე - კორტების სპეცოპერაციის დღემდე უცნობი დეტალები
გამოქვეყნებულია: 2015-01-26 20:11:00
სანამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდებიან, საზოგადოება დღეს 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, 2006 წელს ჩატარებული კორტების სპეცოპერაციის დღემდე უცნობ დეტალებს გაეცნობა. „კრიმინალები თუ შვილები“, - ასე ჰქვია მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებულ ფილმს, რომელიც მეორე არხის ეთერში 21:30 საათზე, 22:00 საათზე კი პირველ არხზე გავა. ახალი მოწმეები და ახალი გარემოებები: როგორც ანონსიდან ხდება ცნობილი, გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება იმ მნიშვნელოვანმა მოწმემ, რომლის შესახებ იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ფილმის ავტორებთან ინტერვიუში საუბრობდა.
წაკითხვა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2015-01-24 17:13:00
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტ „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, საჯარო ლექციები გაიმართა ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო აქტივობის შესახებ. კონკურსის წესით შერჩეულ 20 სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცა. პროექტი 2015 წელსაც გაგრძელდება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ახალი ჯგუფის შესაქმნელად კონკურსი უკვე გამოაცხადა.
წაკითხვა
ღარიბაშვილმა „სი-ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში უკრაინის კრიზისზე ისაუბრა
განახლებულია: 2015-01-24 16:15:00
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა „სი-ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის შესახებაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დროს აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
წაკითხვა
სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” ახალი დირექტორი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2015-01-20 13:47:00
ფრანგულ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” ახალი დირექტორი ჰყავს. რედაქციას ტერაქტის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი კარიკატურისტი ლორან სურისო უხელმძღვანელებს. კარიკატურისტს საავადმყოფოდან დღეს გამოწერენ. ტერორისტული თავდასხმის დროს ის მხარში დაიჭრა.  სატირულ ჟურნალზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პირველი ნომრის 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მასზე თვალცრემლიანი წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო გამოსახული, წარწერით “ყველაფერი მიპატიებია- მე შარლი ვარ”.
წაკითხვა
Times-ი ობამასა და კემერონის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 17:35:00
გამოცემა „თაიმსმა“ ამერიკის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერის ერთობლივი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც, ძირითადად, უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებზეა, რომლებიც ბრიტანეთს, ამერიკასა და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ეხება. ობამამ და კემერონმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილეს ყურადღება: პირველი - ერთობლივი ძალებით ამერიკისა და ბრიტანეთის ეკონომიკის გამყარება, გლობალური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით; მეორე დემოკრატიული ღირებულებების დაცვაა. ლიდერები ამბობენ, რომ არ შეუშინდებიან ექსტრემიზმს. მესამე საკითხი კი რუსეთს ეხება. ობამა და კემერონი წერენ, რომ ისინი ისევ აღუდგებიან წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში.
წაკითხვა
გამოცემა “ლიდერები” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 12:44:00
გამოცემა “ლიდერები” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სორბონაში სწავლისას, როდესაც რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. “პოლიტიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და ყოველთვის მინდოდა,  მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი.” პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა პატივი, საინტერესო გამოცდილება მიეღო კერძო სექტორში მუშაობით, სადაც ბევრ ნიჭიერ ადამიანს შეხვდა, მათ შორის თავის წინამორბედს.. "მე ვიცი, რა სჭირდება კერძო სექტორს ხელისუფლებისგან. ვიცი ბიზნესის ენა და ისიც, რა სჭირდებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა თაობას. “ერთი რამ უნდა გახსოვდეს: შენს ქვეყანას ისე უნდა ემსახურო, თითქოს საკუთარ ოჯახს ემსახურები და ხალხსაც ამგვარად უნდა მოექცე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგი მსმენელი. ბევრი ადამიანის რჩევას ვიღებ, მათ შორის საერთაშორისო ლიდერების", - ამბობს პრემიერი “ლიდერებთან” ინტერვიუში. 
წაკითხვა
ჟურნალ “შარლი ებდოს” ახალი ნომერი დღეს გამოვა
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 10:05:00
პარიზში ტერაქტის შემდეგ, პირველად, დღეს ყოველკვირეული სატირული ჟურნალის “შარლი ებდოს” ახალი ნომერი გამოვა.  ჟურნალის ახალი რედაქტორის ჟერარ  ბიარის განცხადებით, ჟურნალი, 60- ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3 მილიონი ეგზემპლარი გამოვა და ის 14 ენაზე ითარგმნება. ჟურნალის ყდაზე თვალცრემლიანი მუჰამედის კარიკატურა იქნება გამოსახული წარწერით - “ყველაფერი მიპატიებია, მე შარლი ვარ”. მისი ავტორი ფრანგი კარიკატურისტია, რომელმაც ამ ფორმით გარდაცვლილ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადა.  “მე ვწუხვარ, რომ ის ჩვენ კიდევ ერთხელ დავხატეთ, თუმცა ამჯერად, ჩვენ მიერ დახატული მუჰამედი არის მუჰამედი, რომელიც ტირის“, –განაცხადა ჟურნალის ახალმა რედაქტორმა.   
წაკითხვა
"გაპატიე"- მუჰამედ წინასწარმეტყველის მორიგი კარიკატურა Charlie Hebdo-ს გარეკანზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-13 19:53:00
სატირული ჟურნალის ახალი ნომერი სახელწოდებით "გაპატიე"-ხელმისაწვდომი რადენიმე საათში გახდება. მკითხველი  ოთხშაბათის მოლოდინშია, ჟურნალი  "შარლი ებდო" 3- მილიონიანი ტირაჟით გამოვა. ახალი ნომრის პირველ გვერდზე მუჰამედ წინასწარმეტყველს ხელში უჭირავს "თვითერის" ტრენდი "მე ვარ შარლი" - რომელსაც შვიდი მილიონი გაზიარება აქვს. მისი ავტორი კი ფრანგი კარიკატურისტია. მან ამ ფორმით გამოუცხადა სოლიდარობა გარდაცვლილ კოლეგებს. სოლიდარობის დედაქალაქში დღეს  სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი პოლიციელი დაკრძალეს. გლოვაა იერუსალიმშიც. გიორგი ფუტკარაძე და თამთა რუხაძე აქცენტს კიბერთავდასხმაზეც გააკეთებენ-ტერორისტების სამიზნე ამერიკის შეიარაღებული ძალების ვებგვერდი  გახდა. გიორგი ფუტკარაძე მოგვითხრობს
წაკითხვა
"ყველაფერი გაპატიეთ, მე ვარ შარლი" – ასეთი წარწერით გამოქვეყნდება ჟურნალის ახალი ნომერი
გამოქვეყნებულია: 2015-01-13 10:29:00
"ყველაფერი გაპატიეთ, მე ვარ შარლი" – ასეთი წარწერით გამოქვეყნდება ჟურნალის ახალი ნომერი. მომხდარი ტერაქტის შემდეგ ჟურნალი ხვალ მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდება. გამოცემის თანამშრომლების თქმით, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მუშაობა რთულია, თუმცა გამომცემლობა საქმიანობას აუცილებლად განაგრძობს.
წაკითხვა
მილიონიანი ტირაჟი მილიონიანი მარშის შემდეგ - „შარლი ებდო“ ტირაჟს აოთხმაგებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 20:07:00
მილიონიანი მარშის შემდეგ, მილიონიანი ტირაჟი - ტრაგიკული 7 იანვრის შემდეგ, ჟურნალი Charlie Hebdo ტირაჟს აოთხმაგებს. გუშინ პარიზი მსოფლიოს დედაქალქად იქცა, სოლიდარობის მარშის მეორე დღეს კი ქვეყანაში 10 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა. მათ ებრაული სკოლებისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დაცვა დაევალათ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი კი, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაშია. „როიტერი“ ავრცელებს კადრებს, თუ როგორ გადაკვეთა თურქეთის საზღვარი ძებნილმა ქალბატონმა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბუმედიენი თურქეთში მადრიდიდან შევიდა.რატი ხვისტანის პირდაპირი რეპორტაჟი პარიზიდან.
წაკითხვა
გიორგი ოვაშვილი „როიტერთან“ ოსკარზე წარდგენილი მისი ფილმის შესახებ საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 17:46:00
ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოსკარზე წარდგენილი საკუთარი ფილმის შესახებ საუბრობს. რეჟისორი უცხოური ფილმის ნომინაციაში წარდგენილი სხვა ნამუშევრების ავტორებს წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოსკარზე ორი ფილმით წარდგენა უკვე გამარჯვებაა. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოსკარის პრეტენდენტ 7 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა დასახელებული. ოსკარის საბოლოო ნომინანტები 15 იანვარს გამოვლინდებიან.
წაკითხვა
52 ადგილი, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწვიოთ - საქართველო „ნიუ იორკ ტაიმსის“ რეიტინგში
გამოქვეყნებულია: 2015-01-11 13:43:00
„52 ადგილი, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწვიოთ“ - გამოცემა New York Times-ი ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს. სპეცრეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს.
წაკითხვა
საბერძნეთში რადიოწამყვანს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 16:38:00
საბერძნეთში რადიოწამყვანს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. სპორტული პროგრამის წამყვანი იანის კალოიანისი უცნობმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა, თუმცა რადიოწამყვანმა, ზურგში მიყენებული ჭრილობის მიუხედავად, მაუწყებლობა გადაცემის დასრულებამდე განაგრძო. შემდეგ მას სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს. კალოიანისის განცხადებით, თავდამსხმელი სტუდიაში პერიოდულად მიდიოდა და მათ გადაცემის მსვლელობის დროს პრობლემებს უქმნიდა. სამართალდამცველებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს.
წაკითხვა
საფრანგეთის პოლიცია ტერორისტის თანამზრახველ ქალს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 10:30:00
საფრანგეთის პოლიცია ვინსენსის გარეუბანში მდებარე მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტის თანამზრახველ ქალს ჰაიათ ბუმედინს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედინი ეჭვმიტანილია სროლაში, რომლის შედეგად პოლიციელი ქალი დაიღუპა. ფრანგული მედიის ბოლო მონაცემებით, ვინსენსის გარეუბანში მდებარე  მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. AFP-ის ცნობებით, მძიმედ არის დაჭრილი ოთხი ადამიანი. ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი გუშინ ერთდროულად დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული არიან.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა