საზოგადოებრივი
104.5 FM
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში - რამდენად თავისუფალია მედია საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-04-29 20:50:00
მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონემ ბოლო 10 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, - ასეთია კვლევის შედეგი, რომელსაც ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების მხრივ ვითარების გაუარესება ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ და მედიის შემზღუდავი კანონების მომრავლებამ გამოიწვია. ახალ ანგარიშში საქართველოს 48 ქულა აქვს და 93-ე ადგილზეა, რითაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. კვლევა ჯამში 197 ქვეყანას მოიცავს. მოწინავე პოზიციებზე მყოფი ქვეყნები და კვლევის შედეგები - „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნანა საჯაია ესაუბრა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს.
წაკითხვა
საქართველოში ხელმოწერილი მემორანდუმი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 20:28:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე "როიტერი" წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია "გილეადი" საქართველოში სადემონსტრაციო პროექტს ახორციელებს, რომლითაც მსოფლიოს არწმუნებს, რომ დაავდების აღმოფხვრა შესაძლებელია. "როიტერი" "გილეადის" წარმომადგენლის ინტერვიუსაც აქვეყნებს, სადაც გრეგ ალტონი უფასოდ გასაცემი ძვირად ღირებული პრეპარატების: სოვალდისა და ჰარვონის ეფექტურობაზე მიუთითებს. ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2015 წელს პირველ ეტაპზე მედიკამენტებს 5 000 პაციენტი მიიღებს, შემდეგ ეტაპზე კი პრეპარატებით 20 000 პაციენტი უფასოდ ისარგებლებს. "როიტერის" ინფორმაციით, უპრეცედენტო პროექტით საქართველო დაავადების აღმოფხვრისთვის საცდელი ადგილი გახდება. შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას თბილისში სამი დღის წინ საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი. როგორც დღეს ხდება ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებული მოქალაქეების რეგისტრაციას 28 აპრილს დაიწყებს. 
წაკითხვა
გახმაურებული მკვლელობა და დაპირისპირება ხარძიანის პირველ და მეორე ოჯახებს შორის - რას ნახავს მაყურებელი დღევანდელ "პირველ სტუდიაში"
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 20:20:00
რა ახალი გარემოებებია გამოვლენილი ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში და რატომ უპირისპირდება ბიზნესმენის პირველი ოჯახი მეორე ოჯახს - ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელზეც "პირველ სტუდიაში" ისაუბრებენ. გადაცემის ანონსს ეკა მიშველაძე გაგვაცნობს.
წაკითხვა
გადაცემა „კომუნიკატორი“ და საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი „ოქროს ფრთის“ მფლობელები გახდნენ
გამოქვეყნებულია: 2015-04-23 20:54:00
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გამართა. „ოქროს ფრთის“ ლაურეატები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჯილდო გადაცემა „კომუნიკატორს“ და მის ავტორსა და ერთ-ერთ წამყვან სერგი გვარჯალაძეს გადაეცა. წლის სპორტულ ჟურნალისტად კი საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე დასახელდა. 2015 წელს „ოქროს ფრთით“ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ბიზნესმენები და მეცენატები ჯილდოვდებიან. ნომინანტები ჟიურის 12-კაციანმა ჯგუფმა აარჩია. წელს ჯილდო 18 ნომინაციაში გაიცა.
წაკითხვა
mediachecker.ge - ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია
გამოქვეყნებულია: 2015-04-20 17:49:00
mediachecker.ge  - ახალი ვებპორტალი, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტების ანალიზის შედეგები დაიდება. ვებგვერდის მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად დააკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებსა და საავტორო სვეტებს დაამზადებს. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია გრამატიკული შეცდომების ბაზა, სადაც სიტყვების სწორი და არასწორი ფორმებია მითითებული. პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. პროექტის ფინანსური პარტნიორები არიან „დოიჩე ველეს“ აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
წაკითხვა
დაპირისპირება ქართულ სპორტულ მედიაში - ჟურნალისტები გია გორგოძეს აკრიტიკებენ
გამოქვეყნებულია: 2015-04-17 20:52:00
დაპირისპირება თუ კომუნიკაციის პრობლემა ქართულ სპორტულ მედიაში - მასმედიის წარმომადგენლები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს აკრიტიკებენ. რა გამოხმაურება მოჰყვა ასოციაციის სამწლიან მუშაობას და როგორ აფასებს ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი მისი შემცვლელის დღევანდელ საქმიანობას. 
წაკითხვა
ასურელი ქრისტიანების დევნა - "პირველ სტუდიის" ერთ-ერთი მთავარი თემა
გამოქვეყნებულია: 2015-04-17 20:10:00
თოქ-შოუს წამყვანი ეკა მიშველაძე  გადაცემის თემებისა და სტუმრების შესახებ.
წაკითხვა
საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესა
გამოქვეყნებულია: 2015-04-15 11:26:00
საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2015 წლის ანგარიშში საქართველოს 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი უკავია. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სომხეთი 78-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი 152-ე, აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილს იკავებს. შარშან პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველოს 84-ე ადგილი ჰქონდა განსაზღვრული. ახალი ანგარიში ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრესის თავისუფლების ინდექსში პირველი ხუთი ადგილი ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს და შვედეთს უკავია, ბოლო – 180-ე ადგილზე კი ერიტრეაა.
წაკითხვა
შეიზღუდება თუ არა სუიციდის შემთხვევების განხილვა მედიაში
გამოქვეყნებულია: 2015-04-03 20:29:00
რჩევა მედიას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელისგან - დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს.  მსგავს პოზიციას იზიარებენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ფსიქიატრების ნაწილი, რომლებიც კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან. სწორედ სუიციდის და მკვლელობების ფაქტების გაშუქებას დაეთმო საბჭოსთან გამართული დღევანდელი სამუშაო შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი პოზიციის მიზეზები განმარტა.   
წაკითხვა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ნეპოტიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
გამოქვეყნებულია: 2015-03-28 20:42:00
კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია "აი-დი-ეფ-აის" მიერ გავრცელებულ პუბლიკაციას ეხმაურება. კომისიის თავმჯდომარე ნეპოტიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, არც ერთი პირი, რომელზეც აქცენტი გაკეთდა, კომისიის წევრის ნათესავი არ არის. აბაშიძის თქმით, ყველა მათგანი დასაქმდა მანამ, სანამ მოხდებოდა კომისიის წევრთა შემადგენლობის განახლება და ახალი თავმჯდომარის არჩევა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეორგანიზაციის აუცილებლობაზეც საუბრობენ. 
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლების რეგიონულ კონფერენციაზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-26 17:24:00
საზოგადოებრივი მაუწყებლების რეგიონული კონფერენცია-სემინარი დასრულდა. კონფერენციაზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ორი დღის განმავლობაში განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები იყო. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტებიც. კონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან, ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ჩაატარა.
წაკითხვა
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინიციატივით
განახლებულია: 2015-03-25 12:26:00
პირველად თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური, სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები - ეს არის ღონისძიების სახელწოდება. თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ 6 ქვეყნის მაუწყებელთა წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და განიხილავენ ერთობლვ პროექტებს. 
წაკითხვა
პოლიტიკური პარტიების ახალი რეიტინგი პარასკევს გახდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 20:16:00
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს პარასკევს გამოაქვეყნებს. რამდენიმე დღით ადრე IRI -ს წარმომადგენლებმა მონაცემები უკვე გააცნეს "თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს. ხვალ კი ისინი "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან გეგმავენ შეხვედრას.შედეგები მედიისთვის უცნობია, თუმცა სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიების ჩამონათვალში "ქართული ოცნება" ლიდერობს ხმათა 36 პროცენტით.მას "ნაციონალური მოძრაობა" მოსდევს 14 პროცენტით. შემდეგ ადგილზეა "თავისუფალი დემოკრატები"- 10 პროცენტით, "ლეიბორისტები" -  6 პროცენტით, "დემოკრატიული მოძრაობა" -5 პროცენტით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5 პროცენტით,"თავისუფალ დემოკრატებში ". მათი განცხადებით, კვლევის შედეგები დამაიმედებელია, პარტია და პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მოწინავე რიგებს იკავებენ. კვლევის საბოლოო შედეგები საზოგადოებისათვის პარასკევს გახდება ცნობილი.  
წაკითხვა
ქართული ჟურნალისტიკა 196 წლისაა
გამოქვეყნებულია: 2015-03-21 20:59:00
ქართული ჟურნალისტიკა 196 წლისაა. 1819 წლის  21 მარტს დაიბეჭდა პირველი ქართული გაზეთი.  "საქართველოს გაზეთი" პუბლიცისტური გამოცემა იყო  და პერიოდულად იბეჭდებოდა. მოგვიანებით გაჩნდა "დროება" და "ივერია".საუკუნის დასაწყისში კი ამუშავდა რადიო.1956 წლის 28 დეკემბერს გაზეთმა "კომუნისტმა" თბილისში ტელესტუდიის გახსნა დააანონსა. მუშაობა დაიწყო თბილისის ტელეცენტრმაც, რომელიც გადაცემებს დღეგამოშვებით, შემდეგ კი ყოველდღე ამზადებდა.ქართული ჟურნალისტიკის დღე ქვეყანაში 1993 წლიდან აღინიშნება.მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მიულოცეს. 
წაკითხვა
საქართველოს კონსული თურქულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-17 16:37:00
საქართველოს კონსული თურქულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. პრესამ გაავრცელა ინფორმაცია,, რომ სტამბულში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა მოლდოველ სტილისტ ირინა ბერეზინას სცემა. ჟურნალისტის ვერსიით, ინციდენტი სტილისტის სახლში მოხდა. ქართველმა დიპლომატმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცხვირი დაუზიანა. "ვიკამათეთ, ასაშვილმა ყვირილი და ცემა დამიწყო. ცხვირში დამარტყა. ვიგრძენი რომ ძვალი გატყდა, იმდენად მაქვს დაზიანებული, რომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა მჭირდება", - განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა მოლდოველმა გოგონამ. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს. განცხადება გააკეთა თავად ასაშვილმაც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მომხდარს. ადასტურებს, რომ მოლდაველ სტილისტთან მეგობრობს, დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს და მისი თქმით, მისი მეგობარი ქალიც აღშფოთებულია. დიპლომატი ამბობს, რომ ფაქტს არ დატოვებს რეაგირების გარეშე.
წაკითხვა
"დაივიწყეთ ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი" - სოციალური ქსელების ახალი სპორტული ინტერნეტ-ჰიტი
გამოქვეყნებულია: 2015-03-03 20:46:00
უკრაინელი ფეხბურთელი ალექსანდრ ნოიოკი წამყვანი სპორტული გამოცემების გმირია. ამონარიდი ინგლისური "მირორიდან" :  "დაივიწყეთ ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი და თვალი ადევნეთ ვიდეოს. ამ ფეხბურთელს ასეთი ეპიზოდისთვის ოსკარი ეკუთვნის". ეს შემთხვევა-სიმულაცია, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში პირველ მარტს დაფიქსირდა,როდესაც დონეცკის "მეტალურგი" ლვოვის "კარპატს" ხვდებოდა. "მეტალურგის" 22 წლის ფეხბურთელი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა ყვითელი ბარათი მიიღო და ამ ეპიზოდით ინტერნეტ- საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყურადღება დაიმსახურა.
წაკითხვა
სათხილამურო მედიატურნირი სვანეთში
გამოქვეყნებულია: 2015-02-23 18:27:00
სვანეთში სათხილამურო მედიატურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მედიის 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო. ვაჟებს შორის პირველი ადგილი „პალიტრა ტი-ვის“ წარმომადგენელმა დაიკავა, გოგონებს შორის კი „ჯი-დი-ესის“ წარმომადგენელმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ. ტურნირის დასრულების შემდეგ, კონცერტი გაიმართა. მედიატურნირში საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდიც მონაწილეობდა.
წაკითხვა
მედიის თავისუფლების მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა - კვლევის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2015-02-12 13:10:00
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ახალ კვლევას აქვეყნებს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა. 2015 წელს საქართველო ამ მხრივ 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2014 წელს 84-ე, ხოლო 2013 წელს მე-100 პოზიციაზე იყო. პირველ ხუთეულშია ფინეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები და შვედეთი. ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა. კვლევაში 152-ე პოზიციაზეა რუსეთი.
წაკითხვა
„ხელმწიფე“ - სსმ-ის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მორიგ ნამუშევარს მაყურებელი ხვალ იხილავს
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 20:39:00
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კიდევ ერთ ნამუშევარს ხვალ პირველი არხის მაყურებელი იხილავს. ეს არის რეჟისორ შალვა შენგელის მიერ გადაღებული დოკუმენტური დრამა, სახელწოდებით - „ხელმწიფე“, რომელიც სოფელ წრომში სტალინის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა აგებული. ახალგაზრდობა ძეგლის სოფლიდან გადატანას ითხოვს, სოფლის მეორე ნაწილი კი ინიციატივას აპროტესტებს. გადამღებ ჯგუფს დღეს ლიზა ციციშვილი შეხვდა.
წაკითხვა
„ნიამორი 2015“ გუდაურში
გამოქვეყნებულია: 2015-02-08 17:42:00
„ნიამორი 2015“ გუდაურში - სამთო-სათხილამურო სპორტში შეჯიბრი მედიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. ტურნირში პირველი არხის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირი უკვე მეათედ გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ორგანიზაცია „სპორტი ყველასთვის“, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ.
წაკითხვა