სოროსი და ლევი - სააკაშვილმა კორუფცია სახელისუფლებო მონოპოლიად აქცია
გამოქვეყნებულია: 2015-01-29 21:01:00
ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი და ფრანგი პოლიტიკური ჟურნალისტი ბერნარ-ანრი ლევი უკრაინის პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილ სიტუაციას საქართველოში 2004 წელს განვითარებულ მოვლენებს ადარებენ. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სოროსი და ლევი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო რევოლუციონერი ლიდერი, რომელმაც კორუფცია პირველმა აღმოფხვრა, მაგრამ საბოლოოდ თავად აქცია სახელმწიფო მონოპოლიად. სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ ჩაანაცვლა ახალი კადრებით საგზაო პოლიცია, რომელიც მძღოლებისგან ქრთამის აღებით იყო დაკავებული. „ბატონი სააკაშვილი რევოლუციონერი ლიდერი იყო, რომელმაც ჯერ აღმოფხვრა კორუფცია, მაგრამ შემდგომში ის სახელისუფლებლო მონოპოლიად აქცია. ამის საპირისპიროდ, უკრაინაში არის მონაწილეობითი დემოკრატია, რომელიც არა ერთ კონკრეტულ ლიდერს, არამედ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს ეფუძნება. დემოკრატიული ქვეყნები წინ ნელა მიიწევენ, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში, ეს შეიძლება მათი უპირატესობაც კი აღმოჩნდეს“, - წერია „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
წაკითხვა