საზოგადოებრივი
104.5 FM
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მესამე ტურის კონკურსანტებს პილოტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-05 18:49:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მესამე ტურის კონკურსანტებს პილოტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომაზე მიიღეს. აპლიკანტები პროექტების საპილოტე ვერსიებს, 9 ივნისის ნაცვლად, 16 ივნისს წარმოადგენენ, რის შემდეგაც კომისია შეაფასებს და შეარჩევს მათგან საუკეთესო ნამუშევრებს, პროექტების განხორციელების შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიიღებს.ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგი ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში სულ 153 პროექტი შემოვიდა, აქედან 37 მეორე ეტაპზე გადავიდა, რომელიც კანდიდატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებას გულისხმობდა.  მესამე ტურში სულ 15 პროექტი მოხვდა, 3 პროექტთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან, გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადდეს პილოტები აღნიშნულ 3 პროექტზე: „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი, რომლებსაც კომისია შეაფასებს მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების საპილოტეებთან ერთად. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევ კომისიას თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-05 14:59:00
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევ საპარლამენტო საკონკურსო კომისიას“ თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს.კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით და დადგენილების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი); თინათინ რუხაძე (მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი); არნოლდ სტეპანიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე); ოთარ ტატიშვილი (ექიმი და ტელეწამყვანი); ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი, სტუდია „123-ის“ დამფუძნებელი); მარინე ჩიტაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი); თამაზ ჯოლოგუა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი). საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 29 მაისს გამოცხადდა. 
წაკითხვა
ქართული ღვინის სადეგუსტაციო მარანში ჟურნალისტ ზვიად თხელიძის საღამო გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-03 19:37:00
ქართული ღვინის სადეგუსტაციო მარანში ჟურნალისტ ზვიად თხელიძის საღამო გაიმართა. გარდაცვალებიდან  ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტის მეგობრებმა ზვიად თხელიძის სახელობის 5 სახეობის 160 ბოთლი ღვინო და არაყი ჩამოასხეს.საღამოზე ჟურნალისტის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და ზვიად თხელიძე გაიხსენეს.სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსხმული ღვინის შეძენა ნებისმიერ მსურველს ღვინის მარან, "ოლდ მარანში" შეეძლება.ზვიად თხელიძე 2016 წლის 28 მაისს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ის ხადას ხეობაში, საავტორო სიუჟეტზე მუშაობის დროს დაიღუპა.
წაკითხვა
ახალი დეტალები აფგან მუხტარლის საქმეში - ადვოკატები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-03 17:24:00
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატები მთავარ პროკურატურას ჟურნალისტის სქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრეს. როგორც ​პემატ კარიმლიმ განაცხადა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ოთხმა პირმა დააკავა, რომელთაგან სამი საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული, ხოლო ერთს სამოქალაქო სამოსი ეცვა. გარდა ამისა, კრიმლის ინფორმაციით, მუხტარლის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სხვა მანქანაში გადასვეს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ პირები რომლებმაც ის დააკავეს, პერიოდულად, რეკავდნენ და ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ. მისივე თქმით, მუხტარლი აზერბაიჯანულ მხარეს ნეიტრალურ საზღვარზე გადასცეს და ოფიციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტით არ უსარგებლიათ.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატები, ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, ითხოვენ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშილი არ გამორიცხავს, თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა.ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გა
წაკითხვა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2017-06-01 20:47:00
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა. დეპუტატებმა დადგენილების პროექტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს და დოკუმენტი 90 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს.  საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით და დადგენილების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი); თინათინ რუხაძე (მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი); არნოლდ სტეპანიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე); ოთარ ტატიშვილი (ექიმი და ტელეწამყვანი); ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი, სტუდია „123-ის“ დაფუძნებელი);
წაკითხვა
თეა წულუკიანი - სწრაფად უნდა დადგინდეს, რა მოხდა აფგან მუხტარლის საქმეზე, ვინაიდან ეს ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 23:00:00
გამოძიება იქნება სირთულეებით აღსავსე, მაგრამ წინ უნდა წავიდეს და მაქსიმალურად სწრაფად,  ეფექტიანად დადგინდეს, რა მოხდა,  - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქმე  ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს.  მისივე თქმით, მოსაფიქრებელი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ აზერბაიჯანის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ყოფნისას მსგავს ვითარებაში არ აღმოჩნდეს. თეა წულუკიანის აზრით, კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებენ იმის მტკიცებისგან, რომ მომხდარში რომელიმე ქართველი ოფიციალური პირი შეიძლება იყოს გარეული, ვინაიდან, მინისტრის შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელია.როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ის ფაქტი, რომ აფგან მუხტარლი სხვა ქვეყანაში იმყოფება, საქმის გამოძიებას გაართულებს. „საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას.  ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ  - ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც, გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აფგან მუხტარლის ამბავი თავად და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა 30 მაისს, დღის მეორე ნახევარში შეიტყვეს. „უშუალოდ ეს ფაქტი არის ძალიან უსიამოვნო. სამართლებრივ ენაზე რაც ირკვევა, ამ ეტაპზე ალბათ უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულად. სწორე
წაკითხვა
პარლამენტის დღევანდელი სხდომის სრულ ვიდეოჩანაწერს საზოგადოებრივის მეორე არხის ეთერში 21:30 საათიდან შემოგთავაზებთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 21:15:00
საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის სრულ ვიდეოჩანაწერს საზოგადოებრივის მეორე არხის ეთერში 21:30 საათიდან შემოგთავაზებთ.  საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ექსკლუზიურად სთავაზობს რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივის პირველ და მეორე არხებზე, ასევე საზოგადოებრივი რადიოს ორივე არხზე: FM 102,4 და FM 100,9 სიხშირეებზე. ამის გამო, 31 მაისს, 4, 8, 13 და 18 ივნისს, პირველი და მეორე არხის საეთერო ბადეში ცვლილებებია, ასევე მეორე არხზე საქართველოს პარლამენტიდან ტრანსლაციები გადაიცემა შეცვლილი პროგრამირების პირობებში. შესაბამისი სატელევიზიო პროგრამა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ქვეყნდება ერთი კვირით ადრე. რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება თბილისსა და ქუთაისში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ტარდება 31 მაისს, 4 და 8 ივნისს, პლეიოფები 13 ივნისს, ფინალები 18 ივნისს.U-20 #რაგბი მსოფლიო ჩემპიონატი - მატჩების განრიგი
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა - არხზე კადრების და ხელფასების შემცირება იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 15:07:00
საზოგადოებრივის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა. ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება. რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება. „რუსთავი 2“- ზე შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს. უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რაც შეეხება გენერალური დირექტორის პოზიციას, ნიკა გვარამიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. როგორც ცნობილია, არხზე უკვე დაიხურა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა აცნობეს მაყურებელს. თუმცა უკავშირდება თუ არა ფაქტი არხზე შესაძლო რეორგანიზაციას, ჯერ უცნობია.
წაკითხვა
ექსკლუზიურად საზოგადოებრივზე - 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში
გამოქვეყნებულია: 2017-05-30 15:45:00
პირველად საქართველოში  20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში! ახალგაზრდა ბორჯღალოსნები  მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორის!ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია  ექსკლუზიურად საზოგადოებრივზე!საზოგადოებრივი 31 მაისიდან სპორტის მოყვარულებს რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს.31 მაისს საქართველოში სტარტს აიღებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი რაგბიში. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირში მსოფლიოს  12 საუკეთესო ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ნაკრები.31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხზე ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გაიმართება.  მაყურებელი ასევე, რეგულარულად ეთერში იხილავს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემებს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი 31 მაისიდან სპორტის მოყვარულებს რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-30 15:09:00
საზოგადოებრივი 31 მაისიდან სპორტის მოყვარულებს რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს.31 მაისს საქართველოში სტარტს აიღებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი რაგბიში. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირში მსოფლიოს  12 საუკეთესო ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ნაკრები.31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხზე ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იქნება.  მაყურებელი ასევე, რეგულარულად ეთერში იხილავს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემებს. მსოფლიოს ნაკრებები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:A ჯგუფი - ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა B ჯგუფი - ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია, იტალიაC  ჯგუფი - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, არგენტინა, საქართველო31 მაისს პირველი ტურის მატჩების განრიგი ასეთია:12:50 -  ახალი ზელანდია-შოტლანდია /პირველი არხი/12:50 -  ინგლისი-სამოა /მეორე არხი/15:20
წაკითხვა
„მოამბე“ 26 მაისს - უწყვეტი ეთერი რუსთაველის გამზირიდან
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 09:57:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და საზოგადოებრივი რადიოს ეთერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა. 08:00 საათიდან მაუწყებლობას საზოგადოებრივის ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი რუსთაველის გამზირიდან უწყვეტი ეთერის რეჟიმში განახორციელებს. რუსთაველის გამზირზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონიდან „მოამბის“ დღის გამოშვება 11:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 13:30 საათზე მაყურებელს განსხვავებულ ფორმატს შესთავაზებს - რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სპეციალური სტუდიიდან მაყურებელს მაუწყებლის სახეები ნინო ზაუტაშვილი, რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი მიესალმებიან. რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული პავილიონიდან საზოგადოებრივი 17:00 საათამდე იმაუწყებლებს. ეთერში გავა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის „სიტყვების თამაში“, სადაც საზოგადოება შეძლებს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით მომზადებული კროსვორდი შეავსოს და ინტელექტუალურ თამაშებში ჩაებას. გადაცემებში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ის ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას, ვინც საზოგადოებრივის პავილიონს ესტუმრება და სურვილს გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს პროექტში „მე, შენ, ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. „ის, რაც გვაერთიანებს“ - ამ სლოგანით მომზადდა სპეციალური სტუდია, სადაც მსურველები ჩაწერენ სტროფებს რუსთაველის პოემიდან. ვიდეორგოლები განთავსდება პირველი არხის ვებგვერდზე.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი რუსთაველის გამზირზე - ფოტორეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2017-05-26 09:46:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი, რუსთაველის გამზირზე, ერთიანი ლოკაციაა და ექვს სივრცედ არის დაყოფილი. პავილიონთან მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სახალხო პროექტში - ჩაწერონ „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე სტროფი. საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის მნიშვნელოვან მოვლენას უერთდება პროექტით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. მაუწყებელი ამ ფორმით აღნიშნავს რუსთაველის 850 წლის იუბილეს და პასუხობს 26 მაისის მთავარ კონცეფციას - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადდება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს მთელი საქართველოდან.
წაკითხვა
რა ხდება საზოგადოებრივის პავილიონთან - დრონით გადაღებული ვიდეომასალა
განახლებულია: 2017-05-26 09:10:00
რუსთაველის გამზირზე 26 მაისის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მზადების პროცესშია საზოგადოებრივის პავილიონი, რომელიც დაყოფილია ექვს სივრცედ. პავილიონთან მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ითამაშონ, ჩაწერონ „ვეფხისტყაოსანი“, მიიღონ მონაწილეობა სახალხო პროექტში. მათ წარმოდგენა შეექმნებათ, როგორ იქმნება სატელევიზიო და რადიოპროდუქტი და სურვილის შემთხვევაში, თავად გახდებიან ამ პროცესების თანამონაწილე. 
წაკითხვა
ის, რაც გვაერთიანებს - დამოუკიდებლობის დღე საზოგადოებრივზე (გზამკვლევი)
განახლებულია: 2017-05-26 09:06:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის აქტუალურ მოვლენას უერთდება პროექტით - „ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. მაუწყებელი ამ ფორმით აღნიშნავს რუსთაველის 850 წლის იუბილეს და პასუხობს 26 მაისის მთავარ კონცეფციას - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.ამ დღის აღსანიშნად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთაველის გამზირზე სპეციალურად შექმნილი პავილიონი განათავსა. ამით მაუწყებელი ერთგული რჩება მისიის - ყოველთვის იყოს სახალხო მოვლენის ეპიცენტრში და ხელმისაწვდომი საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისთვის. პავილიონი ერთიანი ლოკაციაა, რომელიც დაყოფილია ექვს სივრცედ. პავილიონთან მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ითამაშონ, ჩაწერონ „ვეფხისტყაოსანი“, მიიღონ მონაწილეობა სახალხო პროექტში. მათ წარმოდგენა შეექმნებათ, როგორ იქმნება სატელევიზიო და რადიოპროდუქტი და სურვილის შემთხვევაში, თავად გახდებიან ამ პროცესების თანამონაწილე. 
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - თქვენ მთხოვთ, ვიყო BBC და თავად არ ჰგავხართ ვესტმინსტერის პარლამენტს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 19:07:00
თქვენ მთხოვთ, ვიყო BBC და თავად არ ჰგავხართ ვესტმინსტერის პარლამენტს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ასე მას შემდეგ მიმართა, რაც მათი ნაწილის მხრიდან გამოითქვა პრეტენზიები მაუწყებლის მუშაობასთან და იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რომ შექმნან კარგი პროდუქცია. გრიგოლ გოგელიას გაღიზიანება ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებებს მოჰყვა. გიორგი გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებზე ისაუბრა.„გადაცემა "გააგრძელე საქართველოს ისტორია", რომელზეც რატომღაც იყო დავა, რომ გავაჩეროთო, ყველაზე ყურებადი იყო. ანგარიშში კი ჩამოთვლილია გადაცემები და კითხეთ აქ რომელიმეს, საერთოდ თუ უნახავთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.სწორედ ამ განცხადებას უპასუხა გრიგოლ გოგელიამ. „ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხყოფა იმ ჩემი თანამშრომლების, ვინც მუშაობენ ჩემთან, შრომობენ და ცდილობენ, შექმნან კარგი პროდუქცია. ჩვენც ვცდილობთ, ქვეყანა ავაშენოთ, მაგრამ ჯერ ასე არ არის. არც ეს პარლამენტი არის იმ სიმაღლეზე ასული, როგორც ვესმინსტერის პარლამენტია. ახლა თქვენ მე მთხოვთ რომ BBC ვიყო და თქვენ თვითონ არ ჰგავხართ ვესტმინსტერის პარლამენტს. ვმუშაობთ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ცხრა წლის განმავლობაში დაღმა რომ დადიოდა, ერთ წელიწადში შესაძლებელია აღმა წავიდეს და ნომერ პირველი მედია გახდეს? არ არის ასე, ვინც ამას გეტყვით, უბრალოდ მოგატყუებთ", - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა გამოცდილების და მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 18:31:00
ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა მისი გამოცდილების და მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის კითხვას, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა, როდესაც ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა მხარი. „2017 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩეული იყო ვასილ მაღლაფერიძე, ის მანამდე იყო GDS-ის 2030-ზე და სერიოზული კითხვები არსებობს მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და როდესაც ირჩევდით მას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით და ეს არის თუ არა ერთ -ერთი ფაქტორი იმისა, რომ თქვენს მიმართ ნდობა არის ნაკლები”, - ჰკითხა სერგო რატიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე, სადაც გრიგოლ გოგელიამ მაუწყებლის 2016 წლის ანგარიში წარადგინა. როგორც გრიგოლ გოგელიამ აღნიშნა, ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა გამოცდილების და მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. "რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. ვასილ მაღლაფერიძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა, ეს ბიოგრაფიიდანაც ჩანდა და ინტერვიუებშიც განაცხადა. მას ჰქონდა თავისი პოლიტიკური პოზიცია და ჩემი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქის ინსტიტუტი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ სხვადასხვა თემებთან მიმართებაში მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მოსაზრებები. ჩამოაყალიბოს ეს მოსაზრებები, მათ შორის იდეოლოგიური, ეს არის მისი უფლება და გარკვეული მორალური ვალდებულებაც კი. ახლა რას ვამბობთ, რომ ადამიანს, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობა ჰქონდა, არ შეიძლებოდა აგვერჩია? სხვა ადამიანებს თავისი მსოფლმხედველობა არ ექნებოდათ? ჩვენ გვარეგულირებს ნორმები და შიდა ნორმატიული აქტები. ის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი მსოფლმხედველობა, თუ დაარღვევს იმ წესებს, კანონებს, ნორმატიულ აქტებს, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რაიმე დაარღვია თუ არა. ჩვენ დავუშალოთ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი დამოკიდებულებები? ვასილ მაღლაფერიძის არჩევა მოხდა გამოცდილებითა და მის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. 
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - როდესაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობაზე, ამის განხილვა მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით არ შეიძლება
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 18:08:00
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2016 წლის ანგარიში განიხილეს. კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგით და ნდობის ხარისხით. "საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით ნდობაც და რეიტინგიც საკმაოდ დაბალია. მესმის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად შეიძლებოდა ჰქონოდა პრობლემა რეიტინგთან დაკავშირებით, თუმცა თქვენი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით არის ნდობის ხარისხი. 2013 წელს ბევრად მაღალი რეიტინგისა და ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა ამ დროისთვის ეს ინდექსი დაბალია", - განაცხადა რატიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ამ შეფასებას არ დაეთანხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია. გრიგოლ გოგელიას განცხადებით, როდესაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობაზე, ამის განხილვა მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით არ შეიძლება. „ნდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სხვათა შორის, ჩვენი კვლევების მიხედვით, მაუწყებლის მიმართ ნდობა გაზრდილია და ამას წარმოგიდგენთ კიდეც. როდესაც ნდობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ეს განვიხილოთ მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით. ეს ნდობა ინგრეოდა დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ დაგვხვდა დანგრეული ნდობა. ამიტომაც დავიწყეთ რეფორმა. მივხვდით, რომ ორგანიზაციული და ინსტიტუციური რეფორმის და მუშაობის პრინციპების შეცვლის გარეშე შეუძლებელია ისეთი საინფორმაციო პროდუქტის წარმოება, რომელიც მაღალ რეიტინგს დადებს. მაღალი რეიტინგის აწევა არ გულისხმობს მარტო კარგი პროდუქციის წარმოებას. იმისთვის, რომ ბაზრის წილი მოიპოვო, გულისხმობს არაერთ სხვადასხვა აქტივობას, დაწყებული მარკეტინგული კომუნიკაციებიდან, დამთავრებული სხვა თემებით",  - განაცხადა გოგელიამ. ამ განცხადების საპასუხოდ სერგო რატიანი დაინტერესდა, რატომ არ მოხდა ხუთი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად ნდობის ამაღლება, რაზეც გოგელიამ უპასუხა, რომ სერგო რატიანი ტყუოდა. "თქვენ ტყუით, როდესაც ხუთ წელზე საუბრობთ, რადგან ხუთი წელი არ არის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვარ", - განაცხადა გოგელიამ. 
წაკითხვა
"წიგნების თარო" კადრს მიღმა - ყველაზე აზარტული და ინტელექტუალური თამაში
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 18:50:00
​საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი "წიგნების თაროა". გადაცემამ მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და საზოგადოებას უნიკალური ბავშვები გააცნო. აქ მთავარი ლიტერატურაა. ემოციების მოზღვავება, დრამატული წუთები, კონკურენცია და მოგზაურობა ლიტერატურულ სამყაროში - ეს ერთი დიდი თავგადასავალია, რომელსაც გადაცემის ჩაწერის დროს შეხვდებით. ​დავიწყოთ მოგზაურობა კულისებში.ვიდეორეპორტაჟი კულისებიდანგადაცემის ჩაწერის პროცესი"წიგნების თაროს" ოპერატორებიგადაცემის წამყვანი სანდრო ლორთქიფანიძესტუდის ხედი მეორე სართულიდანგადაცემის მთავარი ღილაკი 
წაკითხვა
საქართველოს პირველი რადიო 92 წლისაა
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 15:54:00
საქართველოს პირველი რადიო დღეს იუბილარია. 92 წლის წინ ამიერკავკასიის ქვეყნებში პირველმა მაუწყებლობა სწორედ საქართველოს რადიომ დაიწყო. "საზოგადოებრივი რადიოს" თანამშრომლებისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიმბოლური საჩუქრები მოამზადა, გაიჭრა სადღესასწაულო ტორტიც. პირველი გადაცემა რადიოს ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 15:54:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები ორ ჟანრში (მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტივი და მელოდრამა) გამოვლინდა.მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის ჟანრში გამარჯვებული ილია ჯიბღაშვილის და ბესო სოლომონაშვილის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ გახდა, მელოდრამის ჟანრში კი კონკურსში სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის „ლივლივმა“ გაიმარჯვა.სცენარების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში სულ 45 განაცხადი შემოვიდა, მეორე ტურში კი 15 გადავიდა. სცენარების შესაფასებლად და შესარჩევად შექმნილი კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული, კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე თავმჯდომარეობდა. კომისია საუკეთესოდ დასახელებული სცენარების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რომელიც  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისიამ რეკომენდაცია გასცა წარმოებაში ჩაშვებულ პროექტებზე მოსამზადებელი სამუშაოების დროის ორი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
წაკითხვა