საზოგადოებრივი
104.5 FM
ევროპის მაუწყებელთა კავშირი საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიესალმება
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 19:14:00
ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიესალმება საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლებიც შეეხება სარეკლამო შეზღუდვების მოხსნას, შესყიდვების გამარტივებას, ასევე გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებების გამიჯვნას.როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის ინგრიდ დელტერნეს წერილშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბევრი რამ გააკეთა მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, რაც სრულად მხარდაჭერილია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ, მან აჩვენა თვალსაჩინო პროგრესი და წარმოდგენილი სამართლებრივი ცვლილებები გააძლიერებს ამ პოზიტიურ ტენდენციას.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომენტარები, რომელიც დაფუძნებულია სამართლებრივ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე, კანონთან დაკავშირებული განხილვებისთვის სასარგებლო იქნება.ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოთ დამატებითი ექსპერტიზა და დახმარება“,- აღნიშნულია ინგრიდ დელტენრეს წერილში.ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზი
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ვითხოვთ, როგორც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 18:39:00
ჩვენ იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ვითხოვთ, როგორც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილების შესახებ მსჯელობდნენ.ვასილ მაღლაფერიძემ შესყიდვების გამარტივების აუცილებლობაზე ისაუბრა.„კომერციულ ბაზარზე ვმოქმედებთ, ჩვენ შესყიდვები გვაქვს. რაღაცა შესყიდვებისთვის ფული უნდა დავაგროვოთ, სხვა თანხას არავინ არ მოგვცემს.ეს ჩვენი ფულია, მიცემულია კანონმდებლობაში 0.14 პროცენტი და ჩვენთვის ამ ფულის ჩამორთმევა სრულიად ალოგიკურია.პირიქით, ეს ფული უნდა დავზოგოთ ორი-სამი წლით, რომ შესყიდვა განვახორციელოთ და უამრავი საჭირო რამ ვიყიდოთ.რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს ხშირად შესყიდვებიდან გასვლას იწვევს, არავითარი კანონიდან არ გავდივართ. თავის დროზე ეს კანონის ლაფსუსი იყო“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გადაცემების შესყიდვა დაახლოებით იმავე პრინციპით ხდება, როგორც ცემენტის ან სხვა ინვენტარის; რეალურად კი საუბარია სერიალის, გადაცემის შესყიდვაზე, აქ უპირატესია ფასი, მაგრამ ეს შეუსაბამო ვითარებას წარმოქმნის. „დღეს, ჩვენს მიერ გადაცემის შესყიდვა დაახლოებით ისე ხდება, როგორც ცემენტი  ვიყიდოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ძალიან მოხერხებულია ინვენტარის შესასყიდად  და ამ ფორმატში კატეგორიულად ვჯდებით და არავითარ შეღავათს არ ვითხოვთ.როცა საუბარია სერიალის, გადაცემის შესყიდვაზე და აქ უპირატესია ფასი, მაგრამ ეს შეუსაბამო ვითარებას წარმოქმნის.ეს არა მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, არამედ თეატრების და ა.შ. 
წაკითხვა
ეკა ბესელია - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 22 ივნისიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 17:06:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 22 ივნისიდან დაიწყება.როგორც სამუშაო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე ბესელიამ განაცხადა, დღეს შეჯერება პრინციპების დონეზე მოხდება, ინიცირება კი ხუთშაბათიდან, 22 ივნისიდან დაიწყება.ბესელიას ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის ეს ვერსია მთავრობასთან გაიარა და პროექტს მათი მხარდაჭერა აქვს.სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა ზურაბ დეკანოიძემ ცვლილებების არსი განმარტა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი არსი ეხება შესყიდვების ნაწილს, ბორდსა და არხის ხელმძღვანელობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნას, ასევე სარეკლამო შეზღუდვებს.ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა,  მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-17 16:56:00
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილების შესახებ სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.შეხვედრას ესწრება მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.როგორც შეხვედრის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა,  მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.„საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და მეორე მხრივ, ამის საფუძველზე მუშაობა უფრო მოქნილი იყოს.ეს არის სამუშაო ტიპის ცვლილებები, რომლებიც მთელ რიგ ნაწილში დააჩქარებს, გააუმჯობესებს და უფრო ეფექტიანს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.ვნახოთ, კანონმდებლები რაზე შეჯერდებიან. ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება. დღეს გადაწყდება როდის მოხდება ცვლილებების ინიცირება.დღეს გვაქვს პირველი ღია სამუშაო შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ყველა ერთად დავინახავთ როგორ წარიმართება საკანონმდებლო საქმიანობა“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.ცვლილებები  უკავშირდება სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის  უფლებამოსილებების, რეკლამისა და მაუწყებლის ფინანსურ მხარეს.
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - ინტერნეტპლატფორმები იმდენად იზრდება, ჩვენ იქ ვიმარჯვებთ, 10 მილიონი ნახვა ცოტა არ არის
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 19:51:00
ინტერნეტპლატფორმები იმდენად იზრდება, რომ ჩვენ იქ კარგად ვართ, ჩვენ იქ ვიმარჯვებთ, 10 მილიონი ნახვა ცოტა არ არის - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც მაუწყებლის რეიტინგით დაინტერესდნენ. გრიგოლ გოგელიას თქმით, სატ​ელევიზიო რეიტინგებთან დაკავშირებით კი, ჩარჩო-ინდიკატორებია შექმნილი. „ბატონი გვეუბნება, თქვენ „ნაციონალებს“ უჭერთ მხარსო და ვერ დავეთანხმები, არ ვიცი, მონიტორინგმა რა ქნა, ჩვენ ხომ წუთები და წამები გვაქვს? ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნები ობიექტურად ჩაატარა. სხვათა შორის, ჩვენთან საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობდნენ და მათაც აღნიშნეს, რომ არასოდეს ყოფილა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ შედეგით და არა ვარაუდით. ვარაუდებით როგორ გესაუბროთ? თუ დაცული არ იქნება, შემდეგ ვისაუბროთ. ეს პროექტები ჯერ ხომ არ გაკეთებულა? რაც შეეხება რეიტინგებს, ჩარჩო ინდიკატორები შევქმნით, სადაც რეიტინგი ერთ-ერთი ნაწილია. ყურადღება მხოლოდ რეიტინგზე არ გამიმახვილებია, ვთქვი ხარისხი, ზეგავლენა, წვდომა, სადაც ერთ-ერთი ნაწილია მხოლოდ რეიტინგი, რადგან ინტერნეტპლატფორმები იმდენად იზრდება, რომ ჩვენ იქ კარგად ვართ, ჩვენ იქ ვიმარჯვებთ. 10 მილიონი ნახვა ცოტა არ არის“, - განაცხადა გოგელიამ.
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია „წითელი ზონისა“ და „ინტერვიუს“ შესახებ - ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, ეს იმ დროს მაქვს დაფიქსირებული, ვიდრე ვასილ მაღლაფერიძეს აირჩევდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 19:39:00
ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, ეს იმ დროს მაქვს დაფიქსირებული, ვიდრე ვასილ მაღლაფერიძეს აირჩევდნენ - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც მაუწყებელზე რადიო „თავისუფლების“ პროექტების „წითელი ზონისა“ და „ინტერვიუს“ დახურვის შესახებ პრეტენზია გამოთქვეს. „სალომე ასათიანის პროექტი ჩვენს დროს განხორციელდა და ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი. გავიგეთ, რომ კარგი ჟურნალისტია, არაჩვეულებრივი განათლება ჰქონდა და ა.შ. მაგრამ ნახეთ, საქმე რაშია. ჩვენი პოლიტიკა ერთი ზოლი იყო პოლიტიკური სხვადასხვა ფორმატები, სხვადასხვა სახეები. ჩემთვის ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. თუ რატომ არ გაამართლა, გეტყვით. ეს ბორდზეც მაქვს დაფიქსირებული. სხვათა შორის, იმ დროს მაქვს დაფიქსირებული, სანამ ვასილ მაღლაფერიძეს აირჩევდნენ. ამაზე საუბარი საერთოდ არ იყო. ეს მართვასთან და პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება. პირველი საკითხი - პოლიტიკურ ზოლზე, ორ არხსა და რადიოზე 16 პროექტი გვქონდა. 16 სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა გვქონდა. ამ რაოდენობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა BBC-ზე არ არის, არათუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რესურსი ნაწილდება და ფრაგმენტირდება. ისედაც ბევრი კვალიფიციური კადრი იმდენად არ გვყავს, რომ გარდა წამყვანისა, მის უკან კვლევითი, ანალიტიკური ნაწილები იყოს, რომლებიც მათ ეხმარებიან ინფორმაციის მოპოვებაში, სწორი დღის წესრიგების განსაზღვრაში, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებთან, პოლიტიკურ-საკითხებთან თუ საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ის თანხა, რაც 16 გადაცემისთვის იხარჯება, შემცირებული რაოდენობის პროდუქტზე დაიხარჯოს, ოღონდ მოხდეს მისი გამრავალფეროვნება ოპერაციული მართვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გოგელიამ პარლამენტში. გოგელიამ განმარტა, რომ მაუწყებელი პროდუქტს საკუთარი ძალებით შექმნის. „შევქმენით ანალიტიკური სამსახური, რომელიც მთელ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოემსახურება, ეს ის სამსახური იქნება, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს თვითონაც შექმნის და დაეხმარება, როგორც ახალი ამბების სამსახურს, ასევე, სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსზე რვა განაცხადი შევიდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 13:54:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებულ ღია კონკურსზე განაცხადი რვა მსურველმა შეიტანა. ესენი არიან: დავით ცინცაძე - კინორეჟისორი, იურისტი; გიორგი იაკობაშვილი - ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი; აკაკი გიგინეიშვილი - იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი; ია მამალაძე - ჟურნალისტი; მიხეილ მრევლიშვილი - ტელევიზიისა და კინოს რეჟისორი; ლელა ფირალიშვილი - ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი; პაატა სურგულაძე - აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი (მეორადი ფაკულტეტი), მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის ასპირანტი, ისტორიის კათედრის დოქტორანტი. ავთანდილ კახნიაშვილი - იურისტი.მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა 13 ივნისს ამოიწურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 მაისს გამოსცა.  საკონკურსო კომისიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი)
წაკითხვა
„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლებას“ შორის გადაცემების მომზადების შესახებ ხელშეკრულებას ვადა ეწურება
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 17:11:00
„საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონას“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ეწურება. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ 5 ივნისს გაუგზავნა.შეტყობინების მიხედვით, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ ეცნობა, რომ ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან.
წაკითხვა
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა გვარამია წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 16:44:00
ნიკა გვარამია წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან ტელეკომპანიაში გამართული თათბირის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტელეკომპანიაში რჩება და არ მიუღია გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა მერის არჩევნებში მონაწილეობას.„ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია, ვრჩები „რუსთავი 2“-ში. ნიკა გვარამია წასვლასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შესაძლოა, გია ყარამანიშვილმა შეცვალოს. საზოგადოებრივის ჟურნალისტის ინფორმაციით,  ტელეკომპანია" რუსთავი 2"-ში დღეისთვის დანიშნული თათბირიც სწორედ ამ თემას ეხება.8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
წაკითხვა
იან კელი - ვფიქრობ, „რუსთავის 2“-ის ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 15:23:00
ვფიქრობ, ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიაგარემოს საქართველოში და აქ არის ყველაზე თავისუფალი მედიაგარემო რეგიონში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს და ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემცირებას“, - განაცხადა იან კელიმ.ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შესაძლოა, გია ყარამანიშვილმა შეცვალოს. საზოგადოებრივის ჟურნალისტის ინფორმაციით,  ტელეკომპანია" რუსთავი 2"-ში დღეისთვის დანიშნული თათბირიც სწორედ ამ თემას ეხება.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი ამ წუთებში მიმდინარეობს.8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
წაკითხვა
ქიბარ ხალვაში - ნიკა გვარამიას წასვლით ჩემთვის არაფერი იცვლება
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 12:46:00
ნიკა გვარამიას წასვლით ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეს“ განუცხადა. ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა.„საკუთრების უფლების აღდგენას ახლა წყვეტს სტრასბურგის სასამართლო და სახელმწიფო, ქართულმა სასამართლომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დირექტორად გია ყარამანიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ყარამანიშვილი არის უკვე სააკაშვილის მსხვერპლი, რა ფორმაში იქნება და რა თანამდებობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას. პროცესები ლოგიკური გაგრძელებაა იმის რაც აქამდე ხდებოდა. არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე დასრულდეს. გასაკვირია აქამდე როგორ გაძლეს ერთად“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი 13:30 საათზე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თათბირზე გახდება ცნობილი, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნიკა გვარამია.8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
წაკითხვა
არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ში დაგეგმილ თათბირს ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 12:24:00
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი 13:30 საათზე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თათბირზე გახდება ცნობილი, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნიკა გვარამია.ტელეკომპანიაში უკვე მოვიდნენ მაია ასათიანი, დიანა ჯოჯუა, „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი დღეს 21:00-საათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ, მაყურებელს დაემშვიდობება.
წაკითხვა
პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის დირექტორის შესაძლო ცვლილება, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო, ქიბარ ხალვაშის მხარისთვის არაფერს ცვლის
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 12:18:00
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგოც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება, ამიტომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის შესაძლო ცვლილება, ხალვაშის მხარის ინტერესებზე გავლენას არ მოახდენს. „აუცილებელი და საჭიროა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრში ცვლილებების ასახვას დაველოდოთ. დირექტორის ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენი მხარის ინტერესებზე, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგორც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება. მანამდე უფლებამოსილებას ისევ განახორციელებენ ყარამანიშვილები. ჯერჯერობით, ყარამანიშვილები, ტელეკომპანია „საქართველო" და ნატა ნიჟარაძე არიან რეგისტრირებული როგორც პარტნიორები. ეს ადამიანები „რუსთავი 2"-ის წილის რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან და სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ბატონი ქიბარ ხალვაშის რეგისტრაცია წილების მესაკუთრედ, ამის შემდეგ შეძლებს ის მიიღოს გადაწყვეტილება მენეჯმენტთან თუ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაატა სალიამ.8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
წაკითხვა
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა გვარამია ჯერ თავის ადგილზე რჩება და მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 11:28:00
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა საზოგადოებრივთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას თანამდებობა, ჯერჯერობით, არ დაუტოვებია. „ნიკა გვარამია, ჯერ თავის ადგილზე რჩება და მუშაობს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, აუცილებლად შეიტყობთ. გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვადასტურებ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.
წაკითხვა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 01:45:00
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი დასრულდა.ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.​თუმცა, როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „კურიერის“ ჟურნალისტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია.სავარაუდოდ, დღეს განცხადება, ნიკა გვარამიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე, არ გაკეთდება.გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. 
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 22:54:00
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.საზოგადოებრივი ნიკა გვარამიასთან და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ.ამასთან, საზოგადოებრივის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში ამ წუთებში თათბირი მიმდინარეობს და გადადგომის შესახებ გვარამიამ სწორედ თათბირზე განუცხადა თანამშრომლებს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი გულშემატკივრებს ბევრ საინტერესო სპორტულ მოვლენას შესთავაზებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 18:23:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ იმ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტის გულშემატკივრებს შესთავაზებს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, უეფა-ს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ევროპის ჩემპიონატის და უეფა-ს ახალი პროექტის „ეროვნებათა ლიგის“ ჩვენებასთან დაკავშირებით. ახალი ტურნირი სტარტს 2018 წლის სექტემბერში აიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, „კონფედერაციის თასის“ გათამაშების შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს განახორციელებს. 2018 წლის ზაფხულში კი საფეხბურთო მუნდიალს. 2-15 ივლისს საქართველო 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტინენტის პირველობის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. სექტემბერში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა და ამ მნიშვნელოვან საკალათბურთო ფორუმსაც ტელემაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებზე იხილავს.
წაკითხვა
ადამიანები არქივიდან - საზოგადოებრივის ფოტო და ვიდეოთეკა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 23:00:00
"აი, ხომ იცით, წითელი ხალიჩა, სად აგია ტელევიზიაში? - არ ვიცოდი, მაგრამ დავეთანხმე და დავიწყე ოთახის ძებნა. მივაგენი."მე თავად არქივი ვარ" - ასე გაგვეცნო ლია თუმანიშვილი. ის ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო და ვიდეოთეკის ხელმძღვანელია. მისი ისტორია საქართველოს პირველ ტელევიზიაში ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. თინეიჯერობის ასაკში დაწყებული ამბავი დღემდე გრძელდება. საკუთარი თავი არქივის გარეშე ვერ წამოუდგენია. ის სხვების ისტორიას უფრთხილდება, ამასობაში კი, საკუთარ ცხოვრებასაც აარქივებს. ​წუხს, რადგან დღეს არქივს ისე აქტიურად აღარ იყენებენ, როგორც ძველად. თუმცა ტელევიზიის ახალი დირექტორის დანაპირები აძლევს იმედს: "არქივის გადარჩენა ჩვენი პირველი ამოცანაა".ცხოვრება ადამიანების ისტორიასთან ერთად საინტერესოა. რეალურად, ფოტო და ვიდეოკადრები, რომელიც არქივში ინახება უნიკალურია. ისინი ტელევიზიისა და ადამიანების ცხოვრების შესახებ გვიყვებიან. მათი დაცვა და მოვლა არქივის სამსახურის მოვალეობაა. სამსახურის, რომელიც სულ ხუთიოდე ადამიანს თუ აერთიანებს. 
წაკითხვა
აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდებიან აფგან მუხტარლის საქმის ვითარებას - ჟურნალისტები იან კელის შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 12:28:00
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდებიან აფგან მუხტარლის საქმის ვითარებას, - ამის შესახებ იან კელისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა განაცხადეს. მათივე თქმით, აშშ-ის ელჩისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ყველა ქვეყნის მოქალაქის უფლება და მისი პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული. "ელჩმა ძალიან კარგად იცის, როგორ აფასებენ ჟურნალისტ აფგან მუხტრალისთან დაკავშირებულ ფაქტს სამოქალაქო სექტორი და ჟურნალისტები. ვუთხარით, რომ მერამდენე დღეა ვითხოვთ ხელისუფლების წარმომაგენლებთან, მათ შორის პარლენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას. იან კელისგან მოვისმინეთ, რომ აშშ-ს ელჩი და სახელმწიფო დეპარტამენტი აკვირდებიან მოვლენებს და მათთვის მნიშვნელოვანია ამ საქმის სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება", -აღნიშნა ჟურნალისტმა  ლიკა ზაკაშვილმა.მედიის წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდნენ.
წაკითხვა
ქართველი ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 11:30:00
საქართველოს პარლამენტის შენობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის სოლიდარობის ნიშნად, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ თან ჰქონდათ პლაკატები  წარწერით - ”არ შეგრჩებათ” და ”სოკარ-თველო”.მათ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოუცხადა. „იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც არის დღეს საქართველოში ეს არის ჟურნალისტის გატაცება. ვფიქრობ, რომ ამ კომიტეტში უნდა დაისვას ეს საკითხი და უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა. მგონია, რომ თქვენგან უნდა მოდიოდეს ეს ინიციატივა ყოფილიყვნენ ძალოვანი მინისტრები გამოკითხული იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ამ დღეებში. ჩვენი კომიტეტი არის ვალდებული, გაარკვიოს საქართველოში, თუ რა მოხდა“, - განაცხადა რატიანმა.უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, რომ გამოძიების კუთხით, მიმდინარეობს მუშაობა და საკითხს „შოუს ელემენტები უნდა მოცილდეს“.„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.ჟურნალისტების პროტესტის გამო, კომიტეტის სხდომა ვერ იწყება.ამასთან, როგორც საზოგადოებრივს ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა განუცხადა, ჟურნალისტები ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე და, რადგან ეს შეხვედრა არ შედგა, პროტესტის ასეთი ფორმას ამიტომ მიმართეს.
წაკითხვა