| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/165739.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ვითხოვთ, როგორც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებსთეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-17 18:39:00
ჩვენ იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ვითხოვთ, როგორც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილების შესახებ მსჯელობდნენ. ვასილ მაღლაფერიძემ შესყიდვების გამარტივების აუცილებლობაზე ისაუბრა. „კომერციულ ბაზარზე ვმოქმედებთ, ჩვენ შესყიდვები გვაქვს. რაღაცა შესყიდვებისთვის ფული უნდა დავაგროვოთ, სხვა თანხას არავინ არ მოგვცემს. ეს ჩვენი ფულია, მიცემულია კანონმდებლობაში 0.14 პროცენტი და ჩვენთვის ამ ფულის ჩამორთმევა სრულიად ალოგიკურია. პირიქით, ეს ფული უნდა დავზოგოთ ორი-სამი წლით, რომ შესყიდვა განვახორციელოთ და უამრავი საჭირო რამ ვიყიდოთ. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს ხშირად შესყიდვებიდან გასვლას იწვევს, არავითარი კანონიდან არ გავდივართ. თავის დროზე ეს კანონის ლაფსუსი იყო“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გადაცემების შესყიდვა დაახლოებით იმავე პრინციპით ხდება, როგორც ცემენტის ან სხვა ინვენტარის; რეალურად კი საუბარია სერიალის, გადაცემის შესყიდვაზე, აქ უპირატესია ფასი, მაგრამ ეს შეუსაბამო ვითარებას წარმოქმნის. „დღეს, ჩვენს მიერ გადაცემის შესყიდვა დაახლოებით ისე ხდება, როგორც ცემენტი ვიყიდოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ძალიან მოხერხებულია ინვენტარის შესასყიდად და ამ ფორმატში კატეგორიულად ვჯდებით და არავითარ შეღავათს არ ვითხოვთ. როცა საუბარია სერიალის, გადაცემის შესყიდვაზე და აქ უპირატესია ფასი, მაგრამ ეს შეუსაბამო ვითარებას წარმოქმნის. ეს არა მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, არამედ თეატრების და ა.შ. პრაქტიკაში გამოიხატება, რომ საერთოდ არ უნდა გადაიღო, ან არ უნდა დაუკვეთო. ამან ისეთი შეზღუდვა მოიტანა, რომ კანონში გვიწერია - მინიმუმ 25 პროცენტზე ზემოთ უნდა იყოს გატანილი „აუტსორსზე“ და იდეალურია, რაც უფრო მაღლა აიწევს ეს პროცენტი. ანუ, ჩვენ ტენდერები უნდა გამოვაცხადოთ. ვინც ეს იცის, პრაქტიკაში ეს ვერ ცხადდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, დაბალი ფასი მოიგებს. ჩვენ აქაც არ ვითხოვთ, რომ ეს იყოს მხოლოდ რაღაც სუბიექტურად. რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ფასი და ხარისხი. ეს მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. თავის დროზე ეს რომ ხდებოდა, გარკვეულწილად, შემოქმედებითმა სფერომ ამას ნაკლები ყურადღება დაუთმო. ჩვენ იძულებული ვართ, გადაცემა ვარჩიოთ გარეთ, შემდეგ თანამშრომლად შემოვიყვანოთ შიგნით რაც იწვევს დამატებით პრობლემებს, შტატის გაზრდას. მე დამხვდა სურათი ასეთი - თურმე, რატომ შევისყიდეთ 12 სერია? იმიტომ, რომ იაფი იყო. მართლაც, კომერციულად გამართულია. უნდა გითხრათ, რომ თეატრი და შემოქმედებითი სფერო მხოლოდ ფასით არ გაიზომება. ჩვენ ინვენტარის, კონდენციონერის და რაღაცის შესყიდვაზე არ ვლაპარაკობთ. პირიქით, იმ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ვითხოვთ, როგორც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო
დღეს ისტორიული დღეა, რადგან ახალი შენობის
წაკითხვა
|