პაატა კურტანიძე - „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 13:50:00
„ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს,- ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.კურტანიძის თქმით, „ავერსმა“ ეს ტერიტორია, დაახლოებით ექვსი ჰექტარი, ღია აუქციონზე შეიძინა. ადგილზე ორი სამედიცინო დაწესებულება - შიდსის და სეფსისის ცენტრები მუშაობდნენ. „ავერსის“ დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიას მათთვის ხელი არ შეუშლია და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ.„ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ აეშენებინა მათთვის კლინიკები, ანუ 2011 წლის დეკემბერში მათ უნდა დაეცალათ ტერიტორია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მათთვის ხელი არაფერში შეგვიშლია და დღემდე არ ვუშლით, უბრალოდ დავიწყეთ ჩვენი ტერიტორიის მოწესრიგება.148 მანქანა საყოფაცხოვრებო ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ჩვენ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის არანაირი ფართი არ შეგვიმცირებია, ფუნქციონირებენ ჩვეულებრივად, იჯარას უხდის ჯანდაცვის სამინისტრო. კარგად წაიკითხონ იჯარის ხელშეკრულება, მათ სრული უფლება აქვთ ნებისმიერი სახის რემონტი გააკეთონ.“,- აღნიშნა კურტანიძემ.ბიზნესმენმა განმარტა, რომ „ავერსის“ ინტერესში მათი პირობების გაუმჯობესება ვერანაირად ვერ შევა, რადგან ეს არის სახელმწიფო საკუთრებაა.„თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სეფსისის ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, რომ „ავერსს“ მოეხდინა მათი პრივატიზება. სეფსის ცენტრი დათანხმდა და ხედავთ, დღეს როგორ პირობებში მუშაობენ, ინფექციური საავადმყოფო კი იყო უარზე, რადგან ამბობდნენ, რომ სახელმწიფო აუშენებდათ კლინიკას და ჩვენ ძალა არ დაგვიტანებია, დღემდე ელოდებიან ამ კლინიკის აშენებას. „ავერსს“ არანაირი დანაშაული მათ წინაშე არ აქვს. ჩვენ ვიყიდეთ მიწა და შენობები. თუ სეფსისის ცენტრში ადრე მუშაობდა 150 კაცი, დღეს მუშაობს 325 ექიმი და კიდევ ემატება. პედიატრიული განყოფილება არ იყო 20 წელი და დღეს გაკეთდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს“,- განაცხადა პაატა კურტანიძემ.კლინიკის გასხნის ცერემონია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ინფექციური პათოლოგიის,
წაკითხვა