საზოგადოებრივი
104.5 FM
ძუძუს კიბოს მეტასტაზური სტადიის მქონე პაციენტები მთავრობას მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 17:15:00
ძუძუს კიბოს მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს ჩართულობის გააქტიურებაა. შემუშავდა პეტიცია, რომელშიც ძუძუს კიბოთი დაავადებულები სახელმწიფოს მიმართავენ თხოვნით, დაფინანსდეს მეტასტაზური სტადიების მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული პრეპარატები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიით დაავადებულებისთვის მედიკამენტები 2016 წლის დასაწყისიდან ფინანსდება. საქართველოს მასშტაბით პრეპარატებისთვის 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. 
წაკითხვა
9 თვის ბავშვს დახმარება სჭირდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:46:00
9 თვის დემეტრე ქარქაშაძეს დახმარება ესაჭიროება. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ბავშვი სოფელ ღვანკითში ცხოვრობს, ოჯახს კი მისი თბილისში ჩამოყვანა და მკურნალობის დაწყება სურს, თუმცა ამის საშუალება არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე. 
წაკითხვა
ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკები - მეცნიერთა კვლევის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 21:02:00
მეცნიერთა დასკვნით, ყველის ქიმიური შემადგენლობა, მიჩვევის თვალსაზრისით, ადამიანზე ნარკოტიკებივით მოქმედებს.მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა, რომელშიც ახსნილია თუ რატომ იწვევს ზოგიერთი საკვები  სხვაზე მეტად დამოკიდებულებას.იელის საკვებზე დამოკიდებულების სკალის გამოყენებით, რომელიც ადამიანის საკვებზე დამოკიდებულებას ზომავს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ძლიერმოქმედია ყველი, რადგან ის ქიმიურ ნივთიერება კაზეინს შეიცავს.ნივთიერებებს, რომლებსაც ყოველდღიური პროდუქტები შეიცავს, შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ თავის ტვინის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც დამოკიდებულებაზეა პასუხისმგებელი.კვლევის ავტორებმა ასევე დაასკვნეს, რომ დამოკიდებულებას უფრო მეტად იწვევს მომზადებული საკვები, უარის თქმა კი განსაკუთრებით ძნელი ხდება ჭარბცხიმიან საკვებზე.გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დამოკიდებულების სკალაში მოწინავე ყველა კერძი ყველს შეიცავდა.TechTimes-ის ცნობით, კვლევაში დამამთავრებელი კურსის  120 სტუდენტი მონაწილეობდა. მკვლევრებმა იელის საკვებზე დამოკიდებულების სკალა გამოიყენეს და სტუდენტებს სთხოვეს, სხვადასხვა შემადგენლობის 35 კერძიდან მათთვის სასურველი ამოერჩიათ. კვლევის მეორე ნაწილში 384 ადამიანი მონაწილეობდა, იგივე იყო მეთოდიც. შედეგები Public Library of Science One journal-ში გამოქვეყნდა. წყარო: TechTimes
წაკითხვა
მესტიის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
განახლებულია: 2016-07-23 16:42:00
მესტიის  სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. დავით ტორუა ექიმების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მათი განცახდებით, ავტოპარკის განახლებამ და ეკიპაჟების საჭირო ინვენტარით აღჭურვამ გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი შეხვედრებს  ყველა რაიონულ ცენტრში გეგმავს. 
წაკითხვა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 18:57:00
ჟანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა. პროგრამა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს და რომელიც 3 წელია მოქმედებს, გაგრძელდება. იქნება ცვლილებები, განახლდება ბენეფიციართა ბაზა. დეტალებით მანანა გიგინეიშვილი. 
წაკითხვა
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე
განახლებულია: 2016-07-22 16:39:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე, - განცხადება ამის შესახებ მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესისა და საერთაშორისო შეფასების ღონისძიებაზე გააკეთა. პროგრამის 3 წელი, სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არეალი, შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი და გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გატარებული რეფორმების მიუხედავად, რჩება გამოწვევები და საქართველო საშუალოზე მაღალი ქვეყნების განვითარების მაჩვენებელს ჩამორჩება. 
წაკითხვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:44:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმ შედეგზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში ახალი პრექტის ამოქმედებას მოჰყვა -  სალომე სონიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
რამდენად მაღალია ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა ფონი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესაბამის კვლევას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 20:47:00
რამდენად მაღალია ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა ფონი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესაბამის კვლევას იწყებს. მონიტორინგის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 6 000 -მდე მოქალაქე გამოიკითხება. სამ ეტაპად დაყოფილი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება. 
წაკითხვა
საქართევლოში არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევა იწყება
განახლებულია: 2016-07-20 19:02:00
საქართევლოში არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევა იწყება. კვლევას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. მის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევით, 6 000 -მდე მოქალაქე გამოიკითხება. კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით 3 ეტაპად განხორციელდება
წაკითხვა
ქირურგიის ეროვნული ცენტრში ენდობაქტერიული ქირურგიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 17:12:00
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდობაქტერული ქირურგიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე იაპონური აპარატურით აღიჭურვა. ტექნიკა კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურია და უნიკალური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა.  მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ პირველად საქართველოში განხორციელდა. ახალი აღჭურვილობით შესაძლებელია  თავის ტვინის ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ზომის ანევრიზმათა ოპერაციების ჩატარება.  ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ექიმი სპეციალურად გადამზადდა.
წაკითხვა
საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევა იწყება
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 12:41:00
საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევა იწყება. კვლევას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. მის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევით, 6 000-მდე მოქალაქე გამოიკითხება. კვლევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, 3 ეტაპად განხორციელდება. 
წაკითხვა
რეფორმა, რომელიც დედათა და ბავშვთა საკითხებს ეხება, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალისტებს გააცნო
გამოქვეყნებულია: 2016-07-15 19:17:00
რეფორმა, რომელიც დედათა და ბავშვთა საკითხებს ეხება, ჯანდაცვის სამინისტრომ ამჯერად სპეციალისტებს აჭარის რეგიონში გააცნო. კონფერენცია მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. აჭარის რეგიონში რეფორმის განხორციელების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებები იქნება. რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
წაკითხვა
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-14 რაიონული სამსახური ამოქმედდა
განახლებულია: 2016-07-15 16:48:00
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, რიგით მე-14 რაიონული სამსახური ამოქმედდა.  მას სამი თანამედროვე   სტანდარტებით  აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება. სასწრაფო დახმარების ბრიგადები  ვარკეთილის მეურნეობას,  ჰუალინის რაიონს და ნაწილობრივ ვაზისუბანსაც მოემსახურებიან. ახალი ფილიალი ვარკეთილში, ზღვის ჰოსპიტალთან არის განთავსებული.  გახსნას დედაქალაქის მერი, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის  კომისიის თავჯდომარე,  საგანგებო სიტუაციების  კორდინაციისა და რეჟიმის ტეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
დედათა და ბავშვთა საკითხების შესახებ ზუგდიდში სპეციალური შეხვედრა იმართება
გამოქვეყნებულია: 2016-07-14 19:27:00
დედათა და ბავშვთა საკითხებზე ზუგდიდში სპეციალური შეხვედრა იმართება. სპეციალისტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზე მსჯელობენ. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.  
წაკითხვა
ხუთი რამ, რაც დედამიწაზე მოხდება, თუ ყველა შეწყვეტს ხორცის ჭამას
გამოქვეყნებულია: 2016-07-12 17:37:00
მსოფლიოს დამშეული ნაწილი აღარ იქნება მშიერიმარცვლეულისა და სოიის უდიდეს ნაწილს არა ვეგეტარიანელები და ვეგანები, არამედ საქონელი ჭამს. მსოფლიოს სოიის მოსავლის 97% პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება.მსოფლიო შიმშილობის ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანთა გამოსაკვებად საჭიროა 40 მილიონი ტონა საკვები, თითქმის ორჯერ მეტი, რაც წელიწადში სახორცე პირუტყვის გამოკვებას სჭირდება. მსოფლიოში, სადაც დაახლოებით 850 მლნ ადამიანი სათანადოდ ვერ იკვებება, ფერმებში შესანიშნავად იკვებებიან ცხოველები, რათა შემდეგ მოხდეს მაგალითად ჰამბურგერების წარმოება. უფრო მეტი მიწა იქნებოდა ხელმისაწვდომი დედამიწის მზარდი მოსახლეობისათვისსხვადასხვა სახელმწიფოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მეტ მიწას გამოყოფენ, რათა აშენდეს ცხოველთა ფერმები, ასევე დაითესოს მათთვის საჭირო მცენარეული კულტურები. თუმცა, ბევრად ნაკლები მიწა იქნებოდა საჭირო იმ მოსავლის მოსაყვანად, რაც ადამიანებს ეყოფოდათ.ფონდ Vegfam-ის მონაცემებით, რომელიც მცენარეული კვების მდგრად პროექტებს აფინანსებს, 10 აკრზე მოწეულ სოია 60 ადამიანის გამოკვებავდა, ხორბალი 24-ს, სიმინდი კი 10 კაცს. თუმცა, მიწის იგივე ფართობს მხოლოდ 2 რქოსანი ცხოველის გამოკვება შეუძლია. ნიდერლანდელი მეცნიერების კვლევის თანახმად, გლობალური ვეგეტარიანიზმის შემთხვევაში, დედამიწაზე გამოთავისუფლდებოდა 2,7 მილიარდი ჰექტარი მიწა, რაც დღეს მეცხოველეობის გამოა დაკავებული. ტანჯულ ცხოვრებას გადაურჩებოდა მილიარდობით ცხოველიბევრ ფერმაში, ცხოველები საშინელ პირობებში იმყოფებიან, ზოგ შემთხვევაში მათ გატოკების საშუალებაც კი არ აქვთ. შემცირდებოდა ანტიბიოტიკებისადმი წინააღმდეგობის ძალიან სახიფათო რისკიცხოველთა ფერმები სახიფათო დაავადებების აფეთქების ძალიან სახიფათო კერებს წარმოადგენს. როგორც წესი, ღორებს, ქათმებსა და სხვა ცხოველებს ფერმებში უამრავ წამალს აჭმევენ, რათა ისინი ცოცხლები გადარ
წაკითხვა
C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო
გამოქვეყნებულია: 2016-07-12 17:25:00
C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ბოლო მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 13 ათას 473 პაციენტია რეგისტრირებული, მათ შორის 12,500 კომისიის მიერ უკვე განხილულია  და მკურნალობის დასაწყებად დადებითი პასუხები მიიღეს. ამ დროისთვის 11 ათას 284 პაციენტი მკურნალობს. ბენეფიციარებმა, რომლებიც პროგრამაში ჯერ არ ჩართულან, რეგისტრაციისთვის C ჰეპატიტის მართვის ცენტრს უნდა მიმართონ.
წაკითხვა
9 თვის ბავშვს დახმარება ესაჭიროება
გამოქვეყნებულია: 2016-07-11 18:48:00
ქალაქ თერჯოლის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ 9 თვის დემეტრე ქარქაშაძეს ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ბავშვს თბილისში მკურნალობა სჭირდება, მრავალშვილიან ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. დემეტრე ქარქაშაძის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ საბანკო ანგარიში გაიხსნა. დახმარების მსურველებს, თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ.
წაკითხვა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მედპერსონალის გადამზადება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-07-11 17:00:00
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე მედპერსონალის გადამზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე  გადაუდებელ დახმარებაში გადამზადებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების ექიმები გაივლიან. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. პრაქტიკულ მეცადინეობაში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. 
წაკითხვა
ენმ ჯანდაცვის სამინისტროს იმ ბრძანებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოებთან თანამშრომლობა შერჩევით მოხდება
განახლებულია: 2016-07-11 16:44:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯანდაცვის სამინისტროს იმ ბრძანებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოებთან თანამშრომლობა შერჩევით მოხდება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტურია და 2015 წლიდან უწყებას საავადმყოფოების მიმართ დაახლოებით 65 მილიონის დავალიანება გადმოჰყვა. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ბრძანება არსებული დავალიანების გადაფარვის მცდელობაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა.
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესი - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-09 16:41:00
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ზაზა სოფრომაძის განცხადებით, იმისთვის, რომ C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში მოქალაქე ჩაერთოს, საჭიროა ყველა შესაბამისი კვლევის პასუხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და პირადობის მოწმობა C ჰეპატიტის მართვის ცენტრში (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ ცენტრებსა და რეგიონულ ოფისებში წარადგინოს. ბენეფიციარებმა, რომლებიც ჯერ არ არიან პროგრამაში ჩართულები, რეგისტრაციისთვის ასევე უნდა მიმართონ  ზემოთხსენებულ დაწესებულებებს.  
წაკითხვა