საზოგადოებრივი
104.5 FM
მნიშვნელოვანი სიახლე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში- საქართველოში უახლესი თაობის კიდევ ერთი პრეპარატი შემოვა
გამოქვეყნებულია: 2015-12-19 14:07:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა -საქართველოში  უახლესი თაობის  კიდევ ერთი პრეპარატი შემოვა, რომლის გამოყენება უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას.საკითხთან დაკავშირებით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი  და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ერთობლივ ბრიფინგს მართავენ. 
წაკითხვა
ევროპელ ნევროლოგთა გუნდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
გამოქვეყნებულია: 2015-12-15 13:22:00
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ევროპელ ნევროლოგთა გუნდი ეწვია. მათ ქართველ კოლეგებს პედიატრიული ეპილეფსიის სფეროში შემუშავებული თანამედროვე მეთოდები გააცნეს. იაშვილის კლინიკის ნეირომეცნიერების დეპარტამენტი რომის ბავშვთა საავადმყოფოსთან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს. პარტნიორობის ფარგლებში,  მედიკოსები რთულ შემთხვევებს ერთობლივად განიხილავენ.   
წაკითხვა
ჯანდაცვის კომიტეტი ნარკომომხმარებლებში აივ ინფექციის რისკების შესახებ ანგარიშს მოისმენს
განახლებულია: 2015-12-14 12:30:00
ჯანდაცვის კომიტეტი დღეს ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის რისკების შესახებ ანგარიშს მოისმენს. აღნიშნული კვლევა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოს 7 ქალაქში ჩაატარა. დღესვე კომიტეტი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასების მონიტორინგის შედეგებს გაეცნობა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებულ ნარკოპოლიტიკას დადებითი შედეგები მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები მხოლოდ სამედიცინო მოხმარებისათვის შემოდის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სააფთიაქო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება 99%-ით შემცირებულია. თუმცა, ქვეყანაში ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობა კვლავ მაღალია.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო 4 ახალი კლინიკის გახსნას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2015-12-10 17:52:00
ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს 4 ახალი კლინიკის გახსნას გეგმავს. ბიუჯეტში ამისთვის 49 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. საავადმყოფოებს ააშენებენ ზუგდიდში, ლენტეხში, დედოფლისწყაროსა და ხარაგაულში. მინისტრის მოადგილემ სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. 
წაკითხვა
ამერიკელ ჯარისკაცს პენისს გადაუნერგავენ
გამოქვეყნებულია: 2015-12-07 17:38:00
ამერიკელი ექიმები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, პირველად აშშ-ის ისტორიაში, პენისის გადანერგვის ოპერაციას გეგმავენ. პაციენტი ამერიკელი ჯარისკაცია, რომელსაც ავღანეთში, ხელნაკეთი ბობმის აფეთქების შედეგად გენიტალია სერიოზულად დაუზიანდა. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება. პენისს ექიმები გარდაცვლილი დონორისგან აიღებენ. მათი ვარაუდით, ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გასტანს. ტრანსპლანტაციის პროცესში, სპეციალისტებს მოუწევთ 2-დან 6-მდე ნერვის, 6-7 ვენისა და არტერიის შეერთება. ყველა ეს ოპერაცია მიკროსკოპის ქვეშ წარიმართება. ამ დროისათვის, ექიმები ცდებს მიცვალებულებზე აწარმოებენ, რათა ოპერაციისთვის სრულად მზად იყვნენ. პოსტოპერაციულ პერიოდში, ექიმები პაციენტს მეთვალყურეობას შესაბამისი პრეპარატების საშუალებით გაუწევენ, რათა არ მოხდეს გადანერგილი ორგანოს შეუთავსებლობა. ამის შემდეგ, ისინი შეეცდებიან აღადგინონ პენისის მგრძნობელობა და შარდმდენი ფუნქცია (თავდაპირველად გამოიყენებენ კათეტერს). ამ ყველაფრის შემდეგ, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ პაციენტს სექსისა და ბავშვის ჩასახვის უნარიც ექნება.  დაგეგმილი ოპერაცია ექსპერიმენტული ხასიათისაა და ხარჯებს მთლიანად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ფარავს. გადანერგვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოგვიანებით დაგეგმილია 60 მსგავსი ოპერაციის ჩატარება. სტატისტიკის თანახმად, 2001-2013 წლებში პენისის ტრავმა 1367-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. პენისის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია მსოფლიოში 2014 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპ-ტაუნში ჩატარდა. პაციენტმა გადანერგილი პენისით ბავშვის ჩასახვა შესძლო. წყარო: nytimes.com
წაკითხვა
საქართველოში გასულ კვირას A ტიპის H1N1 – ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-04 18:07:00
საქართველოში გასულ კვირას A ტიპის H1N1 – ე.წ. ღორის გრიპის 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იწყება ეგრეთ წოდებული გრიპის სეზონი, შემთხვევების მატება იქნება თებერვლის ბოლოს. ექიმები მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციებს, ხშირად დაიბანონ ხელი, ვირუსის მატარებლები კი, გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.
წაკითხვა
მკერდის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქირურგიის უახლესი მიღწევები - კონფერენცია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში
გამოქვეყნებულია: 2015-12-04 13:12:00
მკერდის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქირურგიის უახლეს მიღწევებზე დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მსჯელობენ. ძუძუს კიბოს პრობლემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია “ეურამა” მსგავს კონფერენციებს მსოფლიოს მასშტაბით ატარებს, წელს კი მას თბილისმა უმასპინძლა. სამეცნოიერო კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთს ძუძუს კიბოს თანამედროვე მკურნალობის გამოცდილებას გაუზიარებენ, შეხვედრას ამ დარგში მომუშავე ექიმები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან. “ეურამა თბილისის” შედეგებს ხვალ შეაჯამებენ. 
წაკითხვა
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
გამოქვეყნებულია: 2015-12-01 20:45:00
მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ტრადიცია არც წელს ირღვევა და პირველ დეკემბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ საქართველოშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში იმუნოდეფიციტით ინფიცირებულ პირთა ოფიციალური მონაცემი გაზრდილია. ინფიცირებულთა სტატისტიკით და შიდსთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით ნათია ქენქაძე დაინტერესდა. 
წაკითხვა
მსოფლიოს ყველაზე „მსუქანი“ ქვეყნები
გამოქვეყნებულია: 2015-11-25 19:31:00
ადამიანები დღეს ისეთი მსუქნები არიან, როგორც არასდროს. შემცირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელიც. რა არის ამის მიზეზი? - სიმსუქნე. ანალიტიკოსთა შეფასებით, 2030 წლისთვის ამერიკელ მოზარდთა 50 % ჭარბწონიანი იქნება. აშშ-ის გარდა, სიმსუქნე მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასაც აწუხებს. მსუქანი მოქალაქეები ბევრად უფრო მიდრეკილნი არიან ქრონიკული დაავადებებისადმი, ქვეითდება მათი პროდუქტიულობაც, რაც დიდ სტრესს აყენებს ქვეყნის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს ინფექციური დაავადებებისა და შიმშილობის პრობლემა აქვთ, განვითარებულ ქვეყნებს კი სიმსუქნით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დაავადებათა „ორმაგ ტვირთს“ ქმნის. გთავაზოვთ მსოფლიოს 25 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი მსუქანი ადამიანი ცხოვრობს:1. სოლომონის კუნძულებიქვეყანა: სამოამოსახლეობა: 195 476სიმსუქნის მაჩვენებელი: 43,4 %სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 73 წ.მშპ (აშშ დოლარი, 2014 წ): 801 მლნ2. კატარი
წაკითხვა
"ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო" - გლობალური კონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-11-21 20:10:00
ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და პროგრამები - თბილისში გლობალური კონფერენცია "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო" გაიხსნა. კონფერენციის მომხსენებელი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი იყო. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი. კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაზე გაკეთდა. რა კეთდება ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის და რა პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი მომავალში - ნათია ქენქაძე გიამბობთ. 
წაკითხვა
"ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“- "ექსპო ჯორჯიაში" გლობალური კონფერენცია გაიხსნა
განახლებულია: 2015-11-21 16:24:00
"ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“- "ექსპო ჯორჯიაში" გლობალური კონფერენცია გაიხსნა.  კონფერენციაზე სიტყვით პრემიერი,  ჯანდაცვის   მინისტრი  და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი გამოვიდნენ. კონფერენციის მომხსენებელი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი იყო. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.  ყურადღება გამახვილდა  C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაზე.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმები და დაგეგმილი სიახლეები წარმოადგინეს 
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო საწვავზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
გამოქვეყნებულია: 2015-11-19 22:28:00
გარემოს დაცვის სამინისტრო ქვეყანაში საწვავზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები შემაშფოთებელია. თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას დავეყრდნობით, ჰაერის დაბინძურების გამო, დაავადებების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. აგულაშვილის უწყების მიერ დაანონსებული ახალი ზომები სანქციების გამკაცრებას და ავტომობილების ტექნიკურად გამართვას გულისხმობს. როგორ ხვდებიან მოსალოდნელ ცვლილებებს პარლამენტსა და მესამე სექტორში - თემით ლაშა მესხი დაინტერესდა.
წაკითხვა
ბერნარ კუშნერის ვიზიტი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-11-19 20:53:00
საქართველოს საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. ბერნარ კუშნერი თბილისს „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიის განხილვა. ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს. შეხვედრაზე „გლობალური ალიანსის“ მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშებსაც წარმოადგენენ. საფრანგეთის ყოფილი პირველი დიპლომატის ვიზიტი სამდღიანია.
წაკითხვა
„გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“ - მსოფლიო კვირეულს საქართველოც უერთდება
გამოქვეყნებულია: 2015-11-16 17:49:00
„გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“, - ამ სლოგანით ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული დაიწყო. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და იმ ცვლილებების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.
წაკითხვა
ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2015-11-12 14:04:00
ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც სოციალური დაცვის სისტემებს ეხება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ჩინელ კოლეგებს შეხვდება. მხარეები განიხილავენ ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებს. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. 
წაკითხვა
არასამთავრობოები ხელისუფლებას ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2015-11-10 20:53:00
ჰუმანური ნარკოპოლიტიკა – ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციისა და ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვისკენ მოუწოდებენ. მით უმეტეს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დაფინანსება მომავალი წლის ბოლოდან სახელმწიფოს ვალდებულება ხდება. 
წაკითხვა
ქალთა და ბავშვთა კვების დეფიციტი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-11-09 20:12:00
საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ქალი და ბავშვი სხვადასხვა ტიპის კვების დეფიციტს განიცდის, რაც ანემიას, ჯანმრთელობის გაუარესებასა და ახალშობილთა პათოლოგიებს იწვევს. კვლევის ამ შემაშფოთებელი შედეგის გამო, გაერო-ს ბავშვთა ფონდი გამოსავლად ხორბლის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრებას მიიჩნევს. არგუმენტად მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის გამოცდილება სახელდება. ფქვილში სპეციალური ვიტამინების დამატების მიზნით, მზად არის კანონპროექტიც, თუმცა პარლამენტში მისი ინიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. არის თუ არა ხორბლის ფქვილის გამდიდრება რკინის ნაკლებობის, ანემიისა და თანდაყოლილი სიმახინჯეების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება - ექიმებისა და ფქვილის მწარმოებლების პოზიციით ეკა კოპალიანი დაინტერსდა. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის სკრინინგის ახალი ეტაპი იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-11-09 17:46:00
C ჰეპატიტის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის შემდგომი ეტაპი იწყება. 4 თვის განმავლობაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასოდ ჩაიტაროს ტესტირება C ჰეპატიტსა და შიდსზე. დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი 1-ლი დეკემბრიდან უფასო სკრინინგს ყველა ფეხმძიმე ჩაიტარებს.
წაკითხვა
საქართველოში ექიმებმა, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარონ
გამოქვეყნებულია: 2015-11-06 20:10:00
ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, შესაძლოა, მალე დამოუკიდებლად ჩაატარონ. ამ მიზნით მედიკოსები უცხოელ სპეციალისტებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ. საუბარია შესაბამისი კადრების მომზადებაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე. ამ დროისთვის საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკვე ექვსი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ექვსივე შემთხვევაში ოპერაციას უცხოელი მედიკოსები ხელმძღვანელობდნენ. ქართველი ექიმები დარგის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან მეტ ჩართულობას ითხოვენ.    
წაკითხვა
რა გახდა რუსთავში სკოლის მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2015-11-05 17:10:00
მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში - ინფექციურ საავადმყოფოში 6 სკოლის მოსწავლე მიიყვანეს. ყველა მათგანი მოწამლულია. შემთხვევა მე-14 საჯარო სკოლაში მოხდა. სკოლის დირექცია აცხადებს, რომ ბავშვებმა შესვენებაზე სკოლის სასადილოში პიცა მიირთვეს და სწორედ მას შემდეგ გახდნენ ცუდად. მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სტაციონარში განაგრძობენ მკურნალობას.
წაკითხვა