საზოგადოებრივი
104.5 FM
საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია
გამოქვეყნებულია: 2015-11-04 20:35:00
ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია. ვირუსული დაავადება სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით 7 პროცენტს აღენიშნება. ეს მონაცემი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 4-თვიანი საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღო, რომლის დროსაც გამოკლვევა 6 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
წაკითხვა
როგორ ხორციელდება C ჰეპატიტის ელემინაციის პროგრამა - შეხვედრა მრჩეველთა ჯგუფთან
გამოქვეყნებულია: 2015-11-04 13:12:00
როგორ ხორციელდება საქართველოში C ჰეპატიტის ელემინაციის პროგრამა - საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის წევრები, სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროგრამის პირველი ფაზის შედეგებს განიხილავენ. მხარეები პროგრამის განხორციელებას წარმატებულად აფასებენ, თუმცა ამ მიმართულებით დარჩენილ პრობლემებსაც უსვამენ ხაზს. კვლევის მიხედვით, რომელიც ახლახან დასრულდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ შემოწმებულთა 7,1 პროცენტს C ჰეპატიტის ვირუსი აღენიშნება, რაც ბოლო კვლევების შედეგებთან შედარებით, მომატებული მაჩვენებელია. სამინისტროს ინფორმაციით, დაავადების პრევენციისა და უფრო ადრეული გამოვლენისთვის მთელი რიგი ღონისძიებები გატარდება.
წაკითხვა
გამართულია თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმი - სამინისტრო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2015-11-03 20:46:00
გამართულია თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმი - სამინისტრო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. პროგრამისთვის 2015 წლის ბიუჯეტში 470 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ოპოზიციის განცხადებით, პროგრამის ხარჯვითი ნაწილი გაუმართავია და მას კოლაფსი ემუქრება. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პროგრამის შეუჩერებლად მუშაობისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება. 
წაკითხვა
სერგეენკო ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტების მწარმოებელი ახალი კომპანიების შემოსვლას აანონსებს
განახლებულია: 2015-11-01 20:06:00
მოსალოდნელი სიახლე ფარმაცევტულ ბაზარზე - ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში ეკონომიური შეფუთვის ჯენერიკ მედიკამენტების მწარმოებელი ახალი კომპანიების შემოსვლას აანონსებს. მთავრობა ფიქრობს, რომ ამ სეგმენტის ზრდა და კონკურენტული გარემოს შექმნა წამლებზე ლარის კურსის ვარდნის გამო გაზრდილ ფასებს შეამცირებს. თუმცა ირკვევა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ჯენერიკ პრეპარატი. ამის გარკვევაში სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი დაგეხმარებათ.
წაკითხვა
52-ე საჯარო ბაღში ბაქტეოროლოგიური მენინგიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2015-10-30 13:06:00
52-ე საჯარო ბაღში ბაქტეოროლოგიური მენინგიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, აღსაზრდელი იაშვილის სახლეობის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბაღში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგებმა შემთხვევა ადგილზე უკვე შეისწავლეს, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც. 52 საჯარო ბაღში სულ 300-მდე მოსწავლეა, ყველა მათგანმა შემოწმება უკვე გაიარა და ინფექცია არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. ბაღში სწავლა ორშაბათს განახლდება.  
წაკითხვა
„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-10-29 20:41:00
„ვარდისფერი ოქტომბერი“ - თბილისი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უერთდება. დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო თვე, მსოფლიოსთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება. ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების მიზნით, ბოლო წლებში მოსახლოების მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ სტატისტიკა საკმარისი მაინც არ არის.
წაკითხვა
ხორცპროდუქტებზე მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომელიც საგანგაშო დასკვნით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2015-10-27 20:33:00
ხორცეულზე მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომელიც საგანგაშო დასკვნით დასრულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადამუშავებული ხორცპრდუქტების იმ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა ხშირი მიღება სიმსივნური დაავადების წარმოქმნის რისკს ზრდის. ამავე ანგარიშში საუბარია გადაუმუშავებელი ხორცის ყოველდღიურად მიღებით მოსალოდნელ საფრთხეებზეც. მანანა გიგინეიშვილი დაინტერესდა კვლევის შედეგებით და ქართველი სპეციალისტების გამოხმაურებით. 
წაკითხვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2015-10-26 21:06:00
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამუშავებული ხორცის მიღება, სოსისის, ძეხვეულის ან შებოლილი სახით სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. კარცეროგენული პროდუქტების სიაში შედის წითელი ხორციც, რომლის  მიღებაც, ასევე, ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკებს. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხორცეული ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად, სასარგებლო პროდუქტიც არის. გადამუშავებული ხორცეულის კარცეროგენული თვისებები, შესაძლოა, პროდუქტის დამზადების მეთოდებსა და დანამატებთან იყოს კავშირში, რომელიც საკვების ვარგისიანობის ვადას ახანგრძლივებს, იქნება ეს შებოლვა, დამარილება თუ კონსერვანტები. ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღიურად 50 გრამი გადამუშავებული ხორცის მიღება 18 პროცენტით ზრდის დაავადების წარმოქმნის შანსს.
წაკითხვა
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტუბერკულოზის კონტროლის ერთიანი სისტემის შემუშავება იგეგმება
განახლებულია: 2015-10-26 12:39:00
პარლამენტი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობს. საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის, სადაც დღეს მისი განხილვა მოხდება. კანონპროექტი ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის კონტროლის ერთიანი სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ტუბერკულოზით დაავადებული პირი, რომელიც მკურნალობის სათანადო კურსს არ გადის, მკურნალობას იძულების წესით დაექვემდებარება. კანონპროექტი საერთაშორისო სამართლის აქტებით დადგენილი სტანდარტებისა და ასოცირების ხელშეკრულების მოკლე და გრძელვადიანი დღის წესრიგის მიხედვით შემუშავდა.
წაკითხვა
სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალს დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2015-10-22 17:41:00
დავით სერგეენკო მინსკში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალზე იმყოფებოდა. მინისტრთან ერთად, მინისტერიალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლობაც დაესწრო. ევროპის ქვეყნების მინისტერიალზე ექსპერტებმა ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამიზნე ჯგუფებზე, საზოგადოებრივ მოთხოვნებზე, ჯანმრთელობის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს. შეხვედრას 53 ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ფსიქიატრები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2015-10-21 20:26:00
პროტესტის მიზეზი ხდება ჯანდაცვის მინისტრის ახლადხელმოწერილი ბრძანება. ფსიქიატრები სამინისტროს მათი ფუნქციების შეკვეცაში ადანაშაულებენ. დავით სერგეენკოს სახელზე მომზადებულ პეტიციაში ავტორები ითხოვენ, გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ნევროლოგთა კომპეტენციის სფერო იზრდება და მათ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის უფლებაც ეძლევათ. გიორგი ფუტკარაძე დაინტერესდა, აპირებს თუ არა, ფსიაქიატრების პრეტენზიების შემდეგ, ჯანდაცვის უწყება პოზიციის შეცვლას და რა პრობლემები აქვთ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, რომელთა სტატისტიკა, სამწუხაროდ, ყოველთვიურად იზრდება. 
წაკითხვა
არასამთავრობოები იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ფსიქიატრის კომპეტენცია ნევროლოგებსაც განესაზღვრათ
გამოქვეყნებულია: 2015-10-21 16:17:00
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და იმ ბრძანების გაუქმებას სთხოვს, რომლის მიხედვითაც, ფსიქიატრის კომპეტენცია ნევროლოგებსაც განესაზღვრათ. ბოლო რამდენიმე თვეა, ამ ბრძანების მიხედვით, ნევროლოგებს აქვთ უფლება, უმკურნალონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს და გამოწერონ ფსიქოტროპული წამლები. არასამთავროების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ხდება ფსიქიატრების დისკრიმინაცია და სფეროს კიდევ უფრო სტიგმატიზაცია.
წაკითხვა
დავით სერგეენკომ 3-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
განახლებულია: 2015-10-19 20:51:00
სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრმა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვა, რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენა, სოფლის ექიმების გადამზადების პროგრამა, სოფლის ახალი ამბულატურიები, სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დაწყება, საავადმყოფოების რეაბილიტაცია, სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები, ახალი აღჭურვილობა და ავტოპარკის განახლება ნაწილია იმ პროექტების, რომლებსაც დავით სერგეენკო უწყების მთავარ მიღწევებად მიიჩნევს. ანგარიში მინისტრმა პროექტ „ღია მმართველობის“ ფარგლებში წარმოადგინა. სამინისტროს სამწლიანი მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს მთავრობის წევრები, დეპუტატები, მედიკოსები და სფეროს ექსპერტები გაეცნენ.
წაკითხვა
სახელმძღვანელო ანტიბიოტიკების გამოყენების წესების შესახებ
განახლებულია: 2015-10-16 17:03:00
ანტიბიოტიკების გამოყენების წესების შესახებ დავადებათა კონტროლის ცენტრმა სახელმძღვანელო გამოსცა. მას საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას გადასცემენ. პარალელურად, მინისტრის მონაწილეობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, რომელზეც ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 
წაკითხვა
ბედაქილინი - საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოდის
გამოქვეყნებულია: 2015-10-13 17:31:00
საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატი – ბედაქილინი შემოდის. პროექტი ამერიკული კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება. საქართველო პროექტის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა და ის 200 პაციენტის სამკურნალოდ 31,000-მდე აბს მიიღებს. სამინისტროს ინფორმაციით, ტუბერკულოზთან პრძოლაში საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს. 2009 წლიდან ახალი შემთხვევების გამოვლენა შემცირებულია.
წაკითხვა
„იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა - მიღწევები და გამოწვევები“ - დიმიტრი ხუნდაძემ პროექტი შეაჯამა
განახლებულია: 2015-10-13 17:29:00
„იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა - მიღწევები და გამოწვევები“ –დიმიტრი ხუნდაძემ პროექტი შეაჯამა. 2020 წლამდე პერიოდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმუნიზაციის ათწლეულად გამოაცხადა, შეიმუშავა გლობალური ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა რომლის შესრულებასაც 2012 წელს 53-მა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა. 
წაკითხვა
სიმსივნის მკურნალობის ტექნოლოგიური ცენტრის პროექტზე მუშაობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-10-12 17:25:00
სიმსივნის მკურნალობის პროფილის მქონე ტექნოლოგიური ცენტრის პროექტზე მუშაობას უცხოელი ექსპერტების ჯგუფი უახლოეს თვეებში დაიწყებს. მანამდე კი ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდნენ სამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს. შეხვედრების ბოლოს მათ საკუთარი ვიზიტი შეაჯამეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო იტალიის, გერმანიის, ჩინეთისა და იაპონიის შემდეგ, მსოფლიოში მე-5 ქვეყანა გახდება, სადაც მსგავსი დონის სამეცნიერო ცენტრი იარსებებს. საქართველოში ჩამოვლენ ცერნის მეცნიერები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იზრუნებენ. მშენებლობას 5-6 წელი დასჭირდება.
წაკითხვა
დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-10-08 17:21:00
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი წამლის ხარისხის კონტროლისთვის ქვეყანაში „ჯი-ემ-პი“ სტანდარტის დამკვიდრება და „ჯი-ემ-პი“ ინსპექტორების მომზადება იყო. შეხვედრაზე შეაჯამეს მედიკამენტების რეცეპტით   გაცემის სისტემაზე გადასვლიდან ერთი წლის თავზე მიღებული შედეგები და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.
წაკითხვა
ტუბერკულოზის გადამდები ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება
გამოქვეყნებულია: 2015-10-06 20:48:00
ტუბერკულოზის გადამდები ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება. ჯანდაცვის კომიტეტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს ექსპერტების მიერ არის მომზადებული. პროექტის მიხედვით, იზოლაციაში აღმოჩნდებიან ის დაავადებული პირები, რომლებიც მკურნალობის კურსის გავლაზე უარს იტყვიან. კანონის შეცვლის მიზეზი დაავადებით ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკაა, რომელიც დღეს "მოამბის" ჟურნალისტმა საავადმყოფოებში გადაამოწმა. 
წაკითხვა
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტი - დაავადების მკურნალობა სავალდებულო გახდება
გამოქვეყნებულია: 2015-10-06 12:34:00
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. ჯანდაცვის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, მისი მიზანი საზოგადოების დაავადებისგან დაცვაა. გიორგი ხეჩინაშვილის განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები 2017 წლიდან ამოქმედდება და ტუბერკულოზის მკურნალობა სავალდებულო გახდება. მისი თქმით, იმ პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მკურნალობაზე უარს განაცხადებენ, გადაწყვეტილებას უკვე სასამართლო მიიღებს და მკურნალობის დაწყებამდე მათი იზოლაცია მოხდება 
წაკითხვა