საზოგადოებრივი
104.5 FM
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2015-08-22 12:18:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღებით შეამოწმონ მალფუჭებადი პროდუქცია და მიიღონ დიდი ოდენობით სითხე. უწყებაში ადასტურებენ, რომ როგორც ინფექციურ, ისე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები სამკურნალო დაწესებულებებს ერთი და იმავე  ჩივილებით აკითხავენ. ბავშვებს აღენიშნებათ მოწამვლის სიმპტომები და მაღალი სიცხე. ჯანდაცვის სამინისტრო მომხდარს სეზონურ ვირუსებს უკავშირებს. მათი განცხადებით, სეზონის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სეზონური ვირუსები და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
წაკითხვა
კვლევა C ჰეპატიტზე გორშიც იწყება
განახლებულია: 2015-08-19 16:17:00
კვლევა C ჰეპატიტზე გორშიც იწყება. ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამონტაჟებენ ვიდეო კამერებს და შესაბამის ინფრასტურუქტურას. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრი შრომის ინსპექტირების თემასაც შეეხო, მისი თქმით, ინსპექტირების სამსახურმა 31 კერძო და სახელმწიფო კომპანია შეამოწმა და დარღვევები აღმოაჩინა.  რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი,- დეტალებს სამინისტრო ხვალ გაახმაურებს.
წაკითხვა
სასჯელაღსრულების მინისტრი პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-08-19 12:50:00
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიმართულება სამინისტროსთვის პრიორიტეტია და სამედიცინო პერსონალს, სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,  საკუთარი მოსაზრება გააცნო. მინისტრი მზადაა თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური ჯანდაცვის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის წინადადებები მოისმინოს და საინტერესო მოსაზრებები გაიზიაროს. 
წაკითხვა
აჭარაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმთა გადამზადება დაიწყო
განახლებულია: 2015-08-16 16:12:00
აჭარაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმთა გადამზადება დაიწყო. გადაუდებელი დახმარების შესახებ სწავლებას რეგიონის 46 ექიმი გაივლის. ტრენინგები ექიმებისთვის ივლისში დაიწყო და ამ დროისთვის გადამზადება საქართველოს 7 რეგიონიდან 164-მა ექიმმა გაიარა. პროცესი სასწრაფო დახმარების ყველა ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. პროგრამის მომდევნო ეტაპი ოქტომბერში დაიწყება.
წაკითხვა
უფასო სამედიცინო გამოკვლევები აჭარაში
განახლებულია: 2015-08-16 16:10:00
მესამე დღეა აჭარაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. აქცია საქართველოს საპატრიარქოსა და სამუფთოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. სხვადასხვა ტიპის სამედიცინო კონსულტაცია დღეს ხელვაჩაურში მცხოვრებლებმა მიიღეს, მანამდე კი ასეულობით მოქალაქემ უფასო გამოკვლევა ხულოში ჩაიტარა. ანალოგიური აქციები ადიგენსა და პანკისის ხეობაშიც მოეწყო. მომდევნო ეტაპი მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტების გადაცემას ითვალისწინებს.
წაკითხვა
რუსთავში სისხლის ბანკი დაიწყებს ფუნქციონირებას
გამოქვეყნებულია: 2015-08-15 12:44:00
რუსთავში სისხლის ბანკი დაიწყებს ფუნქციონირებას. დაწესებულებაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის  მქონე მოქალაქეები. ცენტრი  უახლესი აპარატურით აღიჭურვა. პაციენტებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი მოემსახურება. ყოველი დონაცია ანაზღაურებადი იქნება. დაწესებულების გახსნას  მხარისა და ქალაქის ხელმძღვნელი პირები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
"კურაციოს“ კვლევა - C ჰეპატიტის პროგრამა საუკეთესოდ დასახელდა
გამოქვეყნებულია: 2015-08-15 12:30:00
C  ჰეპატიტის პროგრამა, „კურაციოს“ კვლევის მიხედვით, საუკეთესოდ დასახელდა. ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პროექტზე მიმდინარე კვლევები ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის შეაჯამა. მისივე განმარტებით, გაიზარდა გადაუდებელი ოპერაციების რიცხვი. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტი აქტიურად მუშაობს, რომ სექტემბრიდან პირველადი მედიკამენტების ფასი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს 
წაკითხვა
როგორია C ჰეპატიტის სკრინინგის კვირეულის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2015-08-10 16:45:00
როგორია C ჰეპატიტის სკრინინგის კვირეულის შედეგები - ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში  პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნის ცხრა რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები და ყველა ის მონაცემი, რაც ორ კვირის  განმავლობაში გახდა ცნობილი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, კვლევა სულ 9219 პირს ჩაუტარდა, მათ შორის დადებითი პასუხი 1687 ადამიანს გამოუვლინდა.  
წაკითხვა
ყვარელში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზები უცნობია
გამოქვეყნებულია: 2015-08-06 20:34:00
უცნობია რამ გამოიწვია მასობრივი ინტოქსიკაცია კახეთში - ყვარელში სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის. სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა დადებითი პასუხი აჩვენა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინტოქსიკაციის მიზეზებს მაინც სასმელ წყალში ეძებს. ბოლო მონაცემებით, კლინიკებს 163-მა მოქალაქემ მიმართა. სტაციონარში მკურნალობას 11 პაციენტი განაგრძობს, მათგან 9 ბავშვი და 2 მამაკაცი. 
წაკითხვა
რა გახდა ყვარელში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი - მოწამლულთა უმეტესობა ბავშვია
განახლებულია: 2015-08-05 17:08:00
დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევები ყვარელში. სასმელი წყლის სინჯებს გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. ყვარლის საავადმყოფოში 32 ადამიანი მოათავსეს, თელავის კლინიკაში კი სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათი უმეტესობა 2-დან 8 წლამდე მოზარდები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი გახდა. ექიმების განცხადებით, პაციენტების უმეტესობას ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოინახულა.
წაკითხვა
ელიავას ბაზრობასთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2015-08-04 20:10:00
ელიავას ბაზრობასთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებული მოქალაქეები და მაშველი სასწრაფოს ბრიგადებმა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მარიამ ცარელაშვილი დეტალებით  კლინიკიდან. 
წაკითხვა
ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის ახალი შემთხვევები
გამოქვეყნებულია: 2015-08-03 16:40:00
ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის გამო, დამწვრობის ცენტრში ამ დროისთვის ოთხი ადამიანი მკურნალობს. ორი მათგანი - 21 და 24 წლის გოგონები კლინიკაში დღეს შეიყვანეს. მათ სხეულის 60-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მედიკოსები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოსახლეობას, გარუჯვის დროს არ გამოიყენონ ლეღვის ფოთლის ნახარში.
წაკითხვა
უფასო გამოკვლევები დუისში
გამოქვეყნებულია: 2015-08-02 14:02:00
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო. საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის 14 პროფილის მედიკოსი პანკისელებს სოფლის ამბულატორიაში უფასოდ მოემსახურება. განსხვავებული აღმსარებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო გამოკვლევები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაგეგმა და ის საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში გაგრძელდება.
წაკითხვა
უფასო გამოკვლევები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის
გამოქვეყნებულია: 2015-08-02 13:48:00
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის საქველმოქმედო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელშეწყობით ჩატარდა. აქციაში სხვადასხვა პროფილის 20-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. მათ სამედიცინო გამოკვლევები ქარელის რაიონის ხუთი სოფლის: ავლევის, ცერონისის, კნოლევის, ბერძენაულისა და აბისის მოსახლეობას ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის მიზანია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა უფასოდ მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება.
წაკითხვა
გაიცემა თუ არა ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ზედოზირების შემთხვევები გახშირდა
გამოქვეყნებულია: 2015-07-29 20:18:00
გაიცემა თუ არა ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ეს კითხვა აქტუალური რამდენიმე საავადმყოფოს მიერ გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემების გამო ხდება. ინგოროყვას სახელობის ნეიროქირურგიის ცენტრსა და ქირურგიის ცენტრში ადასტურებენ, რომ ბოლო თვეებში ფსიქოტროპული ნივთიერებების ზედოზირებით ათეულობით პაციენტი მიიღეს. მათ შორის მოზარდებიც არიან. რეცეპტების სისტემის ამოქმედების შემდეგ სააფთიაქო ბაზარზე გამოვლენილი კანონდარღვევის შემთხვევებზე ჯანდაცვის სამინისტროშიც საუბრობენ. უწყების მონაცემებით, სამართალდარღვევის 205 ფაქტიდან 69 შემთხვევაში ფსიქოტროპული წამლები რეცეპტის გარეშე გაიყიდა.    
წაკითხვა
მედიკოსთა რეკომენდაციები რუჯის მოყვარულთათვის
გამოქვეყნებულია: 2015-07-29 20:17:00
ექიმების რეკომენდაციები რუჯის მიღების მსურველებზეც ვრცელდება. ორი შემთხვევა წელსაც საბედისწერო აღმოჩნდა. ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი მოხვდა. მათ შორის ერთი თბილისში მცხოვრები 62 წლის ქალია, რომელსაც მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება; მეორე დაზარალებული კი 22 წლის გოგონაა, რომელმაც 60 %-იანი დამწვრობა მიიღო. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ ლეღვის ნახარში რუჯის მიღების დროს აღარ გამოიყენონ.
წაკითხვა
მომდევნო დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს
გამოქვეყნებულია: 2015-07-29 20:13:00
ოლიმპიურ ობიექტებზე ტემპერატურული ბალანსი დაცულია, თუმცა ზაფხულის სეზონზე ზოგიერთ საწარმოში მუშაობა კიდევ ერთხელ ხდება პრობლემატური. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. ცხელი დღეების გამო პროფესიული კავშირები გარეთ მომუშავე პირების უფლებების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო საათების შემცირებას ან საერთოდ შეწყვეტას ითხოვენ. ამ შინაარსის მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი საქართველოს რკინიგზაა, სადაც კონდიცირების პრობლემა დასაქმებულთა ნაწილს წლებია აწუხებს. პროფკავშირებში იმ დადგენილების დარღვევის ფაქტებზეც მიუთითებენ, რომელიც სამუშაო ადგილზე ტემპერატურულ ზღვარს არეგულირებს. ტემპერატურის რეკორდულად მატების ფონზე შრომითი უფლებების დაცვას აუცილებლად მიიჩნევენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც, რომელიც ცხელ დღეებში მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
წაკითხვა
ლეღვის ფოთლის ნახარშით ორმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო
გამოქვეყნებულია: 2015-07-29 12:47:00
დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის შედეგად, 22 წლის გოგონა და  62 წლის ქალბატონი მკურნალობენ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რუჯის მიღების მიზნით, ნახარშით 22 წლის გოგონამ კანის 60%-ის დამწვრობა მიიღო, ქალბატონმა კი - 18%-ის დამწვრობა. ქაშიბაძის თქმით, პაციენტთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მკურნალობას კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელებენ. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
გამოქვეყნებულია: 2015-07-28 20:46:00
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველო წელსაც სპეციალური კამპანიით უაერთდება სახელწოდებით ,,ცოტა C”. დილიდან მოსახლეობას ანალიზების ჩაბარება უფასოდ შეუძლია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტით 200 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მათი მკურნალობის მიზნით, წელს ქვეყანაში დაავადების ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - საქართველომ ამერიკიდან უნიკალური პრეპარატი "სოფოსბუვირი" მიიღო, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართულებს უფასოდ ურიგდება.
წაკითხვა
ბავშვებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი საქართველოში 2 წლის შემდეგ ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2015-07-24 16:44:00
ბავშვებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი საქართველოში 2 წლის შემდეგ ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა დღეს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბავშვთა ონკოლოგიის სერვისები. ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ქვეყანაში ამ მიმართულებით ყველა სერვისისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის საბჭო, რომელიც ამ სფეროს ზედამხედველობას გაუწევს, დაიხვეწოს სტანდარტები და რეგულაციები, გადამზადდნენ სპეციალისტები და შეიქმნას პაციენტთა ერთიანი რეესტრი.
წაკითხვა