საზოგადოებრივი
104.5 FM
ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული ვითარება საქართველოში - საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევის შედეგები წარმოადგინეს
გამოქვეყნებულია: 2015-07-24 12:45:00
რეკომენდაციები ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გასაუმჯობესებლად - საქართველოში  ამ სფეროში არსებული ვითარება საერთაშორისო ორგნიზაციებმა შეისწავლეს. რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებას ეხება. ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ბავშთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის საბჭო, რომელიც ამ მიმართულებას ზედამხედველობას გაუწევს. ასევე გაერთიანდეს ყველა სერვისი, დაიხვეწოს სტანდარტები და რეგულაციები, გადამზადდნენ სპეციალისტები და შეიქმნას პაციენტთა ერთიანი რეესტრი. საერთაშორისო ექსპერტებმა საკუთარი კვლევის შედეგები დღეს ჯანდაცვის მინისტრთან და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინეს. 
წაკითხვა
ახალი პრეპარატი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას ანელებს
გამოქვეყნებულია: 2015-07-23 19:17:00
მეცნიერების შექმნილი ახალი პრეპარატი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პროცესს ანელებს - ამერიკული კომპანია „ელი ლილიეს“ ფარმაცევტებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ბეტა ამილოიდების რაოდენობას ამცირებს. სწორედ ეს ნივთიერება გროვდება ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტთა ტვინში. პრეპარატის სამუშაო სახელი „სოლანეზუმაბია“. გავრცელებული ინფორმაციით, იმ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ, დაავადების პროგრესირება 30 პროცენტით შენელდა.
წაკითხვა
ღარიბაშვილი - თუ დენის ტარიფი დაკორექტირდება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს
გამოქვეყნებულია: 2015-07-23 12:48:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგშია 31 საკითხი. პრემიერმა სხდომა ელექტროენერგიის ტარიფზე საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ორშაბათს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენს. სხდომის დაწყებამდე, განცხადებები გააკეთეს მინისტრებმა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 200 წამალზე ფასების დაკლება იგეგმება. რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-07-20 16:50:00
27 ივლისიდან ორი კვირის განმავლობაში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები იწყება. უფასო სკრინინგის ორკვირეულში რვა სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. დღეისათვის პროგრამაში 1 800 პაციენტია ჩართული. პარალელურად, აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობის დაზუსტებას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
რას მოიცავს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა - დავით სერგეენკომ უპასუხა „მოამბის“ შეკითხვებს
გამოქვეყნებულია: 2015-07-16 16:31:00
ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს. იცვლება მიდგომები და პრიორიტეტები. მთავარი ამოცანა იქნება დაავადებათა პრევენცია, დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე და ეფექტური მართვა. როგორ აპირებს ამ ყველაფრის გაკეთებას უწყება და რა იქნება შედეგი - ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა „მოამბის“ შეკითხვებს.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
გამოქვეყნებულია: 2015-07-15 13:30:00
ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.გამგეობასა და საუნივერსიტეტო კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი 50-მდე მოქალაქე უფასო კონსულტაციას ყოველი თვის  სამშაბათს გაივლის.
წაკითხვა
გიორგი გუგავა - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, პრაქტიკულად, ჩავარდნილია
გამოქვეყნებულია: 2015-07-13 16:15:00
„ლეიბორისტული პარტია“ ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. გიორგი გუგავას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა მოქალაქეების მკურნალობას აღარ აფინანსებს. პარტიის წევრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის პროგრამებს ბიუჯეტის სეკვესტრი შეეხო და უსახსრობის გამო, აღარ ხდება მოქალაქეების დაფინანსება.
წაკითხვა
2 წლის ბავშვს საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 18:05:00
2 წლის თეკლა წიკლაურს საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. ამჟამად თეკლა ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ენცეფალიტის, მიელიტისა და ენცეფალომიელიტის დიაგნოზით წევს. პატარას ცნობიერება, ფაქტობრივად, არ აქვს, ვერ გამოსცემს ბგერებს, არ შეუძლია დაჯდომა და თავის დაჭერა, მხოლოდ მშობლების ხმაზე რეაგირებს. საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თეკლას 52,740 ევრო სჭირდება. დახმარების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე - 09 01 700 478.
წაკითხვა
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მიზეზებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 17:37:00
საქართველოში ძუძუს კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალთა გარდაცვალების წამყვან მიზეზად რჩება. ამის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც 2014 წლის მონაცემებს მოიცავს. კვლევის თანახმად, აღნიშნული მიზეზი ქალთა სიკვდილიანობის 45,3 % შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ მიზეზებს, ქალთა სიკვდილიანობის სხვა მიზეზებად ავტოსაგზაო შემთხვევები და საშვილოსნოს ყელის კიბო სახელდება. კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო - C ჰეპატიტის ახალი პროგრამის ამუშავების შემდეგ 32 პაციენტიდან 23 განიკურნა
გამოქვეყნებულია: 2015-07-07 16:37:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ახალი პროგრამის ამუშავების შემდეგ, 32 პაციენტიდან უკვე 23 განიკურნა. შედეგები მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. დანარჩენი ცხრა პაციენტის სისხლში ვირუსის რაოდენობა 30 ერთეულს არ აღემატება. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნAლობას 1700 პაციენტი გადის, რეგისტრაცია გავლილი აქვს 7 ათასამდე ბენეფიციარს, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან პროგრამაში. 
წაკითხვა
ჯილეხი ხონის რაიონში - დაღუპულია 16 პირუტყვი და დაავადებულია ერთი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2015-07-06 20:42:00
ჯილეხის მსხვერპლი ხონის რაიონში: დაღუპულია 16 მსხვილფეხა პირუტყვი და დაავადებულია ერთი ადამიანი, რომელიც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის. მწვავე ბაქტერიული დაავადების გავრცელების გამო, სოფელ გუბში 17 ივლისამდე კარანტინია გამოცხადებული. ინფიცირებას გადარჩენილ საქონელს ადგილობრივები ვაქცინაციას უტარებენ. სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჯილეხის ბოლო შემთხვევა იმერეთის რეგიონში ორი წლის წინ დაფიქსირდა. დაავადების გავრცელებაზე მოსახლეობას საკუთარი ვერსიები აქვს.
წაკითხვა
აქცია 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-07-04 17:11:00
აქცია 12 წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად - აქციის მონაწილეები  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეიკრიბნენ. ისინი ყოფილი პრემიერისგან მოზარდის დახმარებას ითხოვენ. გიორგი ჯიშკარიანი ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და გერმანიაში სასწარაფო ოპერაციას საჭიროებს.  ოჯახს, უსახსრობის გამო,   ამავე სიმპტომებით  2 ბავშვი დაეღუპა. შეკრებილების განცხადებით,   აქცია  სოციალური ქსელით დაიგეგმა.
წაკითხვა
გმო - რისი აღმნიშვნელი იქნება ახალი წარწერა საკვები პროდუქტის ეტიკეტზე
გამოქვეყნებულია: 2015-07-03 20:55:00
გმო - ასეთი შინაარსის წარწერა უნდა იყოს დატანილი ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც გენური ინჟინერიითაა წარმოებული. ამ ვალდებულებას ბიზნესკომპანიებს ძალაში შესული ახალი კანონი აკისრებს. კანონმდებლობის მიხედვით, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეძენამდე მოსახლეობა მისი შემადგენლობის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში- მწარმოებლები დაჯარიმდებიან. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ სპეციალისტები მთავრობას ახალი რეკომენდაციებით მიმართავენ.    
წაკითხვა
სამედიცინო კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-07-02 18:00:00
ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო კვალიფიკაციის ასამაღლებელი ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა. ცენტრის შექმნის მიზანი ექიმებისა და ექთნების გადამზადება და მათი პროფესიული განვითარებაა. სწავლებები ჩატარდება როგორც თეორიული, ისე სიმულაციური მიმართულებით. შენობაში მოწყობილია სასტუმროს ტიპის ნომრები, რომლებითაც სარგებლობა რეგიონიდან ჩამოსულ სამედიცინო პერსონალს შეეძლება.
წაკითხვა
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-28 17:47:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლის“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკს“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ეხმარებიან. აქციის მიზანი საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
წაკითხვა
როგორ აისახა ჯანდაცვის რეფორმა მოსახლეობის მდგომარეობაზე - კვლევის შედეგები
განახლებულია: 2015-06-24 20:45:00
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა 99 %-მდე გაიზარდა, - ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარეს. გამოკითხვის ავტორებს აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე - როგორ აისახა საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოსახლეობის მდგომარეობაზე. კვლევის დროს 3 500-მდე მოქალაქე გამოიკითხა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, შემცირებულია ფინანსური ბარიერებიც, განსაკუთრებით ამბულატორიულ ვიზიტებსა და ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. აგრეთვე, გაუმჯობესებულია სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება რეკომენდაციებს: კვლევის ავტორები მთავრობას ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდას ურჩევენ. კვლევის შედეგების პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერი დაესწრო, რომელმაც მიღწეულ წარმატებებში ჯანდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
წაკითხვა
როგორ მუშაობს ჯანდაცვის პროგრამა - კვლევის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2015-06-24 12:39:00
როგორ მუშაობს ქვეყანაში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა - მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევა გამოქვეყნა.რა წერია ანგარიშში - ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა
ფეკალური მასები მდინარე ვერეში - რა განმარტებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 20:17:00
ფეკალური მასებით დაბინძურებული მდინარე ვერე და არაინფორმირებული მოხალისეები - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული საგამოძიებო ფილმის გამო დილიდან სახელმწიფო უწყებებს განმარტებების გაკეთება უწევთ. მეორე არხის ეთერში მაყურებელმა ნახა ექსკლუზიურად მოპოვებული ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ უერთდება სტიქიის შემდეგ წყნეთის ქუჩაზე განთავსებული საკანალიზაციო კოლექტორი პირდაპირ ვერეს. და ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე მეტრში მოხალისეთა ჯგუფები მუშაობდნენ. ირკვევა, რომ წყალდიდობის დროს საკანალიზაციო სისტემის დაზიანების შემდეგ კოლექტორის ვერეში დროებით ჩაშვების გადაწყვეტილება კომპანია ,,ჯი- ვი-პიმ” მერიასთან და ოფიციალურ სტრუქტურებთან შეთანხმებით მიიღო. ცალსახა პასუხი კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს ვერეს ხეობაში მომუშავე პირები დაბინძურებული მდინარიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ამ დრომდე არ არსებობს. უწყებები ერთმანეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. 
წაკითხვა
სერგეენკო - ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 14:37:00
მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. რაც შეეხება იმას, რომ მდინარე ვერეში მაშველებს უწევდათ შესვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი."მდინარე ვერეს წყალი სასმელად არსად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამაშველო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ ვითარებაშიც სამართლიანია.", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ტეტანუსზე აცრა 2 000-მდე მოხალისემ და მაშველმა გაიკეთა
გამოქვეყნებულია: 2015-06-23 12:17:00
ტეტანუსზე აცრა 2 000-მდე მოხალისემ და მაშველმა გაიკეთა. ჯანდაცვის მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც უწყება დედაქალაქში უსფრთხოების მიზნით ატარებს, ეს არის ვაქცინაცია, სასმელი წყლის კონტროლი და გადაწყვეტილება, რომ მოხალისეები მხოლოდ უსაფრთხო ადგილებზე დაუშვან. 
წაკითხვა