საზოგადოებრივი
104.5 FM
არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე
გამოქვეყნებულია: 2015-06-21 20:02:00
არის თუ არა სტიქიის შემდეგ ეპიდემიის საფრთხე ქალაქში: სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს. სპეციალური სამანქანო დანადგარები, აპარატები და ხსნარები - დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ხუთივე რისკზონაში სრული მობილიზაციაა. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ინფექცია და როგორია სპეციალისტების რჩევები - ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით.
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრის შემდგომ კვების სპეციფიკური რეჟიმი საჭირო არ არის
გამოქვეყნებულია: 2015-06-20 16:39:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრის შემდგომ კვების სპეციფიკური რეჟიმი საჭირო არ არის. ასევე, ნებადართულია ალკოჰოლის მიღება აცრიდან მეორე დღეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს წესების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები სასტუმრო "აისბერგში" განთავსებულ დაზარალებულებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 17:43:00
საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები სასტუმრო "აისბერგში" განთავსებულ დაზარალებულებს შეხვდნენ. კლინიკამ ისინი მედიკამენტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყო. საუნივერსიტეტო კლინიკა ამ სასტუმროში მცხოვრებ დაზარალებულებს ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო კონსულტაციებს უფასოდ გაუწევს. დაზარალებულ 14 ოჯახს ალადაშვილის სახელობის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკაში მაღალი დონის თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩაუტარდებათ გამოკვლევები. ახლად გახსნილი საავადმყოფო ყოფილი 8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს.  
წაკითხვა
დაზარალებულების ნაწილი ისევ საავადმყოფოში რჩება
გამოქვეყნებულია: 2015-06-19 16:36:00
დაზარალებულების ნაწილი ისევ საავადმყოფოში რჩება. 6 დაშავებულიდან ორი რეანიმაციიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. სტიქიისგან დაზარალებულები მარიამ მამუკაშვილი და ირინა ესაბუა მკურნალობას რესპუბლიკურ კლინიკაში გადიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები - დავით სერგეენკომ „მოამბის“ კითხვებს უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 20:21:00
არსებობს თუ არა ქალაქში დაავადებების გავრცელებისა და ეპიდემიის საფრთხე; რა რეკომენდაციებს აძლევს ჯანდაცვის სამინისტრო სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს, - ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა „მოამბის“ შეკითხვებს.
წაკითხვა
სტიქიის ზონებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებს რეკომენდაციებს აძლევს
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 20:18:00
ინფექციის საფრთხის გამო, სტიქიის ზონებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ყველა იმ მოხალისეს, რომელსაც ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების დროს სხეულზე დაზიანება აქვს მიღებული, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებში დილიდან ტეტანუსზე აცრის მსურველთა რიგები დგას. ინფექციური და ბაქტერიული დაავადებებისგან თავდასაცავად, გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეებს სპეციალური აღჭურვილობის ტარებაც მოეთხოვებათ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დღეს ლაშა მესხმა მოისმინა.
წაკითხვა
რა რეკომენდაციებს იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 14:20:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძემ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სტიქიური უბედურების ზონაში მომუშავეებს ხვდება, „მოამბის“ კითხვებს უპასუხა.
წაკითხვა
იმუნიზაციის ცენტრში რიგებია
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 12:39:00
ტეტანუსის აცრის მსურველთა დიდი რიგი დგას იმუნიზაციის ცენტრში. მოხალისეები, რომლებმაც სტიქიის ზონაში მუშაობისას გარკვეული დაზიანებები მიიღეს, ვაქცინაციას ჩაიტარებენ. ტეტანუსის აცრა ყველასთვის უფასოა.
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 12:30:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ტეტანუსის აცრის რეკომენდაცია ეძლევა ყველა იმ პირს, რომელიც სტიქიის ზონებში სამუშაოებში იყო ჩართული. პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე დღეს დაზარალებულ კერებში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს შეხვდნენ და მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რაიმე სახის დაზიანებების მიღების შემთხვევაში.
წაკითხვა
დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, სტიქიის ზონებში ეპიდემიის საფრთხეა
გამოქვეყნებულია: 2015-06-18 12:06:00
თბილისში, სტიქიური უბედურების ზონებში ეპიდემიის საფრთხეა. რისკის ზონებში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს იწყებს. საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, მოხალისეებს ზოოპარკის, მზიურისა და ვერეს ხეობაში აღარ უშვებენ. ამ ტერიტორიებზე მხოლოდ საგანგებო სამსახურები რჩებიან. დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. დილით მზიურში მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
წაკითხვა
რამდენი ადამიანი დაშავდა სტიქიის შედეგად და როგორია მათი მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 17:35:00
სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა.
წაკითხვა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 6 პაციენტი რჩება
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 15:30:00
ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 6 პაციენტი რჩება. დაახლოებით ერთი საათის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში სვანიძის ქუჩიდან კიდევ ერთი დაზარალებული მიიყვანა. ღამის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა. მათ საშუალო სიმძიმის დაბეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებოდათ. ოჯახის წევრებისა და ახლობლების თქმით, ისინი ვერეს ხეობის ადიდების შედეგად, ავტომობილების დატბორვის დროს დაშავდნენ.
წაკითხვა
რა გახდა ხელვაჩაურში მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 20:31:00
ლაბორატორიული კვლევით უნდა გაირკვეს, რა გახდა ხელვაჩაურის რაიონში მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. სოფელ სალიბაურის სკოლის 6 მოსწავლე საავადმყოფოში ერთი და იმავე სიმპტომებით აღმოჩნდა. ერთ-ერთ ვერსიად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება, რის გამოც სინჯები სასწავლებელში შეტანილი საკვები პროდუქტებიდანაც აიღეს.
წაკითხვა
სამხრეთ კორეაში „მერსის“ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 14:40:00
სამხრეთ კორეაში „მერსის“ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის შედეგად, უკვე ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაავადების რისკის გამო, კარანტინისთვის რეკომენდაცია 3 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სამხრეთ კორეაში 2 000-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. ვირუსთან საბრძოლველად, ხელისუფლებამ ოპერატიული ჯგუფები შექმნა. ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომის ვირუსი პირველად საუდის არაბეთში 2012 წელს დაფიქსირდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე შექმნილი არ არის. დაავადების საფრთხის გამო, სამხრეთ კორეაში გამგზავრება 20 000-მდე ტურისტმა გადაიფიქრა.
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რეგიონების კლინიკებიც დაემატა
გამოქვეყნებულია: 2015-06-10 17:15:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რეგიონების კლინიკებიც დაემატა. ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვნენ. ბენეფიციარებს 15 ივნისიდან შეუძლიათ მიაკითხონ:ბათუმში: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი - მის: ჯ. ქათამაძის N 11;ქუთაისში: 1. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი „მედიქალსითი“ - მის: ფოთის ქუჩა N 40; 2. შპს „ლივერმედი“ - მის: თამარ მეფის ქუჩა N 26;შპს „ლივერმედი“ პაციენტებს უკვე დღეიდან იღებს. მომავალი კვირიდან ბენეფიციარებს ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ. პროგრამაში ჩასართავად სერვის-ცენტრებში 4500 ადამიანია დარეგისტრირებული.С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5 000 პაციენტიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 900-მდე პაციენტი უკვე ჩაერთო. პროგრამაში ჩასართავად პრიორტეტი ენიჭებათ იმბენეფიციარებს, რომლებსაც ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვთ და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია. შეგახსენებთ, რომ თბილისში ბენეფიაციარებს ემსახურება ოთხი კლინიკა. ესენია: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის N 16);2. „ჰეპა“ (ლუბლიანას N 18/20);3. „ნეოლაბი“- (ნუცუბიძის ქ. N 8);4. „მრჩეველი“ (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. N 9).
წაკითხვა
ბათუმის სამშობიარო სახლში ჩვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-09 11:25:00
ბათუმის სამშობიარო სახლში ჩვილის გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებენ. 32 წლის ქალბატონი საავადმყოფოში 4 დღის წინ მიიყვანეს, თუმცა იგი სტაციონარში არ მოათავსეს. პაციენტის ოჯახის წევრების განცხადებით, ექიმმა მათ საკეისრო კვეთაზე, უარი უთხრა და ქალბატონს ორშაბათამდე მოცდა ურჩია. დღეს კი მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჩვილი მუცლადყოფნის პერიოდში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მედიკოსის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. მათი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ორი ვერსია დასახელდა: ჭიპლარის შემოხვევა და ვირუსული ინფექცია, ამიტომ პაციენტის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ახლა ექიმის იმიჯის გადასარჩენად მისი კოლეგები ცრუობენ.
წაკითხვა
სამხრეთ კორეაში მერსის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-08 14:26:00
სამხრეთ კორეაში მერსის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივნისს ვირუსით დაინფიცირების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. პირველად ვირუსი 2012 წელს საუდის არაბეთში მცხოვრებ მამაკაცს აღმოაჩნდა. ბოლო სამ წელიწადში კი ამ ვირუსით მსოფლიოს 23 ქვეყანაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 400 კი დაიღუპა. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. დაინფიცირების რისკის ქვეშ სუსტი იმუნური სისტემისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან.
წაკითხვა
პედიატრიული ტუბერკულოზის დეპარტამენტის მშენებლობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 17:35:00
პედიატრიული ტუბერკულოზის დეპარტამენტის მშენებლობა იწყება. მშენებლობის მიმდინარეობას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გაეცნო. მან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც პედიატრიული დეპარტამენტის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება.
წაკითხვა
განათლების მინისტრი 139-ე სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომას გამოცდის წინ ნერვიულობას უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 11:13:00
რა გახდა გუშინ 139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაზუსტდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, სკოლის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა. განათლების მინისტრის განცხადებით კი ბავშვები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ და მოსწავლეების შეუძლოდ გახდომა, სავარაუდოდ, გამოცდებით გამოწვეულ ემოციურ ფონს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ 139-ე საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სამ მათგანს მკურნალობა იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა.
წაკითხვა
ევაკუაცია 139-ე სკოლიდან - რამ გამოიწვია 7 მოსწავლისა და პედაგოგის მოწამვლა
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 20:30:00
139-ე სკოლის სამი მოსწავლე საავადმყოფოდან გაწერეს.  სკოლიდან ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მე-5 კლასის შვიდი მოსწავლე და ერთი პედაგოგი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ჯერ უცნობია, რა გახდა ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა ექიმები ამ ვერსიას გამორიცხავენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.  
წაკითხვა